სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
Sep 25 2007, 10:39 PM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ამ თემას ვხსნი ჩვენი ფორუმელი staywhite-ის თხოვნით...
ნანა საინტერესო ინფორმაციებს და სურათებს მოგვაწვდის უცხოეთში არსებული არაქართული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების შესახებ ველით საინტერესო ინფორმაციას... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
| guest |
Oct 8 2007, 12:29 AM
პოსტი
#2
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
რუკუმიის მონასტერი ( Рукумија ), სერბეთი
მონასტრის სახელი რუკუმია პირველად 1733 წლიდან არის ჟამთაღმწერთან მოხსენიებული,ამბობენ რომ ამ მონასტერს ადრე სხვა სახელი ერქვა, კერძოდ ვარლიშტე. სერბეთში სულთან მურატ III-ის მმართველობის პერიოდის დროინდელ (1574-1595 წწ.) ჩანაწერებში მოხსენიებულია დღევანდელი რუკუმიის მონასტრის მახლობლად მდებარე სოფლებთან: რუკუმია და მარკოვცისთან მდებარე მონასტერი ვარლიშტე, რამეთუ ახლანდელი მონასტრის ტერიტორიაზე სხვა მონასტრის ნაშთები არ მოინახა, ამბობენ რომ ეს მონასტერია სწორედ ვარლიშტეს მონასტერი. თვით მონასტრის სახელი რუკუმია თავისი ეტიმოლოგიის რამდენიმე ვარიანტს ექვემდებარება. ერთია, რომ რუკუმია გადმოტანილია ბერძნული სიტყვა გეროკომიიდან, ანუ ადგილი სადაც მოხუცები ინკურნებოდნენ, იგივე მოხუცთა საავადმყოფო. მონასტრის მახლობლად რამდენიმე სამკურნალო წყარო არსებობს და თვლიან რომ არ არის გამორიცხული ეს ვარიანტი სიმართლეს შეესაბამებოდეს. მეორე ვერსიად ითვლება, რომ აქ მოსწყდა ხელი პატიოსან დას - ელენიცას, ცხენებზე მიაბეს რა თურქებმა საწამებლად (рука ხელი , Руку ми је ....- Руку мне …/მაგ. Отарвали / - რუსული ექვივალენტი ). გადმოცემის მიხედვით, მოწამე ელენიცას ხელი ამ მონასტერშია დაფლული. მონატერში დღეს მოგვაწეობს სამი დედა და რამდენიმე ბერი. ადრე დედათა მონასტერი იყო,ახლა კი მამები ცხოვრებენ, დედათა სადგომები კი გადატანილია მონასტრის გარეთ. მონასტრის იღუმენია მამა სვიმეონი, ეკლესიის მღვდელია პატიოსანი მამა საბა. მე პირადი საუბრები მქონდა იქაურ სასულიერო პირებთან, მიგვიპატიჟეს რა ტრაპეზზე. ძალიან დიდი სიყვარული გამოხატეს ქართველი ერის და ქართული ეკლესიის მიმართ, მიიჩნევენ რომ ქართველი მრევლი სამაგალითოა მათთვის დედა ათანასიამ კი განსაკუთრებულად გამოიჩინა ქართული ეკლესიის ისტორიის ცოდნა, დაასახელა ბევრი ქართველი წმინდანი და აგრეთვე ქართული მონასტრები. რაზედაც მე თვითონ ძალიან მოხარული დავრჩი. მონასტერში ინახება ბევრი რელიქვია,აგრეთვე განთავსებულია როგორც ადრინდელი , ასევე ახალმოწამეთა საფლავები. მონასტერი არის წმინდა ნიკოლოზის სახელობის. p.s. მონასტრის ბიბლიოთეკა-მაღაზიაში კი ბევრი საინტერესო წიგნი ვნახე, მათ შორის იყო არქიმანდრიტ ლაზარ აბაშიძის სტატია. "ცასთან მახლობელი მიწა" - ასე ქვია სერბულ ენაზე გამოცემულ წიგნს ქართველ წმინდანთა ცხოვრებაზე, ტირაჟია 500. რუკუმიის მონასტერში კი ბოლო წიგნი უფლის შეწევნით მე შევიძინე.- წიგნის შესახებ ინფორმაციას უკვე არსებულ შესაბამის თემაში განვათავსებ. მე ძალიან მომეწონა და გახარებული ვარ. სურათები იხილეთ ქვემოთ. |
ნათია მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრები უცხოეთში Sep 25 2007, 10:39 PM
იოანა მსგავსი თემა არსებ... Sep 25 2007, 10:43 PM
ნათია
მსგავსი თემა არსე... Sep 25 2007, 10:47 PM
იოანა
ანი ამ თემაში ქართ... Sep 25 2007, 10:48 PM
ნათია
უი, მე მეგონა მარტო... Sep 25 2007, 10:54 PM
staywhite (სანამ სურათებს და... Sep 25 2007, 11:00 PM
იოანა
:კი1: სურათებით კიდ... Sep 25 2007, 11:05 PM
staywhite ჯერ დავდებ იმ სურა... Sep 25 2007, 11:19 PM
ნათია
http://img204.imageshack.us/img204/1548/nimnik03y... Sep 25 2007, 11:21 PM
ალექსანდრე სერბი წმიდანების ც... Sep 25 2007, 11:29 PM
SaD-GhosT კი, მართლაც ძალიან ... Sep 25 2007, 11:29 PM
staywhite მადლობთ, ძვირფასებ... Sep 25 2007, 11:33 PM
ალექსანდრე staywhite
ჭეშმარიტად დი... Sep 25 2007, 11:46 PM
staywhite ალექსანდრე ,
ღმერთ... Sep 26 2007, 12:04 AM
staywhite პატიოსან დედათა სა... Sep 26 2007, 12:53 AM
staywhite დღეს, ჯვართამაღლებ... Sep 28 2007, 12:58 AM
ნათია
დღეს, ჯვართამაღლე... Sep 28 2007, 12:59 AM
staywhite ლურჯად დაწერილ თარ... Sep 28 2007, 01:01 AM
staywhite ეკლესიის გარეთა ხე... Oct 8 2007, 12:42 AM
staywhite წმინდა საბას სახელ... Feb 9 2008, 04:33 PM
skeptikosi ბარსელონაში რომაა ... Apr 25 2008, 07:14 PM
nino-nino ეს წმიდა მარიამ ეგ... Apr 25 2008, 07:30 PM
kavkasioni ტხობა ერდის ეკლესი... Apr 25 2008, 07:32 PM
nino-nino თქვენის ნებართვით ... Apr 25 2008, 07:56 PM
zedela საინტერესოა ძააან.... Apr 25 2008, 07:53 PM
nana_007
საინტერესოა ძააან... Apr 25 2008, 09:17 PM
nana_007 http://i039.radikal.ru/0805/f2/69513759aaf8.jpg
... May 12 2008, 03:53 AM
kisish მარკესი May 14 2008, 12:29 PM
MRS გამარჯობა კეთილო ხ... Oct 3 2008, 04:39 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd December 2025 - 04:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი