![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
რას გულისხობს კონსიტუციური მონარქია ?
![]() -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ხუმრობა იქით იყოს და საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობის შეცვლა სასურველი იქნებოდა კონსტიტუციური მონარქიით. ეს "პირველკაცობის" და ერთპიროვნული მართვისთვის ბრძოლას და გაუთავებელ ქიშპსაც შეანელებდა და ქვეყანას მირონცხებული მეფეც ეყოლებოდა საუკუნეების შემდეგ, მაგრამ როგორც ჩანს იქამდე დიდი დროა. სააკაშვილი და შესაძლოა არა მარტო სააკაშვილი ისე დაამთავრებს თავის საპრეზიდენტო მმართველობას, რომ მონარქია არ აღდგება. ამას დაახლოებით 15-20 წელი დასჭირდება.
-------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
კონსტიტუციური მონარქია (კ.მ.) არცაა მონარქია, მეორეც კ.მ. ვერ შეიქმნება იქ, სადაც მონარქიის ტრადიცია უკვე წარსულს ჩაბარდა და მესამეც: შევირგოთ ის რაც გვაქვს და ილუზიებს თავი გავანებოთ - ჩემი აზრით ეს არის ილუზია, რომელიც არ განხორციელდება არასოდეს (ობიექტურად) და არცაა საჭირო (სუბიექტურად)
პ.ს. ნუ რა თქმა უნდა ვიღაცის სიზმრებს თუ არ დავუჯერებთ - მე მართალი ვარ ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#4
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
კონსტიტუციური მონარქია (კ.მ.) არცაა მონარქია, მეორეც კ.მ. ვერ შეიქმნება იქ, სადაც მონარქიის ტრადიცია უკვე წარსულს ჩაბარდა და მესამეც: შევირგოთ ის რაც გვაქვს და ილუზიებს თავი გავანებოთ - ჩემი აზრით ეს არის ილუზია, რომელიც არ განხორციელდება არასოდეს (ობიექტურად) და არცაა საჭირო (სუბიექტურად) - კონსტიტუციური მონარქია იმდენადაა მონარქია, რამხელა უფლებასაც მონარქს კონსტიტუცია ანიჭებს და რამხელა მორალური გვლენაც მონარქს გააჩნია საზოგადოებაზე. პირველი იცვლება სახელმწიფოდან სახელმწოფმდე და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა უფლებები აქვს მეფეს, მეორე კი მთლიანად პიროვნულია, დამოკიდებულია რამდენად სურს მეფეს პოლიტიკოსობა და ხალხის რამხელა ნდობა გააჩნია. საერთოდ კონსტიტუციური მონარქია შეიძლება გახდეს "დე ფაქტო" საპარლამენტო რესპუბლიკაც და "დე ფაქტო" აბსოლუტური მონარქიაც. ასევე "დე ფაქტო" ნებისმიერი შუალედური მდგომარეობა. - მონარქიის ვერ შექმნის არგუმენტი არანაირად არაა ის რომ მისი ტრადიციები წარსულს ჩაბარდა. ყოფილა ქვეყნები, სადაც მონარქია აღუდგნიათ. მაგ ლოგიკით საქართველოს სახელმწიფოებრივობის ტრადიციაც ორი საუკუნის დაკარგული იყო (თუ არ ჩავთვლით უაზრო დემოკრატიულ რესპუბლიკას 1918-1921 წლებში, რომელიც შემთხვევით შეიქმნა და 3 სრული წელიც ვერ იარსება) და იმ ორი საუკუნის წინათაც სახელმწიფოებრივობა კუთხური სამეფო სამთავროების დონეზე არსებობდა და ერთიანი ქართული სახელმწიფო პრაქტიკულად 6 საუკუნის მანძილზე არ გვქონია. ძალიან არა სწორია მიდგომა, რომ რაიმე ვერ აღდგება იმის გამო რომ მისი ტრადიციები წარსულს ჩაბარდა ან დიდი ხნის დაკარგულია. - არც განუხორციელებელი ილუზიაა კონსტიტუციური მონარქია, ახლა მართლაც შეუძლებელია, მაგრამ ორი ათეული წლის შემდეგ ამის განხორციელება სავსებით რეალურია თუ შესაბამისი სურვილი და შესაბამისი კუთხით მუშაობა იქნება. ეს უტოპია ნამდვილად არაა. რაც შეეხება საჭიროებას, ჩემი აზრით ეს საჭიროა სამი მიზეზის გამო: 1. მირონცხებული მეფის სათავეში ყოლა უფრო მოქნილად ჯდება ქრისტეანული სახელმწიფოს მოწყობაში და მონარქის პიროვნება უფრო დაახლოვებს ეკლესიას, სახელმწიფოს და საზოგადოების მასას ერთმანეთთან. 2. შემცირდება "პირველკაცობისთვის" ბრძოლა, რადგან გარეგნულად (და შესაძლოა ნაწილობრივ პოლიტიკურადაც) სახელმწიფოს პირველი პირი მონარქი იქნება, პარლამენტში კი მეტ-ნაკლებად ყველა თანაბარი გავლენისაა, არც ერთპიროვნული მმართველი იარსებებს და გაუთავებელი ქიშპი დაიკლებს. 3. ქართველი ადამიანის ცნობიერება მაინც მონარქიულ აზროვნებას ეფუძნება, სადაც ერთ პიროვნებაზე ხდება აქცენტირება, მაგალითად ნაციონალური მოძრაობა ზუსტად უდრის სააკაშვილს, ლეიბორისტული პარტია - ნათელაშვილს და ა.შ. ინდივიდუალური წევრების შეფასება პრაქტიკულად არ არსებობს, ჰოდა ერთიანი ერის ლიდერის სიმბოლო ჯობია მეფე იყოს, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი ან თუნდაც ნათელაშვილი, გამსახურდია და ა.შ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 02:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი