პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
Irine |
Nov 12 2006, 06:31 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
წმიდა ალექსი ბერი (შუშანია)
ლექსები სოფელთან გამოთხოვება ოცის წლის ალექსის მიერ და იმავე დღეს მისგან თქმული აჰა, მოვალ მე ცოდვილი, ქრისტე ტკბილო მომეხმარე, ტვირთ-მძიმე ვარ და მაშვრალი, განმისვენე და მახარე; გახრწნილი ვარ, განრღვეული, ცოდვით წყლული და მდებარე, და აწ მომეც ძლევა ჯვარით, ვიდრეცა ვარ, დამიფარე. აწ მშვიდობით, გეთხოვები, ჩემო წუთის, შენ, სოფელო; ფუფუნებით დაღუპულო, მარად ლხინისა მდომელო, ზღვა-უფსკრულო, კაცთა მახევ, მარად ვაისა მხმობელო, ურგები ხარ, მოღალატე, კაცის არ დასანდობელო! უზესთაეს ფიქრი არი გზაი იწრო მაღლა ცამდე, უმჯობეს არს სიყმაწვილით, რომ გზად მისა განვემზადე, ეს სოფელი ვერას მარგებს, რო ვიფიქრე, გამოვცადე, არ სოფლისთვის გავჩენილვარ, ღვთის მონებად დავიბადე. გმადლობ, ქრისტე, ღმერთო ჩემო, დღეს შევიქენ ბედნიერი; დღემდი სოფლის მონა ვიყავ, აწ-კი შენგნით ზეციერი! ნუღა დამნთქავს მე სოფელი, მადლი მომეც ზომიერი; სოფლის გემო ნუ დამზიდავს, ცნობა მომეც გულხმიერი. აწ მშვიდობით, შენ სოფელო, რადგან გიყვარს ღალატობა; რა შეგატყვე შენ სიცრუვე, სწორეთ არ მაქვს შენზე ნდობა; შენა გიყვარს: სულ ამაოდ ცეკვა, ლხინი, თამაშობა... ოდეს მოვა დრო სიკვდილის, უქმობს ღონე, ძალადობა. დაგვრჩეს აქა ჩვენ ყოველი: ცოლი, შვილი და დობილი, საყვარლები, მეგობრები, სატრფიალოდ გაცნობილი, ძმა-ბიჭებთან ცეკვა-ტაში, ამაოდა გაქრობილი; ვერც სიმდიდრემ დაგვიფაროს, ოხრად იქნეს დარჩომილი. კაცთ ბუნება ხორცთა შინა დღე-ღამ ზვაობს ნდომისაგან; დაავიწყებს მაღალ ღმერთსა, დააბნელებს ცნობისაგან, ვახ, თუ მივყვეთ ხორცთა ნებას, გადაგვაგდებს ზომისაგან; უკანასკნელ წარდგომასა ცეცხლმან გვტანჯოს წყრომისაგან. აწ, უფალო, ნუ მიმანდობ ფიქრის ჩემის ყოფნის ნებას; რაც მომედვას განსაცდელი, შენგან ვითხოვ მოთმინებას, უქმად ჟამი ნუ განმივლის, ნუ ჩამაგდებ მოწყინებას, ჩემის აზრით ნუ გამიშობ, მყავ განსვლამდე შენსა ნებას. -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი