სკოლების პროექტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სკოლების პროექტი |
კანონისტი |
Sep 11 2007, 05:35 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მალე სასწავლო წელი იწყება სკოლებში
ამიტომ, მგონი მიზანშეწონილია, რომ მოვამზადოთ პროექტები, რომლებიც საჯარო სკოლებში იმუშავებს 1. საღვთო სჯულის სწავლების საკითხი საღვთო სჯული საქართველოს ყველა საჯარო სკოლებში ნებაყოფილობითია, მაგრამ სამწუხაროდ, უმეტესი სკოლები არ არიან საქმის კურსში, რომ მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ამ საგნის შემოღების საკითხი. ამიტომ, მიზანშეწონილია ალბათ, რომ შევადგინოთ ინსტრუქტაჟი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოახერხონ ამ საგნის შეტანა სასწავლო გეგმაში. ინსტრუქტაჟზე უკვე ვმუშაობ, მინდა თქვენი იდეები ამის განხორციელების ფორმატთან დაკავშირებით 2. მართლმადიდებლური ფილმების საკითხი სკოლებში მართლმადიდებლური ფილმების ჩვენების საკითხი შოთამ წამოაყენა. პრობლემას წარმოადგენს ძირითადად ფილმების შოვნის საკითხი. ვის შეუძლია ამ პრობლემის გადაწყვეტაში მოხმარება? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Oct 5 2007, 04:41 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მივიღე პასუხი სამინისტროდან
2/235-07 4 ოქტომბერი, 2007 წ. ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების თავმჯდომარეს ბატონ დავით ჩიკვაიძეს საჯარო სკოლაში რელიგიის სწავლების შესახებ ბატონო დავით, მადლობას გიხდით თქვენი (27.09.07) წერილისათვის. თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ზოგადი განათლების კანონის მიხედვით, მასწავლებლებს შეუძლიათ მიიწვიონ ნებისმიერი სასულიერო პირი სასწავლო დროისაგან განსხვავებულ დროს რელიგიის შესასწავლად. ამის შესახებ თანხმობა რაიმე ორგანოსაგან არ არის საუცილებელი. პატივისცემით, სიმონ ჯანაშია ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის დირექტორი ესეც ჩემი წერილი: ქ. თბილისი, 2007 წლის 27 სექტემბერი №09-02 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ბატონ ალექსანდრე ლომაიას ბატონო მინისტრო, გთხოვთ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გვაცნობოთ, სასკოლო დროისაგან განსხვავებულ დროს რომელ ორგანოს აქვს საჯარო სკოლებში რელიგიის შესახებ სწავლების შემოღების უფლება და რა პროცედურებია საჭირო აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. პატივისცემით, დავით ჩიკვაიძე, ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების თავმჯდომარე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ უკვე ხელთ გვაქვს სამინისტროს ოფიციალური თანხმობა იმის თაობაზე, რომ საჯარო სკოლებში გაკვეთილების დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდეს საღვთო სჯულის სწავლება ახლა საჭიროა ინსტრუქციების და ბუკლეტების მომზადება და თბილისის სკოლებში დარიგება -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th June 2024 - 03:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი