საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Oct 4 2007, 02:49 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ფარნავაზიანი წარმართი მეფეები
ფარნავაზი ლეონტი მროველის მიხედვით, ქართლის (იბერიის) პირველი მეფე ძვ. წ. IV-III ს. I ნახ-ში და ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი. ამავე ავტორის მიხედვით იგი იყო მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისწული. ფარნავაზმა დაამარცხა აზო (იხ. აზო) და თავი ქართლის (იბერიის) მეფედ გამოაცხადა. ამის შემდეგ ჩაატარა სახელმწიფო რეფორმა - ქართლის სამეფო დაჰყო 7 საერისთავოდ და ქართლის სასპასპეტოდ, რომელთა სათავეში შესაბამისად ერისთავები და სპასპეტი ჩააყენა. ფარნავაზმა აღმართა სამეფოს მთავარი ღვთაების - არმაზის კერპი. მასვე მიეწერება ქართული დამწერლობის შექმნა ("შექმნა მწიგნობრობა ქართული"). ფარნავაზის მოღვაწეობა ქართულ ისტორიოგრაფიაში დათარიღებულია ძვ. წ. IV ს-ის მიწურულითა და III ს-ის I ნახ-ით. ზოგიერთი ისტორიკოსი კი კონკრეტულ თარიღსაც ასახელებს (პ. ინგოროყვა - ძვ. წ. 284 - 219 წწ., ს. გორგაძე - ძვ. წ. 272 - 207 წწ.) ლიტ.: გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, 1958, ტ. 4, ნარკვ. I; მისივე, ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზების შესახებ, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1978, N3; პ. ინგოროყვა, ძველ-ქართული მატიანე "მოქცევაი ქართლისაი" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, საქ. მუზეუმის მოამბე, 1941, ტ. XI-BB; გ. მამულია, კლასობრივი საზოგადოება და სახელმწიფოს ჩამოყალიბება ძველ ქართლში, თბ. 1979; ს. გორგაძე, წერილები საქართველოს ისტორიიდან, "მოამბე", 1905, N9, 10. საურმაგი ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. III ს-ში. ქართული საისტორიო ტრადიციის მიხედვით საურმაგს მიეწერება ჩრდ. კავკასიიდან კავკასიელ ტომთა მნიშვნელოვანი მასის გადმოსახლება საქართველოს მთიანეთში. მის დროს ქართლის (იბერიის) სამეფოს მეგობრული დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა სელევკიდების სამეფოსთან. "ქართლის ცხოვრება" საურმაგს მიაწერს ორი ქალღმერთის - აინინას და დანინას კულტის დამკვიდრებას და მცხეთაში მათი კერპების აღმართვას ( "მოქცევაი ქართლისაი" დანინას კერპის აღმართვას მირიანის სახელს უკავშირებს). ლიტ. გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები. 1958, ტ. 4. ნარკვ. I; მისივე, ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზის შესახებ, მაცნე, ისტორიის არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1978, N3. ს. გორგაძე, წერილები საქართველოს ისტორიიდან, "მოამბე", 1905, NXI. მირვანი ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს-ში. "მოქცევაი ქართლისაი"-ს ცნობით მას აღუმართავს ქალღმერთი დანინას კერპი (ლეონტი მროველი კი ამ კერპის აღმართვას საურმაგს მიაწერს - იხ. საურმაგი) და აუშენებია არმაზი. ქართლის ცხოვრება მოგვითხრობს, რომ მირვანი ებრძოდა კავკასიელ მთიელებს (განსაკუთრებით დურძუკებს) და დაუმარცხებიათ ისინი. ლიტ.: ის. სტატიასთან საურმაგი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი