![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოკლედ ახლა წამოიჭრა ერთ ფორუმელთან გარკვეული კითხვა, არის თუ არა ღვთის მადლი არა მართლმადიდებელ თემებში, თი ისინი საერთოდ მოკლებულნი არიან ყოველგვარ მადლს.
მე როგორც წარმომიდგენია, ეს არ არის ასე მარტივად გადასაწყვეტი, რადგან როდესაც ვიღებთ სხვადასხვა თემის არამართლმადიდებლებს, გათვალისწინებით კონკრეტული თემისა, მიღების წესიც სხვადასხვაა, მაგალითად კათოლიკებს იგივე რუსეთის ეკლესია არ იღებს არც ნათლობით, არც მირონცხებით და თუ მღვდელლია ქიროტონიის გარეშე. ჩვენთანაც იგივე წესია, თავად ვარ ერთი ყოფილი კათოლიკეს ნათლია...მისი გადმოსვლლის რიტუალი იყო მხოლოდ ლოცვების კრებული, არანაირი ნათლობა და სხვა საიდუმლო. თუ მართალია ის, რომ იქ არანაირი ნათლობა არ არის, მაშინ როგორც კვიპრიანე კართაგენელი ამბობდა მათეული ნათლობა სიბინძურით განბანა არისო, მაშინ ბუნებრივია რომ გადმოსვლის დროს უნდა მოინათლნენ, რასაც თავად წმ. კვიპრიანე აკეთებდა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეკლესიამ ეს წესი არ მიიღო ზოგად საყოველთაო წესად...ზემოთ მოვიყვანე ერთი მცირე მაგალითი ამისა. ე.ი. გამოდის რომ, როდესაც არ ვნათლავტ და არანაირ წესს არ ვუტარებთ გადმოსვლისას ადამიანს-ვაღიარებთ იმ თემში შესაბამისი საიდუმლოს არსებობას. ჯერ ეს იყოს იმედია ანათემაზე გადაცემები და მსგავსი რამე არ დამემუქრება ![]() მნათე რას იჭყიტები...ანათემის ტექსტს თუ ადგენ ჩემზე, მე უკვე მაქვს, მოგაწვდი ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
ციტატა მოკლედ ვაყალიბებ კითხვას ჩემს მიერ ზემოთ დაწერილის გათვალისწინებით: არსებული პრაქტიკა ზოგიერთი არამართლმადიდებელის, მართლმადიდებლობაში უნათლავად მიღებასთან დაკავშირებით, ნიშნავს, თუ არა, რომ ვაღიარებთ იქ არსებულ ნათლობას? თუ არ ნიშნავს-მაშინ რითი ვამართლებთ წარმართის მიღებას უნათლავად და ამით ვწირავთ მას საუკუნო სატანჯველისთვის-და ამას აკეთებს ეკლესია...ანუ კითხვა პერეფრაზირებით იქნებოდა ასე დასმული: ეკლესიაში მოდის ადამიანი, მას უნდა მართლმადიდებლობა, ეკლესია კი მას (მოუნათლავს) არ ნათლავს, რითიც ფაქტიურად "წირავს" მას სატანჯველისთვის? (რაც ცხადია მე არ მგონია-რაც მაძლევს საბაბს ვიფიქრო პირველი ვარიანტის მიხედვით) 1)მართლმადიდებლობა სხვა აღმსარებლობების ნათლობას არ აღიარებს.2)ეკლესია არავის სატანჯველისთვის არ სწირავს,ხოლო რაც შეეხება შენს მიერ მითითებული რომ ზოგიერთის მარტო სინანულით მიღება ხდება ეკლესიაში ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი მართლმადიდებელი იყო და მერე გახდა დაუშვათ კათოლიკე,ხოლო პირდაპირ მიღება არ ხდება ალბათ შენ არასწორად იცი. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 02:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი