![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
რას გულისხობს კონსიტუციური მონარქია ?
![]() -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
rock |
![]()
პოსტი
#2
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,719 ![]() |
კანონისტი
ციტატა ფაქტია, რომ ვერ ვირგებთ. პირველკაცობის მანია ღუპავს ქვეყანას. პრემიერ-მინისტრი კი მონარქიაში, რაც არ უნდა ძლიერი იყოს, ის მაინც მეორე კაცია და რაც მთავარია, ერთპიროვნულად არ არის არჩეული. ტყუილი, ტყუილი პირში პაპიროზი. ![]() მაკუნა ციტატა რა ვიცი არ მგონია ჩვენი პატრიარქის ქადაგება "ილუზიებზე" და "სიზმრებზე" იყოს დაფუძნებული რატომ? გიორგი ციტატა მირონცხებული მეფის სათავეში ყოლა უფრო მოქნილად ჯდება ქრისტეანული სახელმწიფოს მოწყობაში და მონარქის პიროვნება უფრო დაახლოვებს ეკლესიას, სახელმწიფოს და საზოგადოების მასას ერთმანეთთან. რაც ყოვლად მიუღებელია. სახელმწიფო უნდა იყოს საერო და ეკლესიას მაქსიმალურად დაშორებული. ციტატა შემცირდება "პირველკაცობისთვის" ბრძოლა, რადგან გარეგნულად (და შესაძლოა ნაწილობრივ პოლიტიკურადაც) სახელმწიფოს პირველი პირი მონარქი იქნება, პარლამენტში კი მეტ-ნაკლებად ყველა თანაბარი გავლენისაა, არც ერთპიროვნული მმართველი იარსებებს და გაუთავებელი ქიშპი დაიკლებს. პრეზიდენტის პოსტს შეცვლის პრემიერ-მინისტრის პოსტი. შესაბამისად არანაირი ბრძოლა არ მოიკლებს და არც უნდა მოიკლოს. სახელმწიფოს მართვის უფლებისთვის ბრძოლა ნორმალური მოვლენაა და ნორმალური არჩევნების შემთხვევაში გამარჯვებული როგორც წესი მართვის უნარის მქონე პიროვნებაა და არა გვარის გამო გამმართველებული ღლაპი. ციტატა ქართველი ადამიანის ცნობიერება მაინც მონარქიულ აზროვნებას ეფუძნება, სადაც ერთ პიროვნებაზე ხდება აქცენტირება, მაგალითად ნაციონალური მოძრაობა ზუსტად უდრის სააკაშვილს, ლეიბორისტული პარტია - ნათელაშვილს და ა.შ. ინდივიდუალური წევრების შეფასება პრაქტიკულად არ არსებობს, ჰოდა ერთიანი ერის ლიდერის სიმბოლო ჯობია მეფე იყოს, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი ან თუნდაც ნათელაშვილი, გამსახურდია და ა.შ. ნაციონალური მოძრაობა არ უდრის სააკაშვილს. ლეიბორისტებს რაც შეეხებათ ეგ მათი პრობლემაა. კონსტიტუციური მონარქიის შემოღებაზე კი არა არსებული დემოკრატიული რესპუბლიკის - საკანონმდებლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის, გამჭვირვალე არჩევნებისთვის და ა.შ. უნდა ვიბრძოლოთ. ჩემს მიერ ჩამოთვლილ ამ და სხვა ქართულ პრობლემებს მეფე ვერ მოაგვარებს. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 02:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი