პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
ვალერი |
Nov 12 2006, 11:08 PM
პოსტი
#2
|
ვაკო გელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 395 რეგისტრ.: 2-August 06 მდებარ.: Tbilisi, Georgia წევრი № 35 |
ანა კალანდაძე
საქართველოო ლამაზო „სხვა საქართველო სად არი?“ გრ. ორბელიანი ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი... ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი... საქართველოო ლამაზო, „სხვა საქართველი სად არი?“ ცა ვარსკვლავებით ინთება, ცა – არცა რისი სადარი... მთვარე რომ ამობრწყინდება, გული გაფრენად მზად არი... დიდება, შენი დიდება, „სხვა საქართველო სად არი?“ მინდვრები, ქართლის მინდვრები, ქედები მხარგაშლილები... მთაში – ტყე დანაბინდები, ტყეში – ქორბუდა ირმები... ბარად შრიალებს ჭადარი, მზეს უმღერიან ჩიტები... მხარევ მოსილო დიდებით, „სხვა საქართველო სად არი?“ ლურჯი ბალახი მხარამდი, მწყერი გოგმანობს ბალახში... თეთნულდზე – მზე და ბადაღში... სხვა საქართველო ვინ ნახა? „სხვა საქართველო სად არი?“ როს ვარსკვლავები ხმაურით აინთებიან ცათანი, კლდეს მოაწყდება ზღვაური მეშვიდე ცაზე ატანილს... კლდეებში ჯიხვი დაფრთხება, გორში იტირებს ატამი, ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი, „სხვა საქართველო სად არი?“ აქ დაიბადა „სულიკო“, მზისკენ გაფრინდა „მერანი“... და თუნდაც გადმოსულიყო მტერი შმაგი და ვერანი, მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა, სით გაუშვებდა ლელაჲ? აქ დაიბადა „სულიკო“, მზისკენ გაფრინდა „მერანი“... მთათ ორბის ფრთები მოისხეს, ცაში ასულა ძერაი... დაბლა შრიალებს მოლისებრ ყანაი გაუყელავი... ფიქრს დაუღლია ონისე, ბახტრიონს მიდის ლელაი... მთათ ორბის ფრთები მოისხეს, ცაში ასულა ძერაი... ქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი... ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი... საქართველოო ლამაზო, „სხვა საქართველო სად არი?“ -------------------- დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა.
და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი