IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართული საგალობლების უძველესი ჩანაწერები
ვეშაპო
პოსტი Nov 11 2006, 09:58 PM
პოსტი #1


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



აქ დავდებ ქართული საგალობლების უძველეს ჩანაწერებს.
ეს საგალობლები შესრულებულია ქართული გალობის დიდოსტატების მიერ XX საუკუნის დასაწყისში.
1900-ან წლებში საქართველოში ჩამოვიდნენ ინგლისელები ხმის ჩამწერი აპარატურით.
ისინი დადიოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და იწერდნენ ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელ ხალხურ სიმღერებს და საეკლესიო საგალობლებს. შემდეგ მათ თბილისში გახსნეს ხმის ჩამწერი სტუდია და უკვე აქ ჩამოყავდათ სხვადასხვა ცნობილი მგალობელ-მომღერლები.
სწორედ ამ ხმის ჩამწერი სტუდიის მიერ ჩაწერილ საგალობლებს შემოგთავაზებთ.
აქ არის 3 გურული (ე.წ. შემოქმედის სკოლის) და 2 ქართლ-კახური (ე.წ. კარბელაანთ კილოს) საგალობელი.

I საგალობელი გიგო ერქომაიშვილის გუნდის მიერაა ჩაწერილი. თვითონ გიგო ერქომაიშვილი (ანზორის დიდი ბაბუა) იყო დიაკვანის შვილი. ჩანაწერში იგი ბანს გალობს.

II და III საგალობელი შერულებულია ქართული გალობისა და სიმღერის დიდოსტატის, სამუელ ჩავლეიშვილის გუნდის მიერ. სამუელ ჩავლეიშვილი გალობს მთქმელს (საგალობლებში მთქმელი ყოველთვის პირველი ხმა არის).

IV საგალობელს ასრულებს თბილისის მგალობელთა გუნდი ვინმე ცამციშვილის ხელმძღვანელობით.

V საგალობელს ასრულებს სანდრო კავსაძის გუნდი.

შობა შენი უხრწნელ არს - ფერისცვალების IX ძლისპირი - შემოქმედის სკოლა - 1907 წ.

შენ, რომელმან განანათლენ - კვირიაკის ე გალობის ძლისპირი ხმა ა - შემოქმედის სკოლა - 1908 წ.

სიყვარულმან მოგიყვანა - ლაზარეს შაბათის ცისკრის ე გალობის დასდებელი - შემოქმედის სკოლა - 1908 წ.

შენ გიგალობთ - წირვის საგალობელი - კართლ-კახური, კარბელაანთ კილო - 1902 წ.

მამაო ჩვენო - წირვის საგალობელი - ქართლ-კახური, კარბელაანთ კილო - 1910 წ.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ლეონტი
პოსტი Nov 11 2006, 11:10 PM
პოსტი #2


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



მადლობა უნიკალური ჩანაწერების მოსმენის საშუალება რო მოგვეცი.
ქართლ-კახური სულს ატკბობს და სინანულისთვის განგაწყობს,აგრეთვე არაამქვეყნიურობის მისტიური სურნელი აქვს.
გურული უფრო ასკეტური და აგრეთვე მისტიური მეჩვენება.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Nov 13 2006, 05:16 AM
პოსტი #3


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



დღეს შემოგთავაზებთ ე.წ. 11 მარგალიტს. ეს არის გურული კილოს 11 საგალობელი, რომლებსაც ასრულებენ გურული სიმღერა-გალობის უკანასკნელი დიდოსტატები.
ეს ჩანაწერი გაკეთდა 1949 წელს, ქ. მახარაძეში (ოზურგეთი), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის ექსპედიციის მიერ, ვლადიმერ ახობაძის ხელმძღვანელობით.

I ხმა (მთქმელი) - დიმიტრი პატარავა
II ხმა (მოძახილი) - ვარლამ სიმონიშვილი
III ხმა (ბანი) - არტემ ერქომაიშვილი

აღსანიშნავია, რომ სამივე, თავისი ტემბრით იყვნენ ბანები, მაგრამ ამ ჩანაწერებში ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს გარემოება მათთვის ხელისშემშლელი ნამდვილად არ ყოფილა.
საინტერესოა ამ მგალობელთა დიალოგი იმის თაობაზე, თუ ვის რამდენი საგალობლის გახსენება შეეძლო:

ვარლამ სიმონიშვილი - "ახლა რომ გონების თვალით ვავლებ ჩემს მარაგს, ერთი სამას ორმოცდაათამდე შემიძლია ასე ზეპირად რომ აღვიდგინო. შენ კი, ჩემო არტემ, რამდენს შეძლებდი, რომ აღგედგინა?"
არტემ ერქომაიშვილი - "ორიათას ხუთასამდე შევძლებდი".
"მაშინ შენ, ჩემო დიმიტრი, რა თქმა უნდა, ჩვენზე მეტი გემახსოვრება, ვინაიდან შენ შეგირდობის დროს მთელ ამ საგალობელთა "შპარგალკების" გულმოდგინე ჩამწერი იყავიო", - მიმართავს ვარლამი
ამაზე დიმიტრი პატარავამ ამოიღო მომცრო ზომის, მაგრამ სქელი წიგნი და ექსპედიციის ხელმძღვანელს, ვლადიმერ ახობაძეს ასე მიმართა:
"თუ ამის გამოყენების უფლებას მომცემთ, მე სამიათას ხუთასამდე საგალობელს გიმღერებო . . ."

11 მარგალიტი - შემოქმედის სკოლა - 1949 წ.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ვეშაპო   ქართული საგალობლების უძველესი ჩანაწერები   Nov 11 2006, 09:58 PM
usgar   მადლობა უნიკალური ...   Nov 11 2006, 11:10 PM
ვეშაპო   დღეს შემოგთავაზებá...   Nov 13 2006, 05:16 AM
natuli   გამარჯობა,მე ნათია...   Jan 7 2007, 12:20 AM
გუჯა   გამარჯობა,მე ნათიáƒ...   Jan 7 2007, 10:22 PM
მხევალი ნინო   კიდევ დადეთ რა საგáƒ...   Jan 26 2007, 02:15 PM
IVLITA   მშვიდობა!!!უმოáƒ...   Mar 20 2007, 10:21 PM
დავით ივერიელი   აუ ხო.... სადა კილოს ქ...   Mar 20 2007, 10:41 PM
N. R.   ვეშაპო, იცი რა მაიტá...   May 8 2007, 03:30 PM
ლეონტი   ვეშაპო, იცი რა მაიტ...   Jun 13 2007, 10:21 PM
komisia   ვეშაპო აქაჩე არ მუ...   Jun 13 2007, 05:58 PM
modighliani   ხალხო... ანგელოზი ღა...   Jun 15 2007, 03:06 AM
ABRAMA   modighliani მე მაქვს და გაá...   Jun 19 2007, 03:28 PM
ვეშაპო   დანარჩენი პოსტები ...   Jun 25 2007, 06:24 PM
stch   ვა ძველი გალობა სუ á...   Jul 4 2007, 12:03 AM
Iona   ადამიანებო!!! ეá...   Jul 10 2007, 09:04 PM
ვეშაპო   Iona გავაახლელინკებáƒ...   Jul 10 2007, 11:39 PM
stch   ძალიან მაგარი რაღა...   Jul 15 2007, 10:12 PM
უჩა   ვეშაპო ვაა ეს საგა...   May 25 2009, 06:34 PM
უჩა   ძალზედ საინტერესოá...   Jun 19 2009, 03:36 PM
უჩა   [color=#3333FF][b]აბშილავები -...   Jun 19 2009, 03:52 PM
უჩა   ესეც კახეთის ექსპე...   Jun 19 2009, 04:05 PM
LEXO_931   იქნებ პირველი გვერ...   Jun 19 2009, 09:58 PM
უჩა   LEXO_931 აუ თავიდან რომ á...   Jun 19 2009, 11:09 PM
Rati_Van_Bakuradze   აუ პირველი გვერდის...   Jul 2 2009, 10:41 PM
უჩა   ეჰ მაი მეც მინდას მ...   Jul 2 2009, 11:50 PM
mariami-k   ლინკები alldrives.ge-ზე ატáƒ...   Jul 3 2009, 09:30 AM
mariami-k   ესეც პირველ გვერდზ...   Jul 3 2009, 10:53 AM
Rati_Van_Bakuradze   ესეც პირველ გვერდáƒ...   Jul 6 2009, 09:50 PM
nikolas   ვეშაპო, აი რისი კითá...   Oct 25 2010, 11:14 PM
nikolas   ვეშაპო, აი რისი კითá...   Oct 25 2010, 11:14 PM
ვეშაპო   nikolas ეგ გააჩნია ვინ áƒ...   Oct 26 2010, 04:19 PM
nikolas   ანუ, ახლააა...რა სტიáƒ...   Oct 26 2010, 04:36 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th November 2026 - 03:00 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი