კონსტიტუციური მონარქია, პატრიარქის საკვირაო ქადაგება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კონსტიტუციური მონარქია, პატრიარქის საკვირაო ქადაგება |
ლილიანა |
Oct 8 2007, 12:09 PM
პოსტი
#61
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
რას გულისხობს კონსიტუციური მონარქია ?
-------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
შოთაძე |
Oct 8 2007, 07:33 PM
პოსტი
#62
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
საქართველოს პატრიარქი: მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობისა 8 ოქტომბერი 2007,
„საქართველოს პრეზიდენტის გარეშე“ - ამ ლოზუნგის შემდეგ აქტუალური კონსტიტუციურ მონარქიაზე საუბარი ხდება. ინიციატივის ავტორი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქია. „მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს“ - ასე განმარტავს უწმინდესი მისთვის მისაღებ სახელმწიფო მოდელს. მისივე თქმით, მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობისა. მომავალი მემკვიდრე ბავშობიდან უნდა აღიზარდოს სამეფო ტახტისთვის და ეს საკითხი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. უწმინდესის განცხადებას ოპოზიციური პარტიის წევრები ეხმაურებიან. მათი თქმით, საქართველოს კრიზისიდან გამოსაყვანად კონსტიტუციური მონარქია საუკეთესო გამოსავალია. ვინ იქნება მონარქი ეს თავად უწმინდესის და ხალხის გადასაწყვეტია. ოპოზიცია ერთსულოვანია იმ საკითხში, რომ მონარქი საქართველოს სამეფო დინასტიის წარმომადგენელი უნდა იყოს. ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ ამ საკითხზე კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და გადაწყვეტილება ქვეყნის სასიკეთოდ მიიღონ. უწმინდესის განცხადებაზე ხელისუფლების წარმომადგენელთაგან პირველ კომენტარს განათლების მინისტრი აკეთებს. კახა ლომაია საკითხის შეფასებას პოლიტოლოგების პრეროგატივად მიიჩნევს. განათლების მინისტრი და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი საერთაშორისო კონფერენციის გახსნას დაესწრნენ. 8 ოქტომბერი 2007, აქ ნახეთ პატრიარქის გამოსვლა http://imedinews.ge/ge/news_read/69595 არასაპარლამენტო ოპოზიცია პატრიარქის ინიციატივას მიესალმება არასაპარლამანტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მხარს უჭერენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივას ქვეყანაში მონარქიის ინსტიტუტის შემოღებაზე. ‘ლეიბორისტული პარტიის’ ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, მეფის ინსტიტუტის აღდგენა ქვეყანას ისტორიულ-ეროვნულ პასპორტს დაუბრუნებს. პოლიტიკური გაერთიანება ‘თავისუფლების' ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ მეფე არ ნიშნავს ‘მმართველ დიქტატორს’ და იგი იქნება ქვეყნის მთლიანობის გარანტი. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას ემხრობა. პატრიარქის მოწოდებას ეხმაურება მოძრაობა 'ნაციონალური ლობის' ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე. მისი თქმით, ნამდვილი მონარქი იქნება ის, ვინც აღიზრდება ქართულ ტრადიციებსა და ქართულ ღირებულებებზე. 'სხვაგან და სხვა ღირებულებებით აღზრდილი მონარქი არ მგონია, რომ იყოს ქართული სახელმწიფოს გარანტი,' - დასძინა გიორგი ანდრიაძემ. უმრავლესობა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო მოწყობის შეცვლაზე ლაპარაკი ნაადრევია, რადგან მონარქი საქართველოში უნდა იყოს გაერთიანებული საქართველოს მმართველი. მმართველობის მოდელის შეცვლაზე გადაწყვეტილება კი ამის შემდეგ მხოლოდ სახალხო კონსენსუსის გზით უნდა იქნეს მიღებული. -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი