![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოკლედ ახლა წამოიჭრა ერთ ფორუმელთან გარკვეული კითხვა, არის თუ არა ღვთის მადლი არა მართლმადიდებელ თემებში, თი ისინი საერთოდ მოკლებულნი არიან ყოველგვარ მადლს.
მე როგორც წარმომიდგენია, ეს არ არის ასე მარტივად გადასაწყვეტი, რადგან როდესაც ვიღებთ სხვადასხვა თემის არამართლმადიდებლებს, გათვალისწინებით კონკრეტული თემისა, მიღების წესიც სხვადასხვაა, მაგალითად კათოლიკებს იგივე რუსეთის ეკლესია არ იღებს არც ნათლობით, არც მირონცხებით და თუ მღვდელლია ქიროტონიის გარეშე. ჩვენთანაც იგივე წესია, თავად ვარ ერთი ყოფილი კათოლიკეს ნათლია...მისი გადმოსვლლის რიტუალი იყო მხოლოდ ლოცვების კრებული, არანაირი ნათლობა და სხვა საიდუმლო. თუ მართალია ის, რომ იქ არანაირი ნათლობა არ არის, მაშინ როგორც კვიპრიანე კართაგენელი ამბობდა მათეული ნათლობა სიბინძურით განბანა არისო, მაშინ ბუნებრივია რომ გადმოსვლის დროს უნდა მოინათლნენ, რასაც თავად წმ. კვიპრიანე აკეთებდა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეკლესიამ ეს წესი არ მიიღო ზოგად საყოველთაო წესად...ზემოთ მოვიყვანე ერთი მცირე მაგალითი ამისა. ე.ი. გამოდის რომ, როდესაც არ ვნათლავტ და არანაირ წესს არ ვუტარებთ გადმოსვლისას ადამიანს-ვაღიარებთ იმ თემში შესაბამისი საიდუმლოს არსებობას. ჯერ ეს იყოს იმედია ანათემაზე გადაცემები და მსგავსი რამე არ დამემუქრება ![]() მნათე რას იჭყიტები...ანათემის ტექსტს თუ ადგენ ჩემზე, მე უკვე მაქვს, მოგაწვდი ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
Sotiris
ციტატა აგერ არის მამა გიორგი დრაგასის მოხსენება საკითხის (ლათინთა ეკლესიაში მიღების წესის) ისტორიულ მხარეზე. რა იყო შე კაცო, ინგლისურში მამეცადინებ? ![]() მანდ არაფერი განსხვავებული არ წერია, იმისგან რაც ამას წინებზე დადე. აქ კიდევ ერთხელ გარკვევით წერია "the Latin converts to Orthodoxy should be received into the Church only by Chrismation and by signing an appropriate Libellus of faith which would include denunciation of Latin errors." ნათლობით!!! სულ სხვა საკითხია, თუ რატომ არ ასრულებს ამ წესს ზოგიერთი ეკლესია. რაც არ უნდა მადლზე ვისაუბროთ, ჩვენ აშკარა დარღვევასთან გვაქვს საქმე. ჩემი აზრით სწორი მსჯელობაა არა მადლის არსებობა არ არსებობაზე, არამედ მაცხოვნებელ ძალაზე. ის რაც კანუდოსელმა თქვა. ციტატა მადლი შეიძლება იყოს მაგრამ მაცხოვნებელი არა (ეს ძალიან დიდი თემაა), ამისი მაგალითი ძველაღთქმისეული პერიოდია. ძველ აღთქმაში მადლი იყო?-ცხადია იყო, მაცხოვნებელი თუ იყო?-ცხადია არა. მე ვფიქრობ, რომ მსჯელობა ამ მიმართულებით უნდა განვავრცოთ, რამეთუ მადლი უფლისა, მეტნაკლებად, ყველგანაა. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 02:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი