![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ზვიად გამსახურდია გარდა ყველაფრისა ღრმად მორწმუნე და დიდი სულიერების მქონე პიროვნება გახლდათ. საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილია მისი ლექცია "საქართველოს სულიერი მისია". ჩემი აზრით ეს ლექცია ყველა ქართველმა უნდა წაიკითხოს! განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი შრომები და ნაწარმოებები:
1. "საქართველოს სულიერი მისია" 2. "გელათის აკადემიის სულიერი იდეალები" 3. "გამოცხადების, სამების და სამოთხიდან გმაოძევების შესახებ" 4. "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" ყველა ამ ნაწარმოებს გაეცნობით კატეგორიაში "ძირითადი სამეცნიერო შრომები და ლიტერატურული თხზულებები" ვიკიპედიაში http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%...%83%90%E1%83%93 გააკეთეთ კომენტარები... -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
Misha_kartveli |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 69 რეგისტრ.: 23-September 07 წევრი № 2,821 ![]() |
ძალიან კარგი და საინტერესო თემაა. ზვიად გამსახრდიას მრავალმხრივი მოღვაწეობიდან ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი სწორედ სამეცნიერო და სალიტერატურო შემოქმედებას უჭირავს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ამ მხრივაც სრულიად გამორჩეული პიროვნება იყო. იგი ავტორია მრავალი უაღრესად საინტერესო სამცნიერო ნაშრომისა ერთერთი მათგანია "დილემა კაცობრიობის წინაშე", რომლის ლინკსაც აქ გთავაზობთ http://www.caucasology.com/IX%202/zviadi.pdf ზვიად გამსახურდიას მდიდარ სამეცნიერო მემკვიდრეობაში გამორჩეული ადგილი უჭირავს რუსთველოლოგიურ კვლევებს. ეს ლინკი გახლავთ მისი მონოგრაფიული ნაშრომის "ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველების" ელექტრონული ვერსია, რომლისთვისაც მას 1991 წლის 14 ნოემბერს HONORIS CAUSA მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, გარდა ამისა ზვიად გამსახურდია ამ ნაშრომისათვის არჩეულ იქნა ჰელსინკის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად. http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000018/ რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას "საქართველოს სულიერ მისსიას", მე აქ არ დავიწყებ მის ღვთისმეტყველურ გარჩევას, მაგრამ ერთი რამ სრულიად ცხადია, რომ მასში ნათლადაა გადმოცემული ქართველი ერის სულიერი მისიის ძირითადი საკითხები. ცხადია, ნაშრომმა განიცადა გარკვეული პოლიტიზაცია, რადგან მისი ავტორი პირველ რიგში პოლიტიკური მოღვაწე იყო, მაგრამ შეუძლებელია ვუარყოთ, რომ ზვიად გამსახურდია იყო ენციკლოპედიური განათლების მქონე პიროვნება, რომლის ნაშრომებიც ნებისმიერ მეცნიერს შეშურდება.
-------------------- წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქტისტიანობის კვლევების სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრი http://christianresearches.wordpress.com/
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 12:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი