![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოკლედ ახლა წამოიჭრა ერთ ფორუმელთან გარკვეული კითხვა, არის თუ არა ღვთის მადლი არა მართლმადიდებელ თემებში, თი ისინი საერთოდ მოკლებულნი არიან ყოველგვარ მადლს.
მე როგორც წარმომიდგენია, ეს არ არის ასე მარტივად გადასაწყვეტი, რადგან როდესაც ვიღებთ სხვადასხვა თემის არამართლმადიდებლებს, გათვალისწინებით კონკრეტული თემისა, მიღების წესიც სხვადასხვაა, მაგალითად კათოლიკებს იგივე რუსეთის ეკლესია არ იღებს არც ნათლობით, არც მირონცხებით და თუ მღვდელლია ქიროტონიის გარეშე. ჩვენთანაც იგივე წესია, თავად ვარ ერთი ყოფილი კათოლიკეს ნათლია...მისი გადმოსვლლის რიტუალი იყო მხოლოდ ლოცვების კრებული, არანაირი ნათლობა და სხვა საიდუმლო. თუ მართალია ის, რომ იქ არანაირი ნათლობა არ არის, მაშინ როგორც კვიპრიანე კართაგენელი ამბობდა მათეული ნათლობა სიბინძურით განბანა არისო, მაშინ ბუნებრივია რომ გადმოსვლის დროს უნდა მოინათლნენ, რასაც თავად წმ. კვიპრიანე აკეთებდა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეკლესიამ ეს წესი არ მიიღო ზოგად საყოველთაო წესად...ზემოთ მოვიყვანე ერთი მცირე მაგალითი ამისა. ე.ი. გამოდის რომ, როდესაც არ ვნათლავტ და არანაირ წესს არ ვუტარებთ გადმოსვლისას ადამიანს-ვაღიარებთ იმ თემში შესაბამისი საიდუმლოს არსებობას. ჯერ ეს იყოს იმედია ანათემაზე გადაცემები და მსგავსი რამე არ დამემუქრება ![]() მნათე რას იჭყიტები...ანათემის ტექსტს თუ ადგენ ჩემზე, მე უკვე მაქვს, მოგაწვდი ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ეკლესიაში არის ნათლობის მადლი და მირონცხების მადლი, რომლიც რომ არ განსხვავდებოდეს ერტმანეთისგან, საიდუმლოებებიც არ იქნებოდა განსხვავებული. კი მაგრამ, მე ხომ ნათლისღება და მირონცხება არ შემიდარებია, არანედ სინანული და მირონცხება... და ამ სინანულით და მირონცხებით მიღებათა განსხვავებაზე დავსვი კითხვა... ციტატა წმ. თეოფანე დაყუდებული ე.წ. მოსახმობ მადლსაც კი ასახელებს და მერე ეს "მოსახმობი მადლი" რა შუაშია ნათლობის საიდუმლოს არაღსრულებასთან? ეგ სულ სხვა რამეა... ციტატა მეორეც, შენი ლოგიკით, ახლა წარმართი რომ ადგეს-შევიმოსოს სრულად, როგორც საჭიროა, და "მონათლოს" მეორე წარმართი ჩემი მსჯელობა ეხებოდა მხოლოდდამხოლოდ ქრისტიანული კონფესიებიდან მოქცეულს სადაც ნათლისღება ჩატარდა სამჯერ შთაფვლითი ფორულა ნათლისრებისა, და არა წარმართს... ვერ გამიგე ალბათ... ციტატა სქიზმატიკოსი მოიაზრება საკრამენტალურად-ბოლომდე არა უცხოდ ეკლესიისთვის. ანუ საიდუმლოებით რაიმე მადლსაც უშვებ მათში გარდა იმ "მომხმობი" მადლისა? მე მხოლოდ გარეგნული ფორმის მიღებას ვფიქრობ ეკლესიის მიერ... KK შენ რაც ამდენი დაწერე ( თუ მოიყვანე რაიმე სტატია) აქ ეგ ყველამ ვიცით... რაზეც მიდის კამათი, იქ გვითხარი შენი სიტყვა, ოღონდ ნამდვილად შენი და ცოტა მოკლე ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
კი მაგრამ, მე ხომ ნათლისღება და მირონცხება არ შემიდარებია, არანედ სინანული და მირონცხება... და ამ სინანულით და მირონცხებით მიღებათა განსხვავებაზე დავსვი კითხვა... ბოდიში, უბრალოდ ვერ დავინახე, მაგრამ ჩემი პასუხი იგივე იქნება, ანუ რომ მადლი სვადასხვაა სულიწმინდის ერტიანობისდა მიუხედავად "მოსახმობი მადლი" რა შუაშია ნათლობის საიდუმლოს არაღსრულებასთან? ეგ სულ სხვა რამეა... შენ მკითხე, რა მადლია ეს: მახოვნებელი? მე გპასუხე, რომ მადლი თუ არის, შეიძლება არც იყოს მაცხპვნებელი და მაგალითად მოგიყვანე მოსახმობი მადლი. კონკრეტულად ერეტიკოსთა ნათლობის მადლის მაცხოვნებლობაზე საუბარი - არის მიზანი ამ თემისა ჩემი მსჯელობა ეხებოდა მხოლოდდამხოლოდ ქრისტიანული კონფესიებიდან მოქცეულს სადაც ნათლისღება ჩატარდა სამჯერ შთაფვლითი ფორულა ნათლისრებისა, და არა წარმართს... მერე მეც მანდ ვარ, შენ ამბობ "ქრისტიანული კონფესიებიდან"-მაგრამ ვინ მიანიჭა ეს სტატუსი მათ? თუ "სახლმმართველობამ" ![]() თუ არადა მაშინ დამისაბუთე, რატომ იყენებს ეკლესია ფაქტიურად წარმართული თემის რიტუალს, და მიღებისას, ასეთ ადამიანს იმ რიტუალს აღარ უმეორებს?-რა აბსურდია? ან დამისაბუთე, რომ გავიგო ანუ საიდუმლოებით რაიმე მადლსაც უშვებ მათში გარდა იმ "მომხმობი" მადლისა? მე მხოლოდ გარეგნული ფორმის მიღებას ვფიქრობ ეკლესიის მიერ... კი ვგულისხმობ და რატომაც, უკვე ვთქვი ზედა დაწერილში და წინა პოსტში, თუ არ მეთანხმები დამისაბუთე -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 02:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი