სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| შოთაძე |
Oct 5 2007, 03:18 AM
პოსტი
#1
|
![]() შოთა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
საზოგადოებაში არსებული აგრესიის მიზეზების საღვთისმეტყველო გააზრება
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ... მოყვასისადმი აგესია ბოროტებაა და იგი მარტო ქართული საზოგადოების საწუხარი არ არის. ამ მხრივ დღეს მთელ მსოფლიოს, არა მარტო ისლამურ აღმოსავლეთს, არამედ "ქრისტიანულ" დასავლეთსაც უჭირს. ამას მრავალი გარე, თავსმოხვეული, ობიექტური, მაგრამ ასევე შინაგანი ობიექტური მიზეზები აქვს. რა თქმა უნდა, არსებობს სუბიექტური მიზეზებიც. სუბიექტურ მიზეზთა შორის უმთავრესი საზოგადოებისა და ხელისუფალთა მიერ იმ ჭეშმარიტების ნებით თუ უნებლიეთ უარყოფაა, რომელიც ღაღადებს: არის ღმერთი !!! მან შექმნა და განაგებს სამყაროს და აქვს საკუთარი გეგმა არა უბრალოდ სამყაროსადმი, არამედ უპირველესად ადამიანისადმი. ამ საკითხების უგულებელყოფა სამყაროში და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანებში იწვევს მთელ რიგ დამახინჯებებს, რომლებიც საზოგადოებაში არსებული აგრესიის გარე და შინაგან ობიექტურ მიზეზებად იქცევიან. ხოლო ეს შინაგანი ობიექტური მიზეზები ისეთია, რომ ადამიანთა მხრიდან ძალისხმევის მიუხედავად, მათი მოშორება ვერ ხერხდება. ამგვარ მიზეზთა წყარო ადამიანის დაცემული, დაზიანებული, ანუ ღმერთს დაცილებული ბუნებაა და ამგვარი ყოფა თავად ადამიანის არჩევანია(ადამის მიერ ღვთის შეგნებული უარყოფა). ამ დაცემულობის, ღვთისაგან დაშორებულობის გამო ადამიანის სულში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომლებიც გარეგან იურიდიულ ნორმებს და სახელმწიფო სამართალს არ ექვემდებარებიან. მაგრამ სწორედ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა განაპირობებს მის ქცევას საზოგადოებაში. თუ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა კეთილია, მისი გარეგანიც კეთილია; ხოლო თუ შინაგანი მდგომარეობა უკეთურია, გარეგანიც შესაბამისი იქნება; და ამ შემთხვევაში ადამიანზე ზემოქმედების ყოველი გარე სამართლებრივი საშუალებანი უძლური და უშედეგო იქნება. სახელმწიფო, სამოქალაქო სამართალი ვერ დაინახავს და ვერც აუკრძალავს ადამიანს სიამაყეს, შურს, ეგოიზმს, ანგარებას, არაწმიდა ცხოვრებას... დიახ, ადამიანი ამგვარია, ასეთად რჩება და ეს მისი შინაგანი ობიექტური მდგომარეობაა, რომელსაც ვერც თავად ადამიანი და ვერც ვერანაირი თანამედროვე განათლების სისტემა ვერ შეცვლის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მარადიული, უსასრულო განვითარებისათვის შექმნილი ადამიანი, ვერ ხედავს რა თავის უკვდავებას(ეს სუბიექტური მიზეზია, რამეთუ ადამიანი თავისი ნებით იბრმავებს თავს), გამოკეტილია სამგანზომილებიან სივრცეში, სადაც ყოველივე წარმავალია. ეს სამყარო არ არის გათვლილი სრულყოფილი ბედნიერებისათვის. მას(ამ სოფელს) ღვთისაგან სულ სხვა დანიშნულება აქვს მინიჭებული, მაგრამ ღმერთს დაცილებული ადამიანი ამ სამ განზომილებაში არარსებულს ჯიუტად ეძებს... და ვერ პოულობს. ცრუ, არარსებულ ბედნიერებას გამოდევნებული, სიამაყით, შურით, ეგოიზმით, ანგარებით, არაწმინდებით აღვსებული ადამიანი სხვა ადამიანს, უკეთეს შემთხვევაში, მომხმარებლურად უყურებს, ხოლო უარეს შემთხვევაში, საკუთარი ბედნიერებისთვის ხელის შემშლელად, ღირსების შემლახველად, ანუ მტრად. ასე ჩნდება უფლის მიერ მკვლელობის ცოდვას გატოლებული, ადამიანისადმი მიმართული მრისხანების ცოდვა, რომელიც ხშირად გარეგან აგრესიაში იღვრება. ე.ი. მეტად არასახარბიელო სურათია: სამ განზომილებაში(ამ სამყაროში) გამოკეტილი, ერთმანეთისადმი მომხმარებლურად განწყობილი და დროის სწრაფი დინების გამო სასოწარკვეთილი საზოგადოება უსიყვარულობას ურთიერთაგრესიაში ავლენს. და რადგან ადამიანს არ შეუძლია შეცვალოს ყოველივე ამის ობიექტური მიზეზები(ამ სამყაროს შემოსაზღვრულობა და შინაგანი დაცემულობა, ანუ ღმერთს დაცილებულობა), მდგომარეობა გამოუვალია ... მაგრამ... მაგრამ ადამიანი არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიური არსება. იგი, უპირველესად, ღვთის ხატია. ანუ მან(ადამიანმა) უნდა გააცნობიეროს, რომ არის ღმერთი, სამყაროს ყოვლისშემძლე შემოქმედი, რომელსაც ძალუძს თავისი დაცემული ხატის უიმედო მდგომარეობიდან გამოყვანა. უფალმა ყველაფერი გააკეთა ადამიანის გადარჩენისათვის: იგი მოვიდა ადამიანად, ჩვენთვის იღვაწა და ამაღლების(ანუ ადამიანური ბუნების ამ სამყაროს ტყვეობიდან გაყვანის და ღვთაებრივ წიაღში შეყვანის, განღმრთობის) შემდგომ თავის საქმის გამგრძელებლად ეკლესია დაგვიტოვა. ეკლესიას(რომელიც ღვთისაგან უფლებამოსილი ორგანიზმია) ხელეწიფება როგორც მთელი სამყაროს, ისე ჩვენი საზოგადოების გათავისუფლება არა მარტო აგრესიის, არამედ ყველა ცოდვისაგან. ამისათვის ეკლესია თავისი მადლმოსილებით ყოველ კონკრეტულ ადამიანს განწმენდს შინაგანად. ე.ი. ეკლესია წმენდს, აჯანსაღებს თითოეულ ადამიანს, ხოლო განახლებულ ადამიანთა ერთობა ჯანსაღ საზოგადოებას ქმნის. ადამიანმა, საზოგადოებამ უნდა დაინახოს თავისი გასაჭირი და ეკლესიას, როგორც ერთადერთ მკურნალს, სახელმწიფოში მოქმედების შესაძლებლობა მისცეს. ეკლესიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, იმოქმედოს, იღვაწოს ყველგან, სადაც სახელმწიფო აღმზრდელობით მუშაობას ეწევა(ან უნდა ეწეოდეს). კერძოდ: საგანმანათლებლო, პენიტენციალურ სისტემებში, ძალოვან სტრუქტურებში, საკანონმდებლო ორგანოში... სხვაგვარად საზოგადოება ვერ გაჯანსაღდება, მდგომარეობა არ გამოსწორდება; მეტიც, იგი(მდგომარეობა) გამოუვალია... ქრისტეს ეკლესია ღვთაებრივი ენერგიის მატარებელია, იგი მუდმივ მოქმედებაშია, ღვთის სიტყვას ანუ ჭეშმარიტებას ახმოვანებს... "ვისაც ყური აქვს სასმენლად, ისმინოს..." მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე" № 15(76) 26 ივლისი - 8 აგვისტო; გვერდი 46. -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
![]() ![]() |
| მარიამი |
Oct 6 2007, 01:01 AM
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
თათარაშვილი
სათაურები მიაწერე ხოლმე, რაზეა ქადაგება. მგონი აჯობებს -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
shota_shotadze საზოგადოებაში არსებული აგრესიის მიზეზები Oct 5 2007, 03:18 AM
Homo Faber shota_shotadze
ამაზე დიდი ბáƒ... Oct 5 2007, 04:32 AM
shota_shotadze
ამაზე დიდი ბოდვა ა... Oct 5 2007, 10:53 PM
თათარაშვილი
shota_shotadze
ამაზე დიდი ბá... Oct 5 2007, 11:35 PM
neo
თეოდორე გიგნაძესá... Oct 5 2007, 10:04 AM
mariami-k Homo Faber
მამა თეოდორე áƒ... Oct 5 2007, 10:54 AM
ლილიანა Homo Faber
ამისთვის წესე... Oct 5 2007, 11:49 AM
მარიამი Homo Faber
შემთხვევით ხოáƒ... Oct 5 2007, 12:33 PM
მნათე
არგუმენტები ვერ დá... Oct 5 2007, 12:36 PM
_Matasi_ Homo Faber
სამწუხაროდ შეáƒ... Oct 5 2007, 12:48 PM
ვალერი ძალიან საინტერესო ... Oct 5 2007, 01:16 PM
marine
ეკლესიას უნდა მიეáƒ... Oct 5 2007, 01:28 PM
ketino
საღვთისმეტყველო გ... Oct 5 2007, 01:39 PM
babykido1 Homo Faber
ამ საქციელით შá... Oct 5 2007, 02:53 PM
მართა Homo Faber
მეგობარო,ისეთ á... Oct 5 2007, 03:04 PM
სერგი ეს რა მესმის :(
მამა ... Oct 5 2007, 11:29 PM
shota_shotadze
მამა თეოდორეს 2 დის... Oct 5 2007, 11:31 PM
სერგი ვაიმე დიდი სიხარულ... Oct 5 2007, 11:38 PM
თათარაშვილი
ვაიმე დიდი სიხარუáƒ... Oct 5 2007, 11:57 PM
სერგი მოკლედ ეხლა აქ დაგáƒ... Oct 5 2007, 11:58 PM
მარიამი სერგი
ალბათ გაგიხა... Oct 6 2007, 12:02 AM
სერგი მარიამ ღმერთმა დაგ... Oct 6 2007, 12:03 AM
მარიამი
მარიამ ღმერთმა დაáƒ... Oct 6 2007, 12:04 AM
სერგი მადლობ მარიამ ღმერ... Oct 6 2007, 12:06 AM
მარიამი
მადლობ მარიამ ღმეáƒ... Oct 6 2007, 12:07 AM
თათარაშვილი სერგი
სერგი სკაიპáƒ... Oct 6 2007, 12:07 AM
სერგი იქ ვარ Oct 6 2007, 12:11 AM
თათარაშვილი ჩამოტვირთეთ Oct 6 2007, 12:33 AM
სერგი გიორგი აგიტვირთავ... Oct 6 2007, 12:39 AM
თათარაშვილი ჩამოტვირთეთ Oct 6 2007, 12:50 AM
თათარაშვილი
[b]თათარაშვილი
სათა... Oct 6 2007, 01:15 AM
სერგი ჩემო კარგებო, ხვალáƒ... Oct 6 2007, 09:45 AM
შაკუნა ძალიან საინტერესოá... Oct 6 2007, 11:17 AM
დათიკო ერთი რამეს მიაქციე... Oct 6 2007, 06:22 PM
shota_shotadze
ერთი რამეს მიაქციáƒ... Oct 6 2007, 06:54 PM
დათიკო shota_shotadze
სწორედ ასეთი... Oct 6 2007, 07:58 PM
თათარაშვილი შაკუნა
იხარე ;)
მადáƒ... Oct 6 2007, 08:10 PM
ann-ann MARTALIA GVIAN YKETEB KOMENTARS, MAGRAM TAVS GAVI... Oct 22 2007, 06:48 PM
Floyd Homo Faber
უხ შენი თავი მá... Oct 22 2007, 08:27 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th October 2026 - 09:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი