სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| კანუდოსელი |
Nov 6 2006, 03:39 PM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მოკლედ ახლა წამოიჭრა ერთ ფორუმელთან გარკვეული კითხვა, არის თუ არა ღვთის მადლი არა მართლმადიდებელ თემებში, თი ისინი საერთოდ მოკლებულნი არიან ყოველგვარ მადლს.
მე როგორც წარმომიდგენია, ეს არ არის ასე მარტივად გადასაწყვეტი, რადგან როდესაც ვიღებთ სხვადასხვა თემის არამართლმადიდებლებს, გათვალისწინებით კონკრეტული თემისა, მიღების წესიც სხვადასხვაა, მაგალითად კათოლიკებს იგივე რუსეთის ეკლესია არ იღებს არც ნათლობით, არც მირონცხებით და თუ მღვდელლია ქიროტონიის გარეშე. ჩვენთანაც იგივე წესია, თავად ვარ ერთი ყოფილი კათოლიკეს ნათლია...მისი გადმოსვლლის რიტუალი იყო მხოლოდ ლოცვების კრებული, არანაირი ნათლობა და სხვა საიდუმლო. თუ მართალია ის, რომ იქ არანაირი ნათლობა არ არის, მაშინ როგორც კვიპრიანე კართაგენელი ამბობდა მათეული ნათლობა სიბინძურით განბანა არისო, მაშინ ბუნებრივია რომ გადმოსვლის დროს უნდა მოინათლნენ, რასაც თავად წმ. კვიპრიანე აკეთებდა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეკლესიამ ეს წესი არ მიიღო ზოგად საყოველთაო წესად...ზემოთ მოვიყვანე ერთი მცირე მაგალითი ამისა. ე.ი. გამოდის რომ, როდესაც არ ვნათლავტ და არანაირ წესს არ ვუტარებთ გადმოსვლისას ადამიანს-ვაღიარებთ იმ თემში შესაბამისი საიდუმლოს არსებობას. ჯერ ეს იყოს იმედია ანათემაზე გადაცემები და მსგავსი რამე არ დამემუქრება მნათე რას იჭყიტები...ანათემის ტექსტს თუ ადგენ ჩემზე, მე უკვე მაქვს, მოგაწვდი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
| KAIROS |
Nov 10 2006, 02:50 PM
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
დავამატებდი ერთ გარემოებას:
არსებობს იდეა, რომ თავიდან ინათლება მხოლოდ ისინი, რომელთანაც ნათლობის გარეგნული მხარეც დარღვეული იყო ( "იეჰოვას მოწმეები" და ა.შ. სადაც მხოლოდ ერთგზის ხდება შთაფვლა), ხოლო ისინი ვინც ნათლობა მიიღო არამართლმადიდებლურ სამყაროში, ოღონდ წმიდა სამების სახელზე და ნათლობის ფორმულის დაცვით, იგი მიიღებოდა მირონცხებით. დროთა განმავლობაში ეს იდეა შეიცვალა, სხვადასხვა ეკლესიამ ერთიდაიგივე კონფესიიდან მოქცეულებს სხვადასხვა მხრივ მიუდგა ( მაგ. ლათინებს, სომხებს), თუ ერთგან ნათლობას ითხოვდნენ, მეორეგან მირონცხება საკმარისი იყო, ეს მიდგომა ხშირად სხვადასხვა პერიოდში იცვლებოდა, როგორც ყველა კანონიკური დადგენილება ( რადგან მხოლოდ დოგმა არ იცვლება, არამედ განიმარტება), ხშირად ერთი ეკლესია, ერთ პერიოდში მოქცეულს მხოლოდ ნათლისღებით იღებდა, რამოდენიმე საუკუნის შემდეგ ( რაც პოლიტიკურ-რელიგიური სიტუაციით აიხსნება) იგივე კონფესიიდან მოქცეულისათვის მირონცხებაც იკმარა, ან საერთოდ პირიქით, რასაც ადრე მხოლოდ მირონცხება უნდოდა, ახლა მთლიან ნათლისღებას მოითხოვს... ასე რომ, ამ საკითხზე წერისას, ჩემო კარგებო, უნდა დაკონკრეტდეთ, რომელ ეკლესიაზე საუბარი და რა პერიოდში, ამავე დროს რომელ კონფესიიდან მოქცეულს ეხება კანონი და როგორ იცვლებოდა ეს კანონი სხვადასხვა დროს და რატომ... ასეთ სიღრმეში კი მხოლოდ სპეციალისტებს შეუძლიათ ჩასვლა... ვეცადოთ თუ გნებავთ პატივისცემით კაიროსი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
| კანუდოსელი |
Nov 10 2006, 03:35 PM
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კაიროსი კაიროს ძმაო, დაკონკრეტება აუცილებელია, მაგრამ ის, პრობლემის არსს ვერ გახსნის, მერწმუნე. მოკლედ ვაყალიბებ კითხვას ჩემს მიერ ზემოთ დაწერილის გათვალისწინებით: არსებული პრაქტიკა ზოგიერთი არამართლმადიდებელის, მართლმადიდებლობაში უნათლავად მიღებასთან დაკავშირებით, ნიშნავს, თუ არა, რომ ვაღიარებთ იქ არსებულ ნათლობას? თუ არ ნიშნავს-მაშინ რითი ვამართლებთ წარმართის მიღებას უნათლავად და ამით ვწირავთ მას საუკუნო სატანჯველისთვის-და ამას აკეთებს ეკლესია...ანუ კითხვა პერეფრაზირებით იქნებოდა ასე დასმული: ეკლესიაში მოდის ადამიანი, მას უნდა მართლმადიდებლობა, ეკლესია კი მას (მოუნათლავს) არ ნათლავს, რითიც ფაქტიურად "წირავს" მას სატანჯველისთვის? (რაც ცხადია მე არ მგონია-რაც მაძლევს საბაბს ვიფიქრო პირველი ვარიანტის მიხედვით) -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
| k.k. |
Nov 11 2006, 08:52 PM
პოსტი
#4
|
|
Kirieeleison ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 9-November 06 წევრი № 434 |
კაიროს ძმაო, დაკონკრეტება აუცილებელია, მაგრამ ის, პრობლემის არსს ვერ გახსნის, მერწმუნე. მოკლედ ვაყალიბებ კითხვას ჩემს მიერ ზემოთ დაწერილის გათვალისწინებით: არსებული პრაქტიკა ზოგიერთი არამართლმადიდებელის, მართლმადიდებლობაში უნათლავად მიღებასთან დაკავშირებით, ნიშნავს, თუ არა, რომ ვაღიარებთ იქ არსებულ ნათლობას? თუ არ ნიშნავს-მაშინ რითი ვამართლებთ წარმართის მიღებას უნათლავად და ამით ვწირავთ მას საუკუნო სატანჯველისთვის-და ამას აკეთებს ეკლესია...ანუ კითხვა პერეფრაზირებით იქნებოდა ასე დასმული: ეკლესიაში მოდის ადამიანი, მას უნდა მართლმადიდებლობა, ეკლესია კი მას (მოუნათლავს) არ ნათლავს, რითიც ფაქტიურად "წირავს" მას სატანჯველისთვის? (რაც ცხადია მე არ მგონია-რაც მაძლევს საბაბს ვიფიქრო პირველი ვარიანტის მიხედვით) ქრისტეს მიმართ ნათლისღება მისდამი მორწმუნეთა ნათლისღებას ცხადყოფს, მაგრამ შეუძლებელია ქრისტესადმი მორწმუნეობა, თუ არ გვისწავლია მამის, ძისა და წმინდა სულის აღიარება, რადგან ქრისტე არის ცოცხალი ღვთის ძე, რომელსაც სცხო მამამ წმინდა სულით, როგორც ამბობს საღვთო დავითი „ამის გამო გცხო შენ ღმერთმა, ღმერთმა შენმა, ზეთი სიხარულისა, შენს მოწილეებზე მეტად“ (ფს. 44,8), და ესაიაც ამბობს უფლის პირით: „სულიწმინდაა ჩემზე, რომლის გამოისობითაც მცხო მე“ (ესაია 61,1). ხოლო ხმობა უფალმა ასწავლა თავის მოწაფეებს, უთხრა რა: „ნათელსცემდით მათ მამის, ძისა და წმინდა სულის სახელის მიმართ“ (მათე 28,19). მართლაც, რადგან უხრწნელებისათვის შეგვქმნა ჩვენ ღმერთმა, ჩვენ კი გადავედით მის მაცხოენებელ მცნებას და სიკვდილის ხრწნილებით დავისაჯეთ, ბოროტება რომ უკვდავი არ ყოფილიყო, თავის მონებამდე თანადადაბლდა იგი როგორც კეთილმოწყალე, და გახდა რა ჩვენებრი, საკუთარი ვნებულებით ხრწნილებისგან გამოგვისყიდა ჩვენ და თავისი წმინდა და უბიწო გვერდიდან გვიწყაროა წყარო მიტევებისა, კერძოდ, ერთი მხრივ - წყალი ახალშობისათვის და, ცოდვისგან და ხრწნილებისგან განსაბანად, მეორე მხრივ კი - სისხლი სამარადისო სიცოცხლის მომნიჭებელ სასმელად; ამასთან, მცნებებიც მოგვცა მან, რომ ახალშობა მიგვეღო წყლისა და სულის მიერ, რაჟამს ვედრებისა და ხმობის გზით სული გადმოვიდოდა წყალზე, ხოლო რადგან ორმაგია ადამიანი, - სულისგან და სხეულისგან, - განწმენდაც ორმაგი მოგვცა მან ჩვენ, - წყლისა და სულის მიერ, რომ სულს „ხატისებრობა და მსგავსებისებრობა“ განეახლებინა ჩვენში, წყალს კი სულის მადლის მიერ ცოდვისგან განეწმინდა და ხრწნილებისგან გაეთავისუფლებინა სხეული, და რომ სიკვდილის ხატი სრულექმნა წყალს, ხოლო წინდი სიცოცხლისა მოენიჭებინა სულს. მართლაც, დასაბამიდან „ღვთის სული მიმოიქცეოდა წყლებზე“ (შესაქ. 1,2). საღვთო წერილიც თავიდანვე გვიმოწმებს, რომ განმწმენდია წყალი. ნოეს დროს ღმერთმა წყლის მიერ გადარეცხა ქვეყნიური ცოდვა. რჯულის მიხედვით, წყლის მიერ განიწმინდება ყველა უწმინდური და თვით სამოსლებიც წყლით ირეცხება. ელიამ სულის მადლი წყალთან თანაშეზავებულად გააცხადა, წყლით დაწვა რა ყოვლადდასაწველი (III მეფ. 1,34). და თითქმის ყველაფერი, რჯულის თანახმად, წყლით განიწმინდებოდა (რადგან ხილულნი გონისეულთა სიმბოლოები არიან). ამიტომ ახალშობა სულიერად ხდება, რადგან თუმცა ქმნილებანი ვართ, ძალუძს რწმენას, რომ სულის მიერ ძეობილგვყოს და დასაბამიერი ნეტარებისაკენ აგვიყვანოს. ამრიგად, ცოდვათა მიტევება ყველას ერთნაირად ეძლევა ნათლისღების მიერ, სულის მადლი კი - რწმენისა და წინასწარი განწმენდის შესაბამისად. ამიტომ, ამჟამად ნათლისღების მიერ საწყისს ვიღებთ სულიწმინდისას და ეს კვლავშობა ჩვენთვის ხდება მეორე ცხოვრების დასაბამი, ბეჭედი, დამცველობა და განათლება. გვმართებს, რომ მთელი ძალით საიმედოდ დავიცვათ ჩეენი სიწმინდე ბილწ საქმეთაგან, რომ ძაღლის მსგავსად უკანვე არ მივუბრუნდეთ საკუთარ ამონანთხევს (2 პეტრე 2,22) და კვლავ ცოდვის მონებად არ გავიხადოთ თავი, რადგან „რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია“ (იაკ. 2,20), ისვვე როგორც საქმეები - რწმენის გარეშე. მართლაც, ჭეშმარიტი რწმენა საქმეთა მიერ გამოიცდება. ნათელვიღებთ წმინდა სამების მიმართ, რადგან თვით ნათელღებულნი საჭიროებენ წმინდა სამებას თავისი თავის შემყარებისა და მედეგობისთვის. ამასთან, შეუძლებელია, რომ ურთიერთ თანამყოფი არ იყოს სამი ჰიპოსტასი, რადგან განუცალკევებელია წმინდა სამება. პირველი ნათლისღება წარღვნისა იყო, ცოდვის მოსაკვეთად. მეორე იყო ზღვისა და ღრუბლის მიერ, რადგან ღრუბელი სიმბოლოა სულისა, ზღვა კი - წყლისა. მესამე რჯულისმივრი იყო, რადგან ყველა უწმინდური წყლით განიბანებოდა, სამოსსაც ირეცხავდა და ასე შედიოდა ბანაკში. მეოთხე იოანესი იყო, როგორც მოსამზადებელი და როგორც ნათელღებულთა წამყვანი სინანულისაკენ, რომ ერწმუნათ მათ ქრისტე, რადგან თქვა მან: „მე ნათელგცემთ თქვენ წყლით, ხოლო იგი, ჩემს შემდეგ მომავალი, ნათელგცემთ თქვენ სულიწმინდით და ცეცხლით“ (მათ. 3,11). ამრიგად, იოანე წყლის მიერ წინაგანწმენდს მათ სულისთვის. მეხუთეა უფლისმიერი ნათლისღება, რითაც მან ნათელიღო, მაგრამ ნათელიღო არა იმიტომ, რომ თვით საჭიროებდა განწმენდას, არამედ ჩემეული განწმენდა იკუთვნა მან, რომ შეემუსრა წყალზე ვეშაპთა თავები (ფს. 73,13), გადაერეცხა ცოდვა და მთლიანად წყალში შთაეფლა ძველი ადამი, რომ წმინდაეყო ნათლისმცემელი, აღესრულებინა რჯული, გამოეცხადებინა სამების საიდუმლო და გამხდარიყო ჩვენთვის სახე და ნიმუში ნათლისღებისა, ხოლო ჩვენ ნათელვიღებთ უფლის სრული ნათლისღებით, რაც არის წყლისა და სულის მიერ. ამასთან, ითქმის, რომ ცეცხლით ნათელსცემს ქრისტე, რადგან ცეცხლოვანი ენების სახით გადმოღვარა მან წმინდა მოციქულებზე მადლი სულისა, როგორც ამბობს თვით უფალი: „იოანემ ნათელსცა წყლით, ხოლო თქვენ ნათელიღებთ სულიწმინდით და ცეცხლით ამ რამდენიმე დღის შემდეგ“ (საქმ. 1,5). ანდა ეს ითქმის იმ დამსჯელობითი ნათლისღების გამო, რაც სამერმისო ცეცხლით მოხდება. მეექვსე ესაა - სინანულისა და ცრემლისმიერი, რაც ჭეშმარიტად მძიმეა. მეშვიდეა სისხლისმიერი და მოწამეობრივი, რითაც ჩვენს გამო ნათელიღო თვით ქრისტემაც და რაც ფრიად ღირსეულია და სანეტარო, რადგან არ შეირყვნება შემდგომ ბიწთა მიერ. მერვე, უკანასკნელი, არის არა მაცხოვნებელი, არამედ ბოროტების აღმომფხვრელი (რადგან ბოროტება და ცოდვა ასპარეზზე აღარ იქნება), მაგრამ - მტანჯველი დაუსრულებლად. სხეულებრივი სახით, როგორც მტრედი, გადმოვიდა სულიწმინდა უფალზე, გაგვიცხადა რა ჩვენეული ნათლობის დასაბამი და პატივი მიაგო რა სხეულს, რადგან ესეც, ესე იგი სხეულიც, ღმერთია განღმრთობით. ამასთან, ძველთაგანვე სჩვევია მტრედს წარღვნის დაცხრომის მახარებლობა, წმინდა მოციქულებზე კი ცეცხლისსახოვნად გადმოდის, რადგან ღმერთი არის იგი, „ხოლო ღმერთი გამანადგურებელი ცეცხლია“ (მე-2 რჯ. 4,24; ებრ. 12,29). ნათლისღებაში შემოღებულია ზეთი აღმნიშვნელად ცხებისა, რაც ცხებულებად გვხდის ჩვენ და აღგვითქვამს მოწყალებას ღვთისას, სულიწმინდისმიერს, რადგან ზეთისხილის რტოც მტრედმა მიუტანა წარღვნისგან გადარჩენილებს. ნათელიღო იოანემ მეუფის საღვთო თავზე ხელის დადებით და საკუთარი სისხლით. ნათლისღებასთან მზაკვრულად მოსული უფრო დაისჯება, ვიდრე ირგებს. -------------------- მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ |
კანუდოსელი ღვთისმეტყველება და ეკლესიოლოგია Nov 6 2006, 03:39 PM
mnate
თუ ნათლია ხარ, ბუნ... Nov 6 2006, 03:48 PM
კანუდოსელი
ჩემთვის გაუგებარი... Nov 6 2006, 03:52 PM
გუჯა
მე როგორც წარმომი... Nov 6 2006, 08:36 PM
კანუდოსელი
რამდენადაც მე ვიც... Nov 6 2006, 10:34 PM
mnate ნდააა :D იოანე დამას... Nov 6 2006, 08:41 PM
mnate
სად? :D Nov 6 2006, 10:43 PM
tat-ia მე როგორც ვიცი, არა... Nov 6 2006, 10:51 PM
კანუდოსელი მოკლედ შევეცდები გ... Nov 7 2006, 02:50 AM
კანუდოსელი სოლომონ მეც ეგ მაი... Nov 13 2006, 08:07 PM
solomony ამ ყველაფერზე მცოდ... Nov 7 2006, 03:15 AM
კანუდოსელი
ამ ყველაფერზე მცო... Nov 7 2006, 03:17 AM
mnate აი დანაპირები ბორო... Nov 7 2006, 06:10 PM
დათიკო კანუდოსელი
ასეთი ... Nov 7 2006, 10:17 PM
დათიკო ჩვენი ეკლესიის დამ... Nov 7 2006, 10:35 PM
კანუდოსელი დიდი მადლობა გამოხ... Nov 7 2006, 10:59 PM
დათიკო კანუდოსელი
უცნაურ... Nov 7 2006, 11:18 PM
კანუდოსელი
ანუ, ყველა კათოლიკ... Nov 7 2006, 11:24 PM
დათიკო კანუდოსელი
ეგ ნამ... Nov 7 2006, 11:47 PM
კანუდოსელი
[b]კანუდოსელი
ეგ ნა... Nov 8 2006, 12:00 AM
დათიკო კანუდოსელი
აი ასეთ... Nov 8 2006, 12:25 AM
Sotiris დათიკო
აგერ არის მ... Nov 9 2006, 10:28 PM
კანუდოსელი ოდნავ შევეხები უფრ... Nov 10 2006, 04:38 AM
დათიკო შემდეგ თავში კი ვკ... Nov 8 2006, 12:58 AM
კანუდოსელი
შემდეგ თავში კი ვკ... Nov 8 2006, 11:13 PM
კანონისტი კანუდოსელი
სხვათ... Nov 9 2006, 11:53 AM
k.k. კანუდოსელი
სულიერ... Nov 9 2006, 09:25 PM
კანუდოსელი
კანუდოსელი
სულიე... Nov 13 2006, 10:24 PM
KAIROS მაშინ დავაზუსტოთ :
1... Nov 11 2006, 01:23 PM
კანუდოსელი
მაშინ დავაზუსტოთ :
... Nov 11 2006, 06:39 PM
KAIROS
კი მაგრამ, მე ხომ ნ... Nov 11 2006, 08:56 PM
კანუდოსელი
კი მაგრამ, მე ხომ ნ... Nov 12 2006, 09:38 PM
დათიკო Sotiris
რა იყო შე კაცო, ი... Nov 11 2006, 11:08 PM
Irine ხშირად მომისმენია:... Nov 12 2006, 05:52 PM
კანუდოსელი
ხშირად მომისმენია... Nov 12 2006, 09:22 PM
Irine
უკაცრავად ირინე, მ... Nov 15 2006, 02:19 PM
solomony
1)მართლმადიდებლობ... Nov 12 2006, 06:23 PM
კანუდოსელი
1)მართლმადიდებლობ... Nov 12 2006, 09:10 PM
solomony
იქნებ წყარო მიუთი... Nov 12 2006, 09:23 PM
კანუდოსელი
იქნებ წყარო მიუთი... Nov 12 2006, 09:52 PM
solomony
მე 3 ვარიანტი თუ ნა... Nov 12 2006, 09:53 PM
კანუდოსელი
მე 3 ვარიანტი თუ ნა... Nov 12 2006, 09:56 PM
solomony
რუსეთის ეკლესიისა... Nov 12 2006, 09:58 PM
კანუდოსელი
რუსეთის ეკლესიისა... Nov 12 2006, 10:00 PM
solomony
მესამე ვარიანტში ... Nov 12 2006, 10:14 PM
დათიკო კანუდოსელი
ძალიან... Nov 13 2006, 04:36 PM
კანუდოსელი
ძალიან მეეჭვება რ... Nov 13 2006, 06:54 PM
კანუდოსელი
«Повели вознестися Дарам ... Nov 15 2006, 05:25 PM
solomony კანუდოსელ მე ვიკით... Nov 13 2006, 07:50 PM
დათიკო კანუდოსელი
შენს მ... Nov 13 2006, 08:43 PM
KAIROS
კანუდოსელის მთელ... Nov 13 2006, 09:09 PM
კანუდოსელი
მე მაინც მომხრე ვა... Nov 17 2006, 03:22 AM
solomony ერთადერთი მხოლოდ კ... Nov 13 2006, 10:41 PM
KAIROS
ერთადერთი მხოლოდ ... Nov 14 2006, 06:36 PM
თამარი
კოცონი... კოცონი გ... Nov 14 2006, 06:43 PM
solomony ბატონო KAIROS როგორც ა... Nov 14 2006, 09:29 PM
კანუდოსელი
ბატონო [b]KAIROS როგორც ... Nov 15 2006, 04:06 AM
დათიკო კანუდოსელი
მგონი ... Nov 15 2006, 03:17 PM
solomony
http://orthodoxy.wanex.net/apologetika/kat...khil... Nov 15 2006, 03:38 PM
დათიკო solomony
მართლაც დამავ... Nov 15 2006, 03:58 PM
კანუდოსელი
ვფიქრობ, რომ სულ სხ... Nov 15 2006, 04:16 PM
solomony კითხვები,კითხვები.... Nov 15 2006, 04:22 PM
კანუდოსელი
კითხვები,კითხვები... Nov 15 2006, 04:33 PM
დათიკო
თუ მონათლულია კათ... Nov 15 2006, 04:38 PM
დათიკო საინტერესო სტატია... Nov 15 2006, 05:03 PM
კანონისტი
კათოლიკეები სწორე... Nov 15 2006, 05:06 PM
solomony http://orthodoxy.wanex.net/apologetika/kat...khile... Nov 15 2006, 08:34 PM
კანუდოსელი
http://orthodoxy.wanex.net/apologetika/kat...khil... Nov 15 2006, 08:39 PM
KAIROS კამათში მონაწილეო... Nov 16 2006, 02:47 AM
კანუდოსელი
კათოლიკები არის ს... Nov 16 2006, 03:09 AM
შოთა
ოპტიკების შეზღუდ... Nov 16 2006, 03:02 AM
KAIROS
ოპტიკების შეზღუდვ... Nov 16 2006, 04:30 PM
დათიკო KAIROS
ერეტიკოსები არ... Nov 16 2006, 03:40 AM
კანონისტი კანუდოსელი
გეთანხ... Nov 16 2006, 12:12 PM
დათიკო კანონისტი
ეკლესიი... Nov 16 2006, 04:53 PM
KAIROS ვაგრძელებ ჩემს აქ ... Nov 16 2006, 05:26 PM
კანონისტი დათიკო
პაპის ცხად... Nov 16 2006, 05:46 PM
კანუდოსელი კანონისტ და დათიკო... Nov 16 2006, 05:49 PM
კანონისტი კანუდოსელი
მართალ... Nov 16 2006, 05:52 PM
დათიკო კანუდოსელი
დიდი ს... Nov 16 2006, 07:03 PM
KAIROS აი აქ კი ძალიან დიდ... Nov 16 2006, 07:23 PM
solomony
არაფერი დიდი ძიებ... Nov 17 2006, 12:56 AM
დათიკო solomony
იქნებ გვითხრა ... Nov 17 2006, 12:59 AM
KAIROS მე მსგავსი არაფერი... Nov 17 2006, 01:07 AM
solomony RE: ღვთისმეტყველება და ეკლესიოლოგია Nov 17 2006, 01:10 AM
KAIROS
:) ვიცი, ერთერთი ბან... Nov 17 2006, 01:43 PM
კანუდოსელი
მაინც რატომ იყო გა... Nov 17 2006, 03:33 PM
კანუდოსელი
ჩიხი აქაც არის მაშ... Nov 17 2006, 07:44 PM
კანუდოსელი
მაინც რატომ იყო გა... Nov 17 2006, 07:58 PM
კანუდოსელი მცირე დამატება,აქ ... Nov 17 2006, 08:09 PM
დათიკო კანუდოსელი
ეს ვერ ... Nov 17 2006, 08:15 PM
კანუდოსელი
კანუდოსელი
ეს ვერ ... Nov 17 2006, 08:37 PM
დათიკო კანუდოსელი
ხო, ეხლ... Nov 17 2006, 09:58 PM
KAIROS
გასაგებია, შენ ამბ... Nov 17 2006, 11:23 PM
კანუდოსელი
გასაგებია, შენ ამბ... Nov 17 2006, 11:28 PM
mnate [კანონი 7. მწვალებელ... Nov 22 2006, 02:16 PM
კანონისტი გუშინ ვეცნობოდი ნო... Nov 22 2006, 02:32 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th November 2025 - 02:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი