![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დეკ. ანდრია |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
მინდა კიდევ ერთი გამოკითხვა შემოგთავაზოთ.
საეკლესიო საკითხავთა უდიდესი ნაწილი მედავითნეთა ბაგეებით მოგვეწოდება. შესაბამისად მათ გულმოდგინებაზე და სულიერებაზე დიდად არის დამოკიდებული, რამდენად აღვიქვამთ საკითხავთა სილამაზეს, სიბრძნეს და მათით გადმოცემულ ეკლესიის დოგმატურ სწავლებას. 1. რამდენად გვესმის ის, რასაც კითხულობს მედავითნე? 2. რა გვიშლის? 3. რას შეცვლიდით მედავითნეს მსახურებაში? (იგულისხმება ტემპი, ხმა, სიტყვათა გარჩევადობა და სხვა) -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
თათი87 |
![]()
პოსტი
#2
|
![]() თამარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 ![]() |
ციტატა საეკლესიო საკითხავთა უდიდესი ნაწილი მედავითნეთა ბაგეებით მოგვეწოდება. შესაბამისად მათ გულმოდგინებაზე და სულიერებაზე დიდად არის დამოკიდებული, რამდენად აღვიქვამთ საკითხავთა სილამაზეს, სიბრძნეს და მათით გადმოცემულ ეკლესიის დოგმატურ სწავლებას. 1. რამდენად გვესმის ის, რასაც კითხულობს მედავითნე? 2. რა გვიშლის? 3. რას შეცვლიდით მედავითნეს მსახურებაში? (იგულისხმება ტემპი, ხმა, სიტყვათა გარჩევადობა და სხვა) დამლოცეთ მამაო, ალბათ ახალს და განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი იმით, რომ მედავითნეების კითხვის ტემპი სწრაფია და აქედან გამომდინარე ბევრი რამ გაუგებარი რჩება მრევლისთვის. მთავარია გულმოდგინებით უსმინო, მაგრამ ხშირად ადამიანი ვერ ახერხებს ტაძრის გარეთ დატოვოს ცხოვრებისეული პრობლემები და წირვაზე მხოლოდ უფალზე იფიქროს. სამწუხაროდ ერთადერთი არ ვარ ალბათ ვისაც წირვის დროს გონება ებნევა, სწორედ ამიტომ ეს კიდევ ერთ დაბრკოლებას ქმნის. თუკი არ გესმის წაკითხული, მაშინ გონების გაბნევა უფრო ადვილად ხდება, ამიტომ მედავითნეებზე მგონია რომ დიდი როლია დაკისრებული მრევლის ყურადღების თვალსაზრისით. ალბათ ბევრად უკეთესი იქნება თუკი მედავითნეები დაწყნარებით, მაღალი ხმით და გარკვევით წაიკითხავდენენ. -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 11:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი