![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
რას გულისხობს კონსიტუციური მონარქია ?
![]() -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
მაკუნა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,495 რეგისტრ.: 18-March 07 წევრი № 1,409 ![]() |
რას გულისხობს კონსიტუციური მონარქია ? ![]() მოკლეთ: სახელმწიფო მმართველობის ფორმის მიხედვით განასხვავებენ მონარქიასა და რესპუბლიკას. რადგან ამჯერად მონარქიული სახელმწიფო გვაინტერესებს მხოლოდ მასზე დავწერ, განსაკუთრებით კი კონსტიტუციურ მონარქიაზე. ასებობს მონაქიათა სხვადასხვა მოდელები: 1. აბსოლუტური 2. კონსტიტუციური(შეზღუდული) 3. არჩევითი 4. თეოკრატიულიული შევეხები მხოლოდ კონსტიტუციურს: ეს არის მმართველობის ისეთი ფორმა, როდესაც მონარქის ხელისუფლება შეზღუდულია კონსტიტუციით. არჩევითი ორგანოების აზრსა და ინტერესებს მონარქმა ანგარიში უნდა გაუწიოს, თუმცა ამავე დროს მონარქს, როგორც იურიდიულად ასევე ფაქტობრივად, საკმაო გავლენა აქვს მათზე. თავის მხრივ პარლამენტს გააჩნია საკონტროლო ფუნქცია რომლითაც აიძულებს მონარქს ასევე ანგარიში გაუწიოს მას. მოკლეთ მონარქი და პარლამენტი ერთმანეთს აკონტროლებენ და აწონასწორებენ. კონსტიტუციურ მონარქიაში გამოიყოფა შემდეგი სახეობები: პარლამენტური და დუალისტური. დუალისტური, იგივე წოდებრივ წარმომადგენლობითი, არის ისეთი სახის მონარქია, როდესაც მონარქის ხელისუფლება შეზღუდულია პრივილეგირებული წოდების, ან ამ წოდების წარმომადგენელთა მიერ. (წოდებები ამ სახის მონარქიაში საკუთარი უფლებით მოქმედ კორპორაციებს, სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტებს წარმოადგენენ მონარქთან ერთად.) რაც შეეხება საპარლამენტო მონარქიას (რიგ ლიტერატურაში იხმარება პარლამენტურიც), აქ მონარქს გააჩნია მთავრობის დანიშვნის ფუნქცია, თუმცა მთავრობა პასუხს აგებს არა მონარქის არამედ პარლამენტის წინაშე. მონარქის აქტების მიმართ კი გამოიყენება ე.წ. კონტრასიგნაციის ინსტიტუტი, რაც იმას გულისხმობს რომ მონარქის მიერ გამოცემული აქტები ძალაში მოდის მხოლოდ შესაბამისი მინისტრის ვიზირების შემთხვევაში. რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას ის სრულიად დამოუკიდებელია. გაგრძელება იქნება ![]() უბრალოდ დავიღალე აკრეფით და... ![]() -------------------- ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 02:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი