პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
ლილიანა |
Nov 13 2006, 11:33 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
ამერიკელი პოეტი ლენგსტონ ჰიუიზი
იესოს ფერხთით ისეოს ფერხთით დგას ზღვა მწუხარება . უფალო , მომადლე წყალობის ხარება ! ვდგავარ შენს ტერფებთან , მწამს შენი სახელი , პატარა იესოვ , მომეცი ხელი ! ანგელოსთა ფრთები ანგელოსთა ფრთები თოვლივით თეთრია , თოვლივით თეთრია, თოვლივით თეთრია, ანგელოსთა ფრთები თოვლივით თეთრია, მე კი ძლივს მივათრევ ო, ფრთებს ძლივს მივათრევ , მე ცეცლის მორევში . ანგელოსთ ფრთები კი თოვლივით თეთრია , თოვლივით თეთრია ცეცხლი ცეცხლი, უფალო , ცეცხლი! ცეცხლით განწმინდე სული ! არ ვიყავ ქველი არ ვიყავ წმინდა, ვიყავ ბილწი , მდაბალი , უნდო , ცეცხლი , უფალო. ცეცხლი. ცეცხლით განწმინდე სული! მითხარი , ძმაო , გამანდე მეცა ტანჯვის და გლოვის გზა თუა ზეცა? ცეცხლი, უფალო, ცეცხლი , ცეცხლით განწმინდე სული ! ვიყავი ცრუ და ვიყავი მპარავი . ჩემდენი ქალები თუ ჰყავდათ ფარაოს ! ცეცხლი , უფალო, ცეცხლი , ცეცხლით განწმინდე სული ! ცეცხლი მსურს , უფალო, განწმინდე სული ! -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი