პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
ლილიანა |
Nov 12 2006, 06:34 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
უბატონო ლილეო
რა სიზმარი, რა გზა ან რა ფანტომი, ცხადად, თითქმის ყველაფერი ცხადად, - საქართველოს არ ჰყოლია ბატონი, საქართველოს ერთგული სპა ჰყავდა. ვინ რა ბრძანა, რა ქადილი, რა ტონი, ვინ ხარკს თხოვდა, ვინ ღველფს ანუ ღადარს, - სვანურ ლილეს არ ჰყოლია ბატონი, სვანურ ლილეს დალ-ქალღმერთი ჰყავდა! იყო სიტყვა, იყო სიტყვის გამგონიც, იყო სცენა, იყო ფარდის ფარდაც, - დედანას არ ჰყოლია ბატონი, დედაენას დედაერი ჰყავდა! შთაგონება, როგორც ირმის ნახტომი, თამარ მეფე მეუფედ და ხატად, - პოეზიას არ ჰყოლია ბატონი, პოეზიას რუსთაველი ჰყავდა! მორის ფოცხიშვილი ღამე არ ანთია შუქი არსად, არც რა ბჟურტავს მწუხრში ერთობ, ეს არ ნიშნავს მაინც, ღმერთო, სადღაც ვიღაც რომ არ ენთოს. აღარც ეზო, აღარც სახლი, არც რა გზა და არც რა ახო, ეს არ ნიშნავს, სადღაც ახლო გული გულში რომ არ სახლობს. თითქმის აღარავინ არ ჩანს, სიმს ამაოდ ვხერხავ ხემით, მაინც ვფიქრობ, ალბათ დარჩა ვიღაც, ვისაც ესმის ჩემი. -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი