ბოროტი ხმა, როგორ უნდა ვებრძოლოთ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბოროტი ხმა, როგორ უნდა ვებრძოლოთ? |
Irakly |
May 6 2007, 11:02 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 8-April 07 წევრი № 1,602 |
ხალხნო ამ თემის გახსნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ყველაზე მეტად ეშმაკი სწორედ ცნობიერებაში მებრძვის. ადრე თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ბოროტი აზრები ცოდვას არ წარმოადგენდა, მაგრამ ვცდებოდი. სანამ ჩემს ეკლესიაში სიარულს სისტემატური სახე მიეცემოდა ეს პრობლემა არ მქონდა, ეხლა კიდე ყველა აღსარებაში ამგვარ ცოდვებს ვიხსენიებ. ძალზედ მიჭირს ცნობიერების დონეზე ბოროტებასთან ჭიდილი. თქვენ თუ გქონიათ ასეთი პრობლემა, თუ კი, როგორ გადალახეთ იგი?
-------------------- მოექეცი სხვებს ისე, როგორც შენ გინდა გექცეოდნენ!
|
მართა |
Oct 7 2007, 01:55 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
მეც მქონდა ეგეთი შემთხვევა ერთხელ,2 წლის წინ შემაწუხა ცუდმა წინათგრძნობებმა,რატომღაც ავიკვიატე რომ ჩემი ძმა ავარიაში მოხვდებოდა, ეს შიში იმდენად შემზარავი იყო გასაქანს აღარ მაძლევდა.ზაფხულზე მეგობრები წავედით ტრადიციისამებრ ზღვაზე,ყველა ხალისობდა მე ეჭვები გულს მიღრნიდა მეგონა რაღაცას მიმალავდნენ დღეში ლამის 100-ჯერ ვრეკავდი სახლში,ყველამ შეამჩნია ჩემი უგუნებობა და მიზეზი რომ მკიტხეს ვუთხარი რაღაც უბედურებას ველი და მე დროზე ადრე მომიწევს სახლში დაბრუნებათქო,დამცინეს.მალე ჩემმა ძმამ მეგობრებთან ერთად ჩამოგვაკითხეს ცოტა გავხალისდი,იქ უკვე დიდი ტალღების შიშმა შემიპყრო მეგონა შორს გასული უკან ვეღარ გამოვიდოდა განუჭყვეტლივ ვლოცულობდი გულში და ზღვას პირჯვარს ვწერდი,მეგობრები კი პირიქით ჩემზე ანერვიულდნენ რაღაცას დამართებ საკუთარ თავს ამდენი ფუჭი ნერვიულობითო.მოკლედ ტალღებსაც გადავურჩი და როცა რამოდენიმე დღის მერე სახლში დაბრუნება გადაწყვიტეს მე ისევ ავარიაზე დავიწყე ფიქრი.სანამ ჩავიდნენ მე რაც გავაკეთე ეს იყო ლოცვა და ტელეფონზე რეკვა.ამ დღესაც გადავრჩი.2დღეში ძღვის პირას ვზივართ და მეგობარს გადავულაპარაკე რაღაც მოხდება გული საშინელებას მიგრძნობსთქო.1საათში ზუსტად იმ მეგობარს დაურეკეს და შეშლილი თვალებით რომ გადმომხედა მივხდი უკვე ის რაც მაშინებდა მომხდარიყო.გამექცა მე გავეკიდე აზრი არ ქ ვიცი უბედურებაა ნუღარ დამიმალავ მითხარითქო,ჩემი ძმაა შევყვირე არაო და წარმოუდგენელი რამ მითხრა ჩემს უახლოეს მეგობარს რომელიც 2დღის წინ ძღვაში ცურავდა და ხალისობდა თავი მოეკლა! ვერ აგიწერთ იმ ტკივილს რაც მე განვიცადე,ამას დიდი ცოდვა ამძაფრებდა და მიორმაგებდა,რა თქმა უნდა როგორც ველოდი მომიწია გაქცევა სახლში. საოცარი შვება ვიგრძენით მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა როცა ჩვენმა მეუფემ მოგვცა კურთხევა ლოცვის და წესის აგების ეს თითქოს გაცოცხლებას უდრიდა.ყველანი ლოცვად დავდექით არ არსებობდა ჩვენთვის ძილი და ჭამა მხოლოდ ლოცვა და ფსალმუნების კითხვა გვახსოვდა.ერთ ღამესაც მიცვალებულის თავთან ვკითხულობ ფსალმუნს (ოთახში არავინ არ იყო)თითქოს ვიღაცის ხმა ჩამესმა და იმდენად მკვეთრად რომ შევწყვიტე კითხვა და მოვუსმინე,ხმა კი მეუბნება : "რატო კითხულობ ამდენს? ან რას დარდობ ასე? უნდა გიხაროდეს, მანდ შეიძლება შენი ძმა წოლილიყო და რას იზამდი? "
დავიბენი საშინლად პასუხი არ მქონდა ვიცდი კიდევ რას მეტყვის,მაგრამ მეტი აღარც მომესმა რაიმე.პირჯვარი გადავიწერე ღმერთო გამაძლიერეთქო და მაშინვე ვიგრძენი ეს რა ხმაც იყო მას შემდეგ კიდე უფრო დიდი სიძლიერით განვაგრძე ლოცვა.ასეა კაცობრიობის მტერს ხო ყველაზე მეტად სწორედ რომ ლოცვა აღიზიანებს?!აი ასე გამართლდა ჩემი ეჭვები მეგობრებიც კი აღაშფოთა ჩემმა წინათგრძნობამ,ყველაფერი გაიხსენეს მერე.ის ადამიანი კი მართლა ძმა იყო ჩემი ლამის, ერთად გაზრდილები და მუდამ ერთად მყოფნი! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 11:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი