მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმადიდებლობა თუ ფსევდო მართლმადიდებლობა |
კანუდოსელი |
Nov 10 2006, 08:24 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მოკლედ ჩემმა წინა ფოსტმა გაუგებრობა გამოიწვია ძალიან ბევრი, ალბათ ვერ გამოვხატე გასაგებად. აი რას ვგულისხმობდი:
ზოგიერთი მართლმადიდებელი ადამიანის ცნობიერებაში შემოვიდა ისეთი სუროგატები, რაც თავისი არსით მართლმადიდებლობასთან ან ნაკლებ კავშირშია ან არანაირი კავშირი არ გააჩნია მასთან...მაგალითები ბევრია, ერთ ერთი ამათგანი ქვემოთ არის მოცემული, კერძოდ რატომ ეშინია ზოგ მართლმადიდებელ ადამიანს: 1. შტრიხ კოდების 2. მსოფლიო საიდუმლო შეთქმულების 3. საიდენტიფიკაციო ნომრების 4. შელოცვების 5. კათოლიკურ ტაძრებში შესვლის 6. ტელევიზორის 7. კომპიუტერის 8. ზღვაზე "სიშიშვლის" 9. ცეკვის 10. სპორტის ქრისტიანობა ლიტურგიკული ხასიათისაა და მისი შინაარსი არის სიხარული-ხარება და არა შიში. ნუ დაგავიწყდება რა სიტყვები მიმართა ანგელოზმა ღვთისმშობელ მარიამს: გიხაროდეს ნუ დაგავიწყდება რა სიტყვებით მიდიოდნენ მოციქულები საქადაგებლად: ჩვენ გვინდა გახაროთ და ნუ დაგავიწყდება რა ქვია ჩვენს წმინდა წერილს: სახარება აქვე კი ბარემ პირველ კითხვას თავად გავცემ პასუხს: ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ ეკლესია არის უნივერსალური და როდესაც რაიმე შფოთი ტყდება არა რომელიმე კონკრეტული პირი, თუნდაც წმინდანი,არამედ ეკლესიის სისავსე წყვეტს ამას. დავიწყებ ალექსი II-ის სიტყვით პარქიალურ კრებაზე: Заверяю вас, в штрих-кодах нет никаких шестерок! პირველიერარქის სიტყვა გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე რომელიმე კონკრეტული პიროვნების. მაგარამ მაინც ვნახოთ რატომ არ არის იქ 6-ები. პირველი იმიტომ, რომ შტრიხ-კოდი არის კომპიუტერისთვის წასაკითხი და არა ადამიანისთვის, იქ არის თეთრი და შავი ზოლები....ლაზერული სკანერი გადის მასზე და შავ ხაზზე გასვლისას იძლევა 0-ს და თეთრზე იძლევა 1-ს, ანუ კოდის შიფრი სინამდვილეში შედგება არა 6-ების კრებულიდან, არამედ 0 და 1-ების კომბინაციით. ასევე, ჯერ ერთი იქ ყოველთვის არ არის სამი ექვსიანი, არამედ 2 მესამეც: დავუშვათ, რომ არის სამი, ამ შემთხვევაშიც ვერ უძლებს ეგ მიგომა კრიტიკას რადგან 6-ების გარდა არის სხვა ციფრებიც, მაგალითად 6498689456 ეს ციფრი შეიცავს სამ ექვსიანს მაგრამ რა შუაშია აქ 666? მეოთხე: იქ ის 6-იანის შესაბამისი ხაზები რომ უფრო გრძელია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეგ არის გამოყოფილი ხაზები, ისევ მივანიშნებ შესაბამის სკანერს-ეს უკანასკნელი აღრიცხავს არა სიგრძეს არამედ მხოლოდ სიგანეს შავი და თეთრი ხაზებისა, ამიტომ კონცენტრირება ნამეტანი ამ ფაქტზეც არ გამოდის მეხუთე: საქმე იმაშია რომ წმინდა წერილი დაწერილია სიტყვებით და შესაბამისი რიცხვებიც სიტყვებითაა გადმოცემული,ანუ 666 ქართულად პირდაპირი ტრადიციით რომ გვეთარგმნა იქმებოდა: ექვს-ას-სამოც-და-ექვსი თავად ქართულშიც კი არ გვაქვს სამი გამეორება და მითუმეტეს ასეთი სიტუაციაა ბერძნულ ორიგინალში. ამიტომ დასკვნა ასეთია: 1. კომპი ვერ ხედავს მაგ 6-ებს 2. ადამიანი ცდილობს დაინახოს, მაგრამ ხშირად არც არის სამი 6-ანი 3. თუნდაც იყოს, ავიწყდება რომ მათ შორის კიდევ მრავალი ციფრია 4. მოკლებულია სერიოზულობას, ვინაიდან ძველი კოდეზსები არ წერს ციფრებს არც არაბულ და არც რომაულ სტანდარტში, არამედ ასოებით 5. თესავს შფოთს 6. ეწინააღმდეგება რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის განჩინებას და უშუალოდ ამ ეკლესიის პირველი იერარქის პოზიციას მცირე შენიშვნა: რუსეთზე იმიტომ გავაკეთე აქცენტირება, რომ საქართველოში არ იყო შესაბამისი კრება იქ კი იყო...ჩვენ მოვიაზრებით ერთ ბარძიმში მყოფად და მგონია გასათვალისწინებელია ფრიად. ვისაუბროთ... პ.ს. აჯობებს იხილოთ ყველაზე ბოლო პოსტი სიების ჩამონათვალისა, რადგან სწორედ ის წარმოადგენს განახლებულ ვერსიას -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ლილიანა |
Nov 11 2006, 10:32 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
კიდევ კარგი რო სტატია ქართულადაც არის ნათარგმანი და არა ქართულიდან ნათარგმნი
არ ვიცი მე ასევე მწყრალად უყურებ იმ აზრს რო წინაპართა ცოდვების გამო შეიძლება მე დავისაჯო და როგორც რაიონებში იტყვიან ხოლმე "ღმერთმა დამწყევლოს " მაგალითად ბებიაჩემს ( დედაჩემის დედას ) ღრმად სწამს რო უფროსი ქალიშვილის ბედის "ჩეკეტვის" მიზეზი ბაბუა რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს ტაძარის დანგრევაში მიიღო მონაწილეობა რაჭაში -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
KAIROS |
Nov 11 2006, 01:14 PM
პოსტი
#3
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
კიდევ კარგი რო სტატია ქართულადაც არის ნათარგმანი და არა ქართულიდან ნათარგმნი არ ვიცი მე ასევე მწყრალად უყურებ იმ აზრს რო წინაპართა ცოდვების გამო შეიძლება მე დავისაჯო და როგორც რაიონებში იტყვიან ხოლმე "ღმერთმა დამწყევლოს " მაგალითად ბებიაჩემს ( დედაჩემის დედას ) ღრმად სწამს რო უფროსი ქალიშვილის ბედის "ჩეკეტვის" მიზეზი ბაბუა რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს ტაძარის დანგრევაში მიიღო მონაწილეობა რაჭაში იმ ლოცვა-კურთხევას რაც გეორგ-მა დაწერა ვუერთდები და ვფიქრობ მკაცრადაა სამხელი ყოველგვარი ცრურწმენა, რომელიც ხშირად ეკლესიურ სამოსში გამოწყობილი, ლამის დოგმატად არის გამოცხადებული... ქრისტიანული ანთროპოლიგიის უმთავრესი ქვაკუთხედია ქრისტიანის თავისუფლება და რომ ის არ აგებს პასუხს მისი წინაპრის მიერ ჩადენილ ცოდვებზე, თუმცაღა აქაც ცოტა დაზუსტებაა საჭირო,რადგან არის აზრი რომ, როცა გვარი ან რამოდენიმე თაობა იყო ღვთისმებრძოლი ან მგმობი, ან მკვლელი ან რაიმე დიდი ცოდვის მონა, მაშინ თავითავად ნათელია, რომ რაღაც ამას შეიძლება შედეგი მომავალ თაობებშიც მოყვეს. ეს შეიძლება იყოს, რაიმე სახის ტრაგედია, შვილთა დაკარგვა-დაღუპვა ( კარგი იქნება აქ თუ გავიხსენებთ დავითისა და ბერსაბეს მრუშობის პირველი ნაყოფის დაღუპვას), ან ინვალიდი შვილის დაბადება( რაც ერთგვარი ტვირთია ან ჯვარიც კი მცოდველი ოჯახისა)... ე.ი. ასეთ შემთხვევებს ჩვენ მიჩვეული ვართ, როცა ეს ეხება მხოლოდ ერთ პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ ცოდვებს, რომლებისთვისაც ხშირად აქვე ( და შეიძლება მერე "იქაც") აგებს პასუხს ( განსაცდელი, ავადმყოფობა...), ასე რომ ზემოთაღწერილი აზრი, არის ამ იდეის განზოგადება, სადაც ოჯახი ან უფრო განზოგადებულად გვარი ( ან კიდე უფრო განზოგადებულად ერი-აქ კარგია თუ გავიხსენებთ ისრაელი ერის ერთიან შენანების ბევრ ფაქტს ძველი აღთქმიდან), მომავალშიც იწვევს იმ ცოდვების შედეგს რაც ამ მიკრო ( ან მაკრო) სამყაროში დაგროვდა... თუმცა მსგავსი ცოდვათა შედეგი არ შეიძლება შევადაროთ, მედიცინისათვის კარგად ცნობილ ზოგიერთ დაავადებას, რომელიც გენეტიკურად გადადის თაობებზე ( ეპილეფსია, ფსიქიკური მოშლილობა, გულის დაავადებები და ა.შ) არც ფიზიკური თუ თვისობრივი მსგავსებებს, რომლებიც ასევე გენეტიკურად გადადის ( თვალების ფერი, ზოგადი იერი, ხასიათის მსგავსება, მსგავსი სიარული თუ სხვა მანერები), არამედ ცოდვის შედეგი სულ სხვაა, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში "მუშაობს", როცა ის მომავალი თაობებიც ისეთები რჩებიან, როგორებიც მისი წინაპრები იყო, როცა ცოდვის ქვეშ ცხოვრება ისევ ძველი კალაპოტით მიდის, ხოლო თუ გვარმა შეინანა, ითხოვა ღვთისგან რათა ეპატიოს მას და მის წინაპარს ის ცოდვა ( ხშირად აგებენ ეკლესიებს, დაალოცვინებენ გვარს, აკურთხებინებენ სახლებს...) მაშინ ძველი ცოდვის "გავლენა" აღარ იქნება... მაგრამ მაინც აქ შეიძლება კიევ უფრო დავზუსტდეთ, მიუხედავად იმსა რაც ვისაუბრეთ, მაინც ადამიანი ცხონდება ან წარწყმდება, მხოლოდ იმ საქმეთა გამო რაც მან თვითონ ჩაიდინა და არავითარ შემთხვევაში, რომელიღაც წინაპრის გამო აგებს პასუხს (აქ გამორიცხეთ ადამის ცოდვის საკითხი , ის სულ სხვაა და ქრისტეში შობით ისიც გვშორდება), ასე რომ დასკვნა : სადღაც, გამონაკლისის სახით, შეიძლება დავუშვათ, რომ დიდი და მძიმე ცოდვას შეიძლება რაიმე სახის "ასახვა" მოყვეს მომავალ თაობებში, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ როცა ის თაობა მცოდველი წინაპრების გზაზე იქნება და ეს "ასახვა" მხოლოდ ამ ქვეყნიურ განსაცდელებით შემოიფარგლება, იმ ქვეყნად ყველა საკუთარ ქმედებებზე აგებს პასუხს. სულ ეს იყო... მადლობა კაიროსი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი