პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
kato_Bato |
Nov 13 2006, 12:53 AM
პოსტი
#2
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
და იმის პასუხად, ყველაგან რომ ქრისტეს ვეძებთ( ალბათ, იმიტომ რომ გვინდა სხვაც გადარჩეს ჩვენთან ერთად) ირანელი პოეტი ქალის ფორუყ ფაროხზადის ლექსის ქართულ თარგმანს დავწერ...
იგი სწორედ იმ ადამიანმა გადმოაქართულა, რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ. და ის განწყობა რომ არ დაკარგულიყო, რაც ამ ლექსს ორიგინალში აქვს, არ გაურითმავს. მექანიკური თოჯინა ამათზე უფრო, დიახ, დიახ, ამათზე დიდ ხანს, ამათზე უფრო შეიძლება მდუმარე დარჩე. შეიძლება მრავალი საათი მკვდართა მზერასავით გაყინული მზერით მიშტერებოდე სიგარეტის კვამლს, მიშტერებოდე ყავის ფინჯანს, ხალიჩაზე ამოქარგულ ფერწასულ ყვავილს, კედელზე გაკლაკნილ საშიშ ხაზს; შეიძლება გაფიჩხული ხელის მტევნებით ფანჯრებიდან ფარდა გადასწიო და დაინახო: ქუჩებში კოკისპირული წვიმა ასხამს; ბავშვი თავისი ფერადი ფრანით თაღს შეფარებია; ძველი, დანჯღრეული ეტლი ფუსფუსით სავსე სიჩქარით ტოვებს ცარიელ მოედანს. შეიძლება ერთ ადგილას დარჩე, ფარდის გვერდით_ მაგრამ ყრუ, მაგრამ უსინათლო. შეიძლება დაიყვირო, ძალიან უცხო,ძალიან ყასიდი ხმით დაიყვირო: "მიყვარს..." შეიძლება მახვილგონივრულად დასცინო ყველა განსაცვიფრებელ გამოცანას; შეიძლება თავი მხოლოდ კროსვორდების ამოხსნით შეიქციო და შეიძლება გული მხოლოდ უაზრო პასუხის პოვნით გაიხარო. უაზრო პასუხის_ დიახ, ხუთი-ექვსიოდე ბგერისა. შეიძლება მთელი ცხოვრება მუხლმოყრილი იდგე, სამარის მძიმე ფეხქვეშ თავწახრილი; შეიძლება წარეცხილ საფლავში ღმერთი დაინახო. შეიძლება უმნიშვნელო მონეტა ირწმუნო. შეიძლება მეჩეთის სენაკებში გაიხრწნა "წმინდა ადგილთა მომლოცველობის" მკითხველი მოხუცივით; შეიძლება მიმატება-გამოკლებისას, გაყოფა-გამრავლებისას, როგორც ნულს, მუდამ ერთნაირი შედეგი გქონდეს. შეიძლება შენი თვალი_თავის განრისხებულ ბუდეში ჩამჯდარი _ ძველი ფეხსაცმლის გახუნებულ ფოლაქად ჩაითვალოს; შეიძლება წყალივით შრებოდე საკუთარ გუბეში. შეიძლება ერთი წამის სილამაზე სასაცილოდ ჩაშავებული სწრაფი ფოტოსავით სირცხვილით მიმალო ზანდუკის ბნელ კუნჭულში; შეიძლება ერთი დღის ცარიელად მირჩენილ ჩარჩოში ვინმე დასჯილის,ძლეულის ან ჯვარცმულის ხატი ჩამოკიდო. შეიძლება პატარ-პატარა სურათებით დაფარო კედელზე გაჩენილი საშიში ბზარები. შეიძლება უფრო ამაო ლანდებსაც შეერწყა. შეიძლება მექანიკური თოჯინა იყო და შუშის ორი თვალით შენს სამყაროს ხედავდე; შეიძლება მუყაოს ყუთში თივით გატენილი ტანით წლების მანძილზე ბადეათა და მძივთა შუშაში იძინო და ხელის ყოველი ფუჭი შეხებისას უმიზეზოდ წამოიძახო: "მე ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი!" -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი