ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი |
ნათია |
Sep 14 2007, 04:24 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
#41
მიშიკო მჭედლიძე, 14 წლის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალი, მე-19 კორპ. ბინა#4 ტელ: 32 53 42 ჩემი დიდი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი, რომელიც ჩემს კლასში ყველას აქვს. ჩემი მშობლები ასაკოვნები და უმუშევრები არიან და ტელეფონის ყიდვის საშუალება არ აქვთ. ძალიან გთხოვთ, ამისრულეთ ეს ნატვრა. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. ელენე ლეჟავა, 4 წლის. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის პირველი კვარტალი. მე-5 კორპ. ბინა#3 ტელ: 74 94 58 ჩემი ნატვრაა დიდი და ლამაზი ბარბის სახლი, რომლითაც ვითამაშებ ჩემს პატარა დაიკოსთან ერთად. Gგთხოვთ, ამისრულეთ ნატვრა. ზია შუბლაძე, 44 წლის. წყალტუბო, გ.ტაბიძის 1ა/5 ტელ: L2 45 46 ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფეხის საკერავი მანქანა. M მადლობელი ვიქნები, თუ ამ ნატვრას ამისრულებთ. ნინო შაფაქიძე, 15 წლის. ოზურგეთის რაიონი სოფ. ვაკიჯვარი. ტელ: 898 62 90 47 ჩემი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი. ვარ ობოლი, მზრდიან ბიძა და ბიცოლა. მალე 16 წელი შემისრულდება. არასოდეს არ მიმიღია საჩუქარი. როგორც ყველა მოზარდს, მეც მინდა მქონდეს ტელეფონი, რომელიც დღემდე ჩემი აუსრულებელი ნატვრაა. თუ ვინმე ტელეფონს მაჩუქებს, ჩემი ცხოვრების მანძილზე მისი მადლობელი ვიქნები. ილია ბუხრაძე, 12 წლის. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, 34ბ. ტელ: L77 15 74 ძალიან, ძალიან გთხოვთ მობილურ ტელეფონს ჩემი ძმისთვის, რომელსაც 8 აგვისტოს 14 წელი უსრულდება. ღმერთი გაგახარებთ ჩვენი გახარებისთვის. Gგულისფანცქალით ველოდებით ტელეფონის ზარს. Gმადლობთ რომ არსებობთ. ნაუმი ლიპარტელიანი, 61 წლის. რუსთავი. Mმე-17 მ/რ. მე-8 კორპ. Bბინა #44 ტელ: 18 36 39 ვარ მეორე I ჯგუფის ინვალიდი. Mმყავს სამი შვილი. Eერთი ბავშობიდან ინვალიდია. 21- ე საუკუნეში ოჯახში არავითარი ტექნიკური საშუალება არ გვაქვს. აAრც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა... თუ დაგვეხმარებით, მადლობლები ვიქნებით.. ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Oct 4 2007, 05:47 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ციტატა ასრულებულია! მაყვალა ასლამაზაშვილი, ზაჰესი, ტერმინალის დას. ავჭალის ჩიხი #1 არანაირი დახმარება და შემოსავალი არ გამაჩნია _ ვარ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, სოც. დაუცველი ადამიანი, ქმარშვილ დაღუპული. ტყეში სიარულის გამო შეშის ფიჩხების მოსაგროვებლად შარშან კლდიდან გადმოვვარდი და მივიღე მარჯვენა მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა. 4 თვე უპატრონოდ, მეზობლების იმედზე ვიწექი. შემდეგ მინისტრის დახმარებით მომათავსეს საავადმყოფოში, სადაც გამიკეთეს რთული ოპერაცია. ისევ საშინელი ტკივილები მტანჯავს, ვარ გამაყუჩებელ წამლებზე. მაგრამ ხშირად ვერ ვყიდულობ 45-ლარიანი პენსიით. ვნატრობ, ვინმემ მომაწოდოს წამლები ან რაიმე თბილი ჩასაცმელი, ნახმარზეც დიდი მადლობელი ვიქნები, ან ცოტა შეშა, თუნდაც უვარგისი ფიცრები... ოდესღაც მქონდა კარგი სამსახური და ოჯახი, ახლა კი გაჭირვების გამო ვცხოვრობ ტყის ძირში ერთ პატარა სახლში, სადაც ძალიან მეშინია ზამთრის მოსვლისა. ჩემი ბარათის წაკითხვისთვის ღმერთი დაგლოცავთ და დაგიფარავთ. ციტატა მარიამ არველაძე, 11 წლის. სამტრედია ტელ: 8 55 46 36 41 ასრულებულია მხოლოდ ბიბლია! გამარჯობათ, სკოლაში კარგად ვსწავლობ, მამით ობოლი ვარ. დედა 4 შვილს მარტო გვზრდის, მე მინდა ისეთი ქართველი ქალი გავიზარდო, როგორიც ჩემს მამას უნდოდა. გთხოვთ დაგვეხმაროთ. ჩემი ნატვრაა მინდა მქონდეს ბიბლია და კომპიუტერი. ჩვენ ამას ვერასოდეს ვერ ვიყიდით. ღმერთი დაგლოცავთ სუყველას, ვინც ასეთ კარგ საქმეს გააკეთებს. ნინა ბირკაია, 86 წლის. ტელ: 8 99 47 44 50 მერამდენედ ვწერ ჩემს ნატვრას, იქნებ ეხლა მაინც გამომეხმაუროს ვინმე. მე და ჩემი მეუღლე 80 გადაცილებული მოხუცები ვართ, ვზრდით პატარა შვილიშვილს, ბიჭს. ის უკვე VIII კლასშია. მე მიჭირს სარეცხის რეცხვა, განსაკუთრებით ცივ წყალში გავლება. იქნებ ვინმე იყოს ვინმე ღვთისნიერი და თუნდაც მეორადი ავტომატური სარეცხი მანქანა მაჩუქოს. მარინე კოპაძე, 39 წლის. გორი, შინდისის გზატკეცილი 15-40; ტელ: 8 270 7 72 81. 4 მცირეწლოვანი ბავშვი მყავს და ძალიან მეშინია მოახლოებული ზამთრის. არანაირი საშუალება არა გვაქვს, რომ ვიზრუნოთ რაიმე სახის გათბობაზე. გაჭირვებით შევიყვანეთ ბინაში გაზი, მაგრამ არ გვაქვს გაზის გამათბობელი. გთხოვთ, გემუდარებით ყველას, ვისაც დახმარება შეგიძლიათ, გამოგვეხმაუროთ და გვაჩუქოთ ,,თბილი ზამთარი” თუნდაც შეშა იყოს. წინასწარ გიხდით მადლობას. ანი ჩოფლიანი, 15 წლის. თბილისი, თემქის დასხ. X კვ. 39-ე კორპ. ბინა 50. ტელ: 8 93 58 62 01 ჩემი ძალიან დიდი ხნის ნატვრაა მქონდეს ფანდური (ქრომატიული). დავდივარ ხალხურ სიმღერებზე და არ მაქვს ეს ინსტრუმენტი. იქნებ ვინმე კეთილი ადამიანი დამეხმაროს. მე ჩემს ლოცვებში ყოველთვის მოვიხსენიებ. ღმერთმა დაგლოცოთ ტატო მუმლაძე, 11 წლის. თბილისი ჟინვალის #41 ტელ: 61 51 55 სარეცხი მანქანა ჩემი ბებოსათვის, მას 1 თვის წინ მძიმე ოპერაცია გაუკეთდა, ამიტომ ეკრძალება სიმძიმის აწევა და ცივ წყალში ხელის ჩაყოფა. სახლში ცხელი წყალი არ გვაქვს. სარეცხი მანქანა რომ ჰქონდეს, რეცხვისას არ გაცივდება და გთხოვთ ამიხდინოთ ეს ნატვრა, რომ ჩემს ბებოს მდგომარეობა არ გაურთულდეს. როლანდ კიკნაძე, 64 წლის. თბილისი, გლდანის VII მრ/რ, მე-18 კორპ. VI სად. ბ #105, ტელ: 67 36 63 ჩემი ნატვრაა გაზქურა. 24 წელი ვემსახურე ხელოვნებას. ვარ ყოფილი მოცეკვავე, ეხლა კი პირველი ჯგუფის ინვალიდი, უსინათლო, დიალეზზე მყოფი ავადმყოფი. ბედმა დამცინა, შაქრიანმა დიაბეტმა ჯერ ორივე თირკმელი გამითიშა, შემდეგ კი დამაბრმავა. 5 წელია, რაც მხვედელობა დავკარგე და ვიმყოფები ხელოვნურ თირკმელზე შეერთებული, კვირაში სამჯერ მიტარდება დიალეზი. ოჯახი ჩემი ავადმყოფობის გამო განიცდის ეკონომიურ გაჭირვებას და ბევრ რამეზე ამბობს უარს ჩემს გამო. ამ წერილს რომ ვკარნახობ, თან ვტირი ჩემს უბედობაზე. კეთილო ადამიანებო, თქვენი იმედი მაქვს, იქნებ ეს მაინც ამიხდეს სიტყვები არ მყოფნის. გმადლობთ წინასწარ. მურად მელაძე, 75 წლის. ოზურგეთი, გურიელის ქ.#19 ვარ მოხუცი, ჩემი დიდი თხოვნა იქნება ამისრულოთ ნატვრა და მაჩუქოთ სასმენი აპარატი. ღმერთი გფარავდეთ ყველას. ლიზა ფირაშვილი, 21 წლის. საღნაღის რაიონი, სოფ. ნუკრიანი ტელ: 8 98 50 37 75 ჩემი ნატვრაა ფერადი ტელევიზორი. ჩემს ოჯახს ეკონომიურად უჭირს. მე კი ჯერ სტუდენტი ვარ და არავითარი ფინანსური დახმარების გაწევა ოჯახისთვის ჯერ არ შემიძლია. ძალიან გთხოვთ, შემისრულოთ ნატვრა, ჩემმა ოჯახმაც შეძლოს საყვარელი ტელეგადაცემების ფერად ტელევიზორში ნახვა. წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას. ღმერთი გფარავდეთ. ციტატა ასრულებულია! თამარი, 23 წლის. ყვარელი. ტელ: 8 99 26 91 08 ჩემი ნატვრაა, მქონდეს უცხო სიტყვათა (განმარტებითი) ლექსიკონი. თუ შეგიძლიათ, ამიხდინეთ ეს ნატვრა და სამაგიეროს ღმერთი გადაგიხდით ჩემს ნაცვლად. სიკეთე არ იკარგება! ღმერთმა მოგცეთ ძალა კეთილი საქმეების კეთებისა! ანა ხატიაშვილი, 24 წლის. თელავის რაიონი, სოფ. აკურა. ტელ: 8 99 28 41 57 ჩემი ნატვრაა, ვიყო ჯანმრთელი. რისთვისაც მჭირდება კეთილი ადამიანების დახმარება. მინდა გავიკეთო ოპერაცია, რისი საშუალებაც არ მაქვს, გთხოვთ ამისრულოთ ეს სურვილი. ლალი კიკნაველიძე, 54 წლის. ფოთი, დავითაიას #96 გამარჯობათ, მე ვარ მარტოხელა, III ჯგუფის ინვალიდი. ჩემი ნატვრაა, მქონდეს ნებისმიერი ზომის ფერადი ტელევიზორი. სმენა არ მაქვს და მინდა დავტკბე ფერადი ტელევიზორის ყურებით. დიდად მადლობელი დაგრჩებით. ღმერთი იყოს თქვენი და ჩემი მფარველი. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 05:26 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი