![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
მალე სასწავლო წელი იწყება სკოლებში
ამიტომ, მგონი მიზანშეწონილია, რომ მოვამზადოთ პროექტები, რომლებიც საჯარო სკოლებში იმუშავებს 1. საღვთო სჯულის სწავლების საკითხი საღვთო სჯული საქართველოს ყველა საჯარო სკოლებში ნებაყოფილობითია, მაგრამ სამწუხაროდ, უმეტესი სკოლები არ არიან საქმის კურსში, რომ მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ამ საგნის შემოღების საკითხი. ამიტომ, მიზანშეწონილია ალბათ, რომ შევადგინოთ ინსტრუქტაჟი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოახერხონ ამ საგნის შეტანა სასწავლო გეგმაში. ინსტრუქტაჟზე უკვე ვმუშაობ, მინდა თქვენი იდეები ამის განხორციელების ფორმატთან დაკავშირებით 2. მართლმადიდებლური ფილმების საკითხი სკოლებში მართლმადიდებლური ფილმების ჩვენების საკითხი შოთამ წამოაყენა. პრობლემას წარმოადგენს ძირითადად ფილმების შოვნის საკითხი. ვის შეუძლია ამ პრობლემის გადაწყვეტაში მოხმარება? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მართა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
ფანტასტიურია,მე მინდა ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ ქუთაისში მხოლოდ ერთ სკოლაში ისწავლება საღვთო სჯული,ისიც დიდი ბრძოლის შედეგად და ვერ ვასახელებ ამ სკოლის სახელწოდებას რადგან ამის შესახებ მალავს სკოლის დირექცია,რადგან ისინი ხატვის და მუსიკათმცოდნეობის ხარჯზე ატარებენ რა თქმა უნდა ბავშვების თანხმობით,მაგრამ ეს უკანონოა და ამიტომაც იმალება. თუმცა სასიხარულო და სასარგებლო უკანონობა! წარმატებები!
-------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 05:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი