![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
მინდა შევეხო სახარების უზარმაზარი ფენომენის ერთ პარადოქსს (მრავალთაგან) წუთისოფლისთვის, რომელიც თავისი “შეუძლებლობით” ერთთა მხრიდან გაკიცხულია, მეორეთა მხრიდან კი მიღებული და გალიტერატურებული – როგორც ჩვევია ხოლმე მაღალი იდეების მოტრფიალე და პრაქტიკაში მხოლოდ ამ ტრფიალებით კმაყოფილ საზოგადოებას.
მართლაც და საგონებელში ჩაგვაგდებს იმ მცნების განხორციელებაზე ფიქრი, რომელიც გვეუბნება “შეიყვარე მოყვასი ვითარცა თავი შენი”.. როცა პირველად ხსენებული მცნება ამოვიკითხე, გაოცებული მივაჩერდი თავს და ვკითხე: შენ შეძლებ ვინმე გიყვარდეს საკუთარი თავივით? … ზევითა კითხვას ერთი ძალიან ლოგიკური კითხვაც მოყვა – მერედა როგორ? ხომ არსებობენ ადამიანები რომლებიც ძალიან გვაღიზიანებენ, რომლებსაც უზრდელებად, უტაქტოებად და უკულტუროებად ვთვლით – და შეიძლება ისინი არიან კიდეც უზრდელები, უტაქტოები და უკულტუროები, განა შეიძლება ასეთი ადამიანის შეყვარება? მესმის რაფინირებული მეტყველებით გამორჩეული, კარგი ეთიკისა და ზრდილობის მქონე პიროვნების შეყვარება რაღაც დონეზე, მაგრამ საკუთარი თავივით? შესაშური სიტუაციაა არა? ![]() ![]() პასუხის ძიებას გარკვეული თანმიმდევრობით შევუდექი, ამოცანის მონაცემები შემდეგნაირი გახლდათ: უფალი ამბობს “ჩემ გარეშე არაფერი შეგიძლია“ პავლე მოციქული კი გვეუბნება, რომ “თუ სიყვარული არ გაქვს არარაობა ხარ” ცხადია პავლე საუბრობს იმ სიყვარულზე, რომელიც ამ ტექსტის სათაურია – ვისმეს საკუთარი თავივით სიყვარულზე…- და კვლავ გაოცებული სახე, - გამოდის რომ მე არარაობა ვარ, თან არაფერი შემიძლია უფლის გარეშე. ამავდროულად არ ვიცი როგორ შევიყვარო მოყვასი საკუთარი თავივით.. და უცებ კიდევ ერთ კითხვას მივადექი; როგორ მიყვარს ან რატომ მიყვარს საკუთარი თავი? ინტუიცია მკარნახობდა რომ ყველა აქამდე არსებული კითხვისთვის პასუხის მოსაძებნად უპირველესად ამ კითხვაზე იყო საჭირო პასუხი.. საკუთარი თავი ხომ სულაც არ მიყვარს იმისთვის, რომ რაიმეგვარი დადებითი თვისებება ან თვისებები გამაჩნია, რადგან ის მაშინაც მიყვარს როცა დადებითი თვისებებიბი უბრალოდ თვლემენ.. მეს სიყვარული ის თავისთავადობაა რომელიც არავის უკვირს, ის უბრალოდ გვიყვარს რადგან ასეა საჭირო, თავს ყოველთვის ვუფრთხილდებით რადგან ასეა საჭირო და საერთოდაც ნორმალური ადმაიანები ამაზე არ დაობენ, მხედველობაში არ მყავს მაზოხისტები.. მაშ, როგორ უნდა მიყვარდეს, ზემო აღნიშნული უკულტურო ადამიანი? ის ხომ უბრალოდ უკულტუროა ღმერთმანი... მაგრამ შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ გუშინ მეც უკულტუროდ მოვიქეცი და ეს სულაც არ გამხდარა საკუთარი თავის შეძულების მიზეზი, აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე – სწორედ თავისთავად, არსობრივ, უანგრაო სიყვარულზე, როცა გიყვარს იმიტომ რომ ასეა საჭირო, როცა ზრუნავ იმიტომ, რომ ასეა საჭირო, ხოლო ეს საჭიროება შობს ბედნიერებას, ბედნიერება კი ჩვენი სწრაფვის მუდმივაა.. აღმოვაჩინე რომ თუ ვინმე უანგაროდ არ გეყვარება, თუ სიყვარული არ იქნება არსობრივი, თუ სიყვარული არ იქნება საყოველთაო და თავისთავადი, ბედნიერება იქნება ილუოზური.. ქრისტე ხომ ის პიროვნებაა, რომელიც მცნებათა აღსრულებას კომპლექსურად მოითხოვს, რათა ამ რაციონით, ამ ქმედებათა ბიძგებით ჩვენში ბედნიერება შეძერწოს და მეტიც – ბედნიერება სწორედ რომ ჩვენით შეძერწოს.. ის აკრძალვათა მეუფე არ არის, ის ერთდროულად ბედნიერება და ბედნიერებისაკენ მიმავალი ბილიკია.. ბილიკს კი კოლიდორი იცავს, რომელიც თავის მხრივ უფსკრულისგან გვიფარავს, მხოლოდ სულელს შეუძლია დაარქვას უფსკრულში გადაჩეხვას თავისუფლება… მაშ შევიყვაროთ ერთმანეთი უანგაროდ, თავისთავადობით და ამ ერთობაში მოვიძულოთ ცოდვა.. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
მე ვფიქრობ , მაინც არის რაღაც და ვიღაც , ვინც ჩვენ თავზე მეტად გვიყვარს. რაღაცაში შედის - თუნდაც ცოდვას ჩავთვლი მე, ანუ ცოდვას ვიდენთ და ამით ნაკლებად ან საერთოდ გვიყვარს თავი, რამეთუ ვინც გვიყვარს იმას ვერ გავიმეტებთ ცუდისთვის,ამ დროს კი საკუთარ თავს ვიმეტებთ. ვიღაც - ესეც შეიძლება ერთი მხრივ "რაღაც"-ს მივაკუთვნოთ, მაგრამ არსებობს ნამდვილად "ვინმე", ვინც საკუთარ თავზე მეტად გვიყვარს, ვისთვისაც თავს გავწირავთ სრული და მიწიერი გაგებით. თუნდაც ბევრი დედა შვილისთვის.
მაგრამ, რა ასპეკტშიც მნათემ მგონი ეს კითხვა დასვა, მართლა რომ ძნელია, თუმცა ალბათ არაშეუძლებელი. ისე, უზრდელთა და მსგავსთა რაც მნათემ ჩამოთვალა, იმათ მიმართ სიყვარულში ალბათ იგულისხმება რომ განვეშოროთ მათ და მათნაირი არ ვიყოთ, ანუ არ გვძულდეს ისინი, არამედ მათი საქციელი. რამდენად გასაგებად დავწერე ჩემი შეხედულება, არ ვიცი, მაგრამ ცოთატი მაინც გაიგებს წამკითხველი რას ვფიქრობ ამ საკითხზე. ისე, მე თვითონ ბევრს "ვვარჯიშობ" ჩემო მნათე, შევიყვარო ისინი, ვისაც ჩემთვის ბოროტების ტოლი ზიანი მოუყენებიათ, შეყვარების რა გითხრა, მარა ერთი კია, ისევ მათ იმისთვის ვერ გავიმეტებ, რაც ჩემთვის გაუმეტებიათ და უკიდურეს შემთხვევაში ვეცდები მრისხანება დავძლიო და თუნდაც ჰუმანური შურისძიების სურვილი არ გამიჩნდეს, ანუ, არ მძულდეს, მაგრამ "ვრიატლი ლი", აგურივით ცამეცემა ხოლმე თავში და მგონია "სპასობნი" ვიქნები ყველაფრის მათ მიმართ, უფალს მადლობა , ეს მხოლოდ წამის გავლენაა და მეორე მე ისევ თავისას აკეთებს, ღმერთო მომიტევე და მიუტევე მათაც, ამასღა ვიტყვი და მეორე შეტევამდე ძლებს ![]() ღმერთო მართლა უშველე ყველა გაჭირვებულს და მათ შორის მეც. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 04:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი