![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოკლედ ახლა წამოიჭრა ერთ ფორუმელთან გარკვეული კითხვა, არის თუ არა ღვთის მადლი არა მართლმადიდებელ თემებში, თი ისინი საერთოდ მოკლებულნი არიან ყოველგვარ მადლს.
მე როგორც წარმომიდგენია, ეს არ არის ასე მარტივად გადასაწყვეტი, რადგან როდესაც ვიღებთ სხვადასხვა თემის არამართლმადიდებლებს, გათვალისწინებით კონკრეტული თემისა, მიღების წესიც სხვადასხვაა, მაგალითად კათოლიკებს იგივე რუსეთის ეკლესია არ იღებს არც ნათლობით, არც მირონცხებით და თუ მღვდელლია ქიროტონიის გარეშე. ჩვენთანაც იგივე წესია, თავად ვარ ერთი ყოფილი კათოლიკეს ნათლია...მისი გადმოსვლლის რიტუალი იყო მხოლოდ ლოცვების კრებული, არანაირი ნათლობა და სხვა საიდუმლო. თუ მართალია ის, რომ იქ არანაირი ნათლობა არ არის, მაშინ როგორც კვიპრიანე კართაგენელი ამბობდა მათეული ნათლობა სიბინძურით განბანა არისო, მაშინ ბუნებრივია რომ გადმოსვლის დროს უნდა მოინათლნენ, რასაც თავად წმ. კვიპრიანე აკეთებდა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეკლესიამ ეს წესი არ მიიღო ზოგად საყოველთაო წესად...ზემოთ მოვიყვანე ერთი მცირე მაგალითი ამისა. ე.ი. გამოდის რომ, როდესაც არ ვნათლავტ და არანაირ წესს არ ვუტარებთ გადმოსვლისას ადამიანს-ვაღიარებთ იმ თემში შესაბამისი საიდუმლოს არსებობას. ჯერ ეს იყოს იმედია ანათემაზე გადაცემები და მსგავსი რამე არ დამემუქრება ![]() მნათე რას იჭყიტები...ანათემის ტექსტს თუ ადგენ ჩემზე, მე უკვე მაქვს, მოგაწვდი ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
მაშინ დავაზუსტოთ :
1) ნიშნავს თუ არა იმას რომ თუკი ეკლესია ვინმეს ნათლობის გარეშე იღებს, რომ აღიარებს იმ ეკლესიაში რაიმე სახის მადლს? 2) თუ კი, მაშინ რა განსხვავებაა მიროცხებით და სინანულით მიღებათა შორის? რა იქ მეტია მადლია აქ ნაკლები? 3) და ბოლოსდაბოლოს რა მადლია ( თუ არის საერთოდ) ეგ მადლი? მაცხოვნებელი მადლია? თუ არა, მაშინ, როგორ შეიძლება დავახასიათოთ და ავსხნათ? 4) ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეკლესია ნათლობის მხოლოდ გარეგნულ სახეს იღებს, და მას, ასევე ვთქვათ "ვით უკვე მზა ოღონდ ცარიელ ჭურჭელს", აღავსებს იმ მადლით, რაც ახლადმოქცეულს არანაერად არ შეეძლო "იქ" მიეღო ? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მაშინ დავაზუსტოთ : 1) ნიშნავს თუ არა იმას რომ თუკი ეკლესია ვინმეს ნათლობის გარეშე იღებს, რომ აღიარებს იმ ეკლესიაში რაიმე სახის მადლს? 2) თუ კი, მაშინ რა განსხვავებაა მიროცხებით და სინანულით მიღებათა შორის? რა იქ მეტია მადლია აქ ნაკლები? 3) და ბოლოსდაბოლოს რა მადლია ( თუ არის საერთოდ) ეგ მადლი? მაცხოვნებელი მადლია? თუ არა, მაშინ, როგორ შეიძლება დავახასიათოთ და ავსხნათ? 4) ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეკლესია ნათლობის მხოლოდ გარეგნულ სახეს იღებს, და მას, ასევე ვთქვათ "ვით უკვე მზა ოღონდ ცარიელ ჭურჭელს", აღავსებს იმ მადლით, რაც ახლადმოქცეულს არანაერად არ შეეძლო "იქ" მიეღო ? 1. ეს კითხვა სწორედ მე დავსვი და პასუხიც გავეცი და იქვე დავამატე, რომ თუ სხვა გზაც არსებობს, მაშინ გისმენთ მეთქი. 2. სული ერთია, მაგრამ ნიჭები სხვადასხვა-ეს შენ იცი ძამია, ამიტომ ეკლესიაში არის ნათლობის მადლი და მირონცხების მადლი, რომლიც რომ არ განსხვავდებოდეს ერტმანეთისგან, საიდუმლოებებიც არ იქნებოდა განსხვავებული. 3. მადლლი სული წმინდის მოქმედებაა, თუ ის მოქმედებს, ე.ი. მას მიზანიც გააჩნია, კონკრეტული მიზანი კი შეიძლება იყოს სხვადასხვა. ადამიანის მოქცევაში მრავალი ეტაპია, როგორც წმინდანები ამბობენ მოქცევა გაცილებიტ ადვილია,ვიდრე დარჩენა. თუმცა მოქცევა რომ არა, დარჩენაზეც ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ წმ. თეოფანე დაყუდებული ე.წ. მოსახმობ მადლსაც კი ასახელებს და ამბობს რომ ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არ არის. ის მოქმედებს ყველგან, ასე, რომ არა, ბუდისტი ვერასოდეს ვერ გახდებოდა ქრისტიან,ე.ი. სული წმინდამ მასაც გაუთბო გული... მეორეც, მადლი შეიძლება იყოს მაგრამ მაცხოვნებელი არა (ეს ძალიან დიდი თემაა), ამისი მაგალითი ძველაღთქმისეული პერიოდია. ძველ აღთქმაში მადლი იყო?-ცხადია იყო, მაცხოვნებელი თუ იყო?-ცხადია არა. 4. ეგ მე მეჩვენება დიდ აბსურდად და აი რატომ: თუ იმ ეწრეტიკოსს იღებს გარეგნული ფორმით, ჯერ ისმის კითხვა, რატომ ასეთი იკონომია ერეტიკოსთა გარეგნული ფორმის მიმართ? მეორეც, შენი ლოგიკით, ახლა წარმართი რომ ადგეს-შევიმოსოს სრულად, როგორც საჭიროა, და "მონათლოს" მეორე წარმართი, მერრე ამ მეორე წარმართს მოუნდეს გადმოსვლა მართლმადიდებლობაში, მითხარი მართლმადიდებლობა მიიუყენებს მას მხოლოდ გარეგნული სწორი ფორმის გამო იგივე იკონომიას, რასაც უყენებს ერეტიკოსს? დარწმუნებით გეტყვი, რომ-არა. ანუ ეკლესიისთვის ერეტიკოსი და წარმართი სხვადასხვა რანგზე განიხილება...შეგახსენებ ჩემს მიერ შემოთავაზებულ ბასილი დიდი სკანონს: ის ამბობს რომ მეორე კატეგორიის თემი მიიღება ეკლესიაში უნათლავად (ახლა დაუკვირდი) ვინაიდან ისინი ჯერ კიდევ არ არიან უცხონი ეკლესიისთვის ახლა ბუნებრივი კითხვა: ეს არა-სიუცხოვე საკრამენტალურ ხასიათს არტარებს თუ წმინდა გარეგნულს? ჩემი პასუხი აქ ასეთია: თუ მარტო გარეგნულს, მაშინ მას არ უნდა ქონდეს ზეგავლენა მიღების საკრამენტალურ ფორმაზე, ამიტომ ვთვლი, რომ ის სქიზმატიკოსი მოიაზრება საკრამენტალურად-ბოლომდე არა უცხოდ ეკლესიისთვის. პ.ს. კარგად ვსაუბრობთ ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 02:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი