IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ზაფხულის ჩანაწერებიდან...
KAIROS
პოსტი Oct 1 2007, 11:04 PM
პოსტი #181


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ხევსურებში არის ასეთი თქმა, მოსულ სტუმარს მასპინძელი შეაგებებს: "მოხვედ მშვიდობით", პასუხი კი ასეთია :" დამხვდით მშვიდობით" smile.gif დღესდღეობით დიდ მშვიდობას მართალია აქ და საერთოდ საქართველოში, ვერ ვხედავ, მაგრამ რას იზამ აქ ფორუმია და რაღაც წილად ბუნებრივიცაა ( ზომებში რათქმაუნდა), იქ კი (ქართულ პოლიტიკაში) ფორუმი კი არა "ბარდაკს" რომ უწოდებენ რუსები ისაა! biggrin.gif

მოკლედ, დავბრუნდი, როგორც შეგპირდით ზუსტად 1 ოქტომბერს, ევროპის სამივე სამხრეთის ნახევარკუნძლების, კერძოდ თურქეთის, საბერძნეთის და ესპანეთის 1 თვიანი მონახულება-მოლოცვის შემდეგ,ისევ დავუბრუნდი დროებით სამყოფელს...

საქართველო დამაკლდა მაშინვე, როგორც კი ბათუმიდან ავფრინდი, ასევე ის ადამიანები, ვინც იქ დავტოვე, მათ შორის თქვენც, ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, მიხარია, რომ გიცნობთ, როგორც ერთი ბრძენი ამბობდა: " ადამიანი ამქვეყნად მხოლოდ ორ რამეს უნდა ეძებდეს, ღმერთსა და ისევ ადამიანსო", ასე რომ ესეც ერთმანეთის პოვნა და აღმოჩენა იყო...

ცალკე თოფიქი იმიტომ გავხსენი, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე , ორ ათასმდე ან უფრო მეტი ციფრული სურათი და მილიონი ემოცია დამიგროვდა, რაღათქმაუნდა განსაკუთრებით ათონის მთის ოთხდღიანი მოლოცვის შემდეგ, თუმც ვერც აია სოფიას დავივიწყებ სტამბულში, ვერც წმ. დიმიტრის ტაძარს თესალონიკში და ვერც ქართულ წირვა-ლოცვებს ესპანეთში...

ასე რომ ამ ყველაფერზე, ნელნელა და სისტემატურად დავწერ, დრო გვაქვს, მაშ ასე:

დამხვდით მშვიდობით და იხარეთ!

სიყვარულით:

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Oct 10 2007, 01:31 PM
პოსტი #182


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ახლა მომყავს ჩემი მეგობრის ჩანაწერების შემოკლებულ ვარიანტს, რათქმაუნდა ანონიმურობის დაცვით smile.gif

ჩვენი მოგზაურობა საბერძნეთში
26 აგვისტო – 1 სექტემბერი,2007

ათენი

26 აგვისტოს, კვირას, დილაადრიან ჩავფრინდი ათენში და ცოტა ხანში კაიროსიც ჩამოფრინდა იტალიიდან. უკვე აეროპორტში იგრძნობოდა, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ჩამოვედით, ბერი იჯდა და ვიღაცას ელოდა...

ათენში საშინლად ცხელოდა. სკანდინავიიდან და იტალიიდანაც კი ჩასულ ხალხს ძალიან არეულ ქალაქად მოგვეჩვენა. სიცხე, ბუღი, მტვერი, ნაგავი ქუჩებში, სუნი, სახლებიც უღიმღამო...მომსახურების დონე დაბალი, მაგრამ ხალხი თბილი.

პირველი რაც გავაკეთეთ იყო ბილეთების ყიდვა ღამის მატარებელზე, იმ ღამეს მივდიოდით თესალონიკში. ცენტრალურ სადგურში, რომელიც ძალიან პატარა იყო დავდექით რიგში. ჯერ გაბრაზებული ხალხი ეჩხუბა მოლარეს, რომელიც ხმას არ იღებდა. ჩვენს წინაც შევარდა ერთი კაცი და ხმამაღლა უყვიროდა იმ საწყალს. ჩვენი რიგი რომ დადგა, მოგვცეს ბილეთები მარტო ერთი მიმართულებით, უკან დასაბრუნებელი ბილეთი არ შეგიძლიათ აქ იყიდოთო. მერე დამიჯავშნეს ბილეთი და ჯავშნის ნომერი ქაღალდის ნაკუწზე დამიწერეს კალმით, არც სახელი, არც გვარი...

მოვიარეთ აკროპოლისი, რაც ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო. აკროპოლისის მიდამოებშიც, ცენტრშიც ძალიან ხშირი იყო წმიდნანების სახელობის ქუჩები.




ჩვენი ჩასვლა დაემთხვა ყველაზე ინტენსიური ხანძრების პერიოდს. გლოვეს დღეები იყო და დროშებიც დაბლა იყო დაწეული. ყველგან სადაც ტელევიზორები იყო ჩართული ამაზე იყო გადაცემა. ჩვენ არაფერი არ გვიგრძვნია, გარდა იმისა რომ ერთ ადგილას, ათენის ცენტრში ფერფლი მოფრინავდა ჰაერში.

ვისადილეთ ცენტრალურ სადგურთან ახლოს პატარა რესტორანში. მივირთვით ზღვის საჭმელები, რაც ძალიან, ძალიან გემრიელი იყო და ძალიან იაფი. მომსახურებაც იმდენად კარგი იყო, რომ საღამოთიც მანდ მივედით იმავე ოფიციანტთან.

თესალონიკი

ღამე წავედით თესალონიკში მატარებლით. კუპეში (6 ადგილიანი კუპე იყო) დაგვემგზავრა ერთი მოხუცი კაცი – ძია საბა – თავისი შვილიშვილით. მე და კაიროსი ქართულად რომ ვლაპარაკობდით ერთმანეთში, ის კაცი სულ გვაკვირდებოდა, მოგვიანებით კი ქართულად დაგვიწყო საუბარი. თურმე საქართველოდან 15 წლის წამოსული ბერძენი ყოფილა. ჩვენ კი გაგვიკვირდა, რომ ამ მატარებელში და თანაც ჩვენს კუპეში ქართულად მოსაუბრე დაგვემგზავრა და დიდი სიამოვნებით ვესაუბრეთ მას.

დაახლოებით ღამის 2 საათზე მატარებელი გაჩერდა. თურმე თბომავალს ქონდა რაღაც პრობლემები და ამიტომ შემდეგი რამოდენიმე გაჩერება უნდა გვემგზავრა ავტობუსებით. ასე ორი საათი ვიმგზავრეთ და მერე ისევ მატარებელში ჩაგვსვეს. ასე ძილგატეხილებმა ვიმგზავრეთ თესალონიკამდე, სადაც დილის 7-8 საათისათვის ჩავედით.

სადგურში კაიროსის ნათესავი – გია – დაგვხვდა. ის უკვე რამდენიმე წელია რაც საბერძნეთშია. მან მაშინვე ამიღო უკან დასაბრუნებელი მატარებლის ბილეთი, მიუხედავად ჩემი თხოვნისა რომ მე ავიღებდი (თანაც ის ქაღალდის ნაკუწი ჯავშნის ნომრითურთ არ გამომიყენებია). მერე მოგვატარა ქალაქის ცენტრი, წაგვიყვანა წმინდა დიმიტრი თესალონიკელის სახელობის ტაძარში, სადაც ამ წმინდანის განუხრწნელი ნაწილებია. მოვილოცეთ ტაძარი და ამ წმინდანის ნაწილებიდან მომდინარე მირონში ამოვლებული ბამბაც მივიღეთ. საოცარი სურნელებაა აქვს ამ მირონს.



წმინდა დიმიტრის წმინდა ნაწილები
მოგვიანებით წავედით საქალაქთაშორისო ავტობუსების ერთერთ ცენტრალურ გაჩერებაზე, სადაც ურანოპოლისისაკენ მიმავალ ავტობუსზე ავიღეთ ბილეთები. მხოლოდ ამის მერე წავედით გიასთან სახლში. გიასთან სახლში რომ მოვისვენეთ, მერე გიამ წაგვიყვანა სანაპიროზე, სადაც ერთერთ რესტორანში ვისადილეთ. იქაც ზღვის პროდუქტებს გეახელით, რაც მართლაც რომ ძალიან გემრიელი იყო. განსაკუთრებულად რვაფეხა და მოლუსკების სუპი მოგვეწონა. გიამ გადაიხადა ყველაფერზე, მიუხედავად იმისა რომ ვთხოვეთ რომ ჩვენც გადაგვეხადა. მინდა ვთქვა, რომ გია საოცრად თბილი პიროვნებაა, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული და მონატრებული. რაც მასთან ვიყავით სულ გადაგვყვა ყველაფერზე.

რაც შეეხება თვით ქალაქს, ის საკმაოდ დიდია ფართობით. რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ თითქოს უფრო წააგავდა დიდ ქალაქს ვიდრე ათენი. თუმცა აქაც არეულობა, მტვერი, დაულაგებელი უბნები. როგორც გავიგეთ თესალონიკში დიდი რაოდენობით ქართველი და საქართველოდან წამოსული ბერძენი ცხოვრობს. მთელს საბერძნეთში, როგორც გვითხრეს, დაახლოებით 25 000 ქართველი იქნება (იქ ასობით ათასზე საუბრობდნენ მაგრამ ეს ქართული გადაჭარბებაა smile.gif ) . თუმცა რამდენად ზუსტია ეს რიცხვიც ნამდვილად არ ვიცი.

იმავე დღეს საღამოთი გავემგზავრეთ ურანოპოლისში, სადაც საღამოს 9-10 საათზე ჩავედით. გზად ბევრი მთა იყო გასავლელი. როცა მთის წვეროზე ავდიოდით, არაჩვეულებრივი ხედები იშლებოდა. ათენის და თესალონიკისაგან განსხვავებით ძალიან ლამაზი იყო ეს მხარე როგორც ბუნებით, ასევე პატარა სახლების ნაგებობითაც. იქაური პატარა ქალაქები და არქიტექტურა უფრო წააგავდა იტალიურს. ადგილებიც უფრო მოვლილი იყო ვიდრე ათენში და თესალონიკში.



ურანოპოლისი

ეს არის საკმაოდ პატარა, კარგად მოვლილი და სუფთა, ტურისტული ქალაქი. ამ ქალაქის მერე არის ათონის მთის საზღვარი. 27 აგვისტო იყო ჩვენ რომ ურანოპოლისში ჩავედით. აქ დაჯავშნული გვქონდა სასტუმრო, სადაც გამაგრილებელი შხაპი მივიღეთ და კარგად მოვისვენეთ. ჩვენი სასტუმრო პირდაპირ გადაჰყურებდა ზღვას და ურანოპოლისის პორტს, საიდანაც მეორე დღეს უნდა გაგვეცურა გემით ათონისაკენ.


დილით ადრე გავემართეთ პორტისაკენ, სადაც ჯერ უნდა აგვეღო ოფიციალური საშვი ათონზე შესასვლელად. საშვი უპრობლემოდ ავიღეთ;
რაც კი საბერძნეთში ვიყავით ამინდი სულ ჩვენსკენ იყო. მოწმენდილი ცა, წყნარი ზღვა, სიცხე. იმ დღესაც ამინდმა გაგვახარა. ზღვა კი ცალკე აღწერის ღირსია: მშვიდი, სუფთა და გამჭვირვალე, ფერით ხან ზურმუხტოვანი, ხან მელნის ფერი და ხან ცისფერი. იმდენად გამჭვირვალე იყო რომ ფსკერი ჩანდა გამოკვეთილად, ხან თევზების გუნდიც გამოაჩენდა თავს, ალაგ ალაგ კი დიდი და ნარინჯისფერი მედუზებიც გამოჩნდებოდა ხოლმე.

გემი საკმაოდ დიდი იყო. უფრო სწორედ ეს იყო ბორანი. პირველ სართულზე მანქანები იყო, მეორე და მესამეზე კი მგზავრები. ჩვენ ვიყავით სულ ბოლო სართულზე – ღია ადგილას და გაოცებულები თვალს ვერ ვაშორებდით ათონის მთის სილამაზეს. უნდა აღინიშნოს რომ ათონის მწვერვალი ითვლის 2033 მეტრს და მკაფიოდ მოჩანდა გემიდან. საოცარი სანახაობაა. ამ მწვერვალზე განთავსებულია ფერისცვალების მონასტერი. მართლაც საოცარ ადგილასაა...

ურანოპოლისიდან დაფნიმდე, ათონის მთავარი პორტი, გზის დასაფარად გემს 2 საათი დასჭირდა. გზადაზგა ვჩერდებოდით სხვადასხვა მონასტრებთან. დიდებული სანახაობა იყო – ზღვასთან ახლოს, მთის ძირში, მაგრამ ზღვიდან ცოტა ამაღლებულ დონეზე განთავსებული მონასტრული კომპლექსები. როგორც იცით, ათონზე სულ 20 მონასტერია, გარდა ამისა არის სკიტებიც რაც ზომით უფრო პატარაა. უნდა აღინიშნოს რომ ივერონის მონასტერი იერარქიულად არის მესამე მონასტერი ათონის მთაზე და მას გააჩნია ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკა.

პირველი ბერი

ჩვენი გემი უახლოვდებოდა ერთერთ მონასტერს, როცა მის მისადგომთან შევნიშნეთ ბერი რომელიც ჯდებოდა გასაბერ ნავში. ჩვენ მას დავაკვირდით. როცა კარგად მოკალათდა შეხედა ჩვენს გემს და დაგვიქნია ხელი. მანძილი შორი იყო, მაგრამ ჩანდა რომ თბილად გვიღიმოდა ყველას. ჩვენც, ვინც გემის ბაქანზე ვიდექით, ყველამ დავუქნიეთ ხელი და უცბად ამ ბერმა აამუშავა ელექტროძრავა და თავისი ნავი ”გააჭენა” ისე როგორც ცხენს აჭენებენ – ნავის ცხვირი ჰაერში ავარდა. ძალიან კარგი სანახაობა იყო, ყველას გაგვეღიმა. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა იქაურ ბერთან.

დაფნი და კარიესი

შუადღისას ვიყავით უკვე დაფნიში. იქვე დაგვხვდა ავტობუსები, რომლითაც ჩავედით ათონის ადმინისტრაციულ დედაქალაქში – კარიესში. ძალიან პატარა ქალაქია, თავისი მაღაზიებით, ბანკით, ფოსტით ტელეფონების ჯიხურებით. დაფნიდან კარიესისაკენ მიმავალი გზის ნაწილი იყო კარგად მოპირკეთებული, ნაწილი კი უბრალო მტვრიანი გზა იყო. კარიესში იდგა მიკროავტობუსები. ჩვენ მოვნახეთ ივერონში მიმავალი ავტობუსი და ასე 40 წუთში აღმოვჩნდით ნანატრ ადგილას.

ივერონი

28 აგვისტო, სამშაბათი.
ვერ გადმოგცემთ ჩვენს გრძნობას. მადლობა ღმერთს! ჯერაც არ გვქონდა გააზრებული თუ სად მოვხვდით – ათონი და მერე ივერონი!

მონასტერი განლაგებულია ძალიან ახლოს ზღვასთან. კომპლექსის გარეთა ნაწილი ხარაჩოებშია ჩასმული, მიმდინარეობს მშენებლობა და ალბათ რეკონსტრუქცია. მონასტრის შესასვლელთან დიდი აბრაა ბერძნული წარწერით. ჩვენ ბერძნული არ ვიცით, მარამ ასე მივხვდით რომ ევროგაერთიანებას გამოყოფილი აქვს დაახლოებით 3 მილიონი ევრო, როგორც ჩანს, რეკონსტრუქციისათვის.

ჩვენ ჩავედით ივერონში 28 აგვისტოს, მიძინების დღესასწაულს, შუადღის მერე. სადღესასწაულო მსახურება უკვე დასრულებული იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ხალხი, ბერი და ერი, იყო მონასტერში. ჩვენ მივედით სასტუმრო კომპლექსში, სადაც მაგიდაზე დაგვხვდა ცივი წყალი და ბერძნული ტკბილეულობა – ლუქუმი. ცოტა მოვისვენეთ და სული მოვითქვით იმ სიცხიან დღეს. ცოტათი მოგვიანებით გამოჩნდა ბერი – მამა იერემია, რომელსაც ევალებოდა სტუმრების მიღება. მან ინგლისური იცოდა კარგად, ასე რომ ურთიერთობა არ გაგვიძნელდა. ახალი მომლოცველები ბევრნი იყვნენ სტუმართა კომპლექსში და ყველა ელოდებოდა მამა იერემიას. როცა ჩვენი რეგისტრაციის რიგი დადგა, მან გადახედა ჩვენ ადრე გაგზავნილ ფაქსს, დაგვსვა სკამებზე და თბილად გამოგვკითხა თუ საიდან ვიყავით, რა სპეციალობის. გაეხარდა რომ გაიგო რომ საქართველოდან ვიყავით და აღნიშნა რომ მარიამობის დღესასწაულს ივერონში დაახლოებით 40-მდე ქართველი დაესწრო. უნდა ითქვას რომ დიდი პატივით მიგვიღო. ჯერ აგვიყვანა მეორე სართულზე, სადაც 10 კაციან ოთახში უკვე 4 კაცი იყო განთავსებული და გვკითხა გვსურდა თუ არა ამ ოთახში დარჩენა. ჩვენ უარი არ ვუთხარით და დავიწყეთ დაბინავება. მაგრამ ჩანდა რომ მამა იერემია რაღაცაზე დაფიქრდა და გვთხოვა მას გავყოლოდით. აგვიყვანა ბოლო სართულზე, სადაც მოგვცა ერთადგილიანი ოთახი (ერთი გაწყობილი ლოგინით), სადაც მოგვიტანა გასაშლელი მეორე ლოგინი და ზეწრები და მოგვიმზადა ლოგინი. საოცრად თავმდაბალი ადამიანი იყო. რამდენჯერმე შევთავაზე და ვცადე კიდეც მოხმარება, მაგრამ მან დამაწყნარა – დაბრძანდიო და დაისვენეთო, მე ამას მივხედავო. მოგვიანებით კაიროსი და მე ვსაუბრობდით მის შესახებ, ჩვენ ვიფიქრეთ რომ ალბათ მორჩილი ან ახალი ბერი არის. თუმცა მოგვიანებით ვნახეთ რომ ის იყო მღვდელმონაზონი (მასთან აღსარებაც ჩავაბარეთ). აი ასეთი თბილი და თავდაბალი მოპყრობა, რასაც ხშირად ჩვენ ვივიწყებთ ან არ ვკადრულობთ, სამწუხაროდ.

ჩვენ ოთახი იყო ძალიან სადა და კოხტა, ქონდა გასასვლელი აივანზე, რომელიც იმ სართულზე განლაგებულ სხვა ოთახებს უერთდებოდა. ჩვენი ოთახი, თავისი გასაღებით – სუფთა ”ლუქსი” პირობები. ოთახში კედელზე ეკიდა ივერიის ღმრთისმშობლის ხატი, და ეს ხატი ყველა ოთახში, სართულზე იყო დაკიდული. ჩვენი ოთახის გვერდით იყო განთავსებული პირსაბანი და ტუალეტი. იდეალური სისუფთავე იყო მანდაც.

ცოტათი რომ მოვისვენეთ, ჩავედით დაბლა მონასტრის ცენტრალურ მოედანზე. მანდ ნახავდით ბევრ ბერს და მომლოცველებს. ვნახეთ 4 ქართველიც, მათ შორის ორი კაიროსის ახლობელი აღმოჩნდა. საღამოთი დავესწარით მსახურებას ივერონის ძირითად ტაძარში, სადაც ივერიის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი იყო დაბრძანებული მიძინების დღესასწაულის გამო. სხვა დღეებში კი ხატს ათავსებენ თავის ადგილას – კარში, რომლის გვერდით დაშენებულია პატარა ტაძარი.

მოვილოცეთ და ვილოცეთ ამ დიდებული ხატის წინ. წარმოუდგენელი იყო ეს ჩვენთვის!

მთავარი ტაძარი შედგებოდა სამი ნაწილისაგან – ჯერ პატარა ოთახი ხატებით და ფრესკებით, მერე მეორე ოთახი ხატებით და ფრესკებით და მერე გავდიოდით ძირითად ნაწილში, სადაც დაბრძანებული იყო ივერიის, ანუ კარის ღმრთისმშობლის ხატი. მსახურება საინტერესო იყო. ბერები იყვნენ ტაძრის ყველა ნაწილში, კედლებთან განთავსებული იყო სპეციალური სკამები, სადაც შეიძლებოდა ჩამოჯდომა როგორც სკამზეა ან თუ გადააკეთებდით ამ სკამს, მაშინ ჩამოჯდებოდით უფრო მაღალ დონეზე (როგორც ბარის სკამებია), გარდა ამისა დგომისას შეიძლებოდა იდაყვების დაყრდნობა მოაჯირებზე ანდა ფეხების ოდნავ მაღლა შემოდება. მსახურება დიდ ხანს მიდიოდა, და ამიტომ ზოგი ბერი ჯდებოდა, ზოგი იდაყვებით დაყრდნობილი იყო და როცა საჭირო იყო ყველა დგებოდა.

მსახურებაც საინტერესო იყო. ჯერ ერთი მკითხველები იყვნენ ტაძრის ცენტრალურ ნაწილის ჩრდილიოთ და სამხრეთ კუთხეში და მორიგეობით ხან ერთი კუთხიდან ისმოდა ლოცვა ან გალობა და ხან მეორე კუთხიდან. ყველაფერი მიედინებოდა წყალივით და შეუჩერებლივ. სამცუხაროდ ბერძნული არ ვიცით, მაგრამ ძალიან ლამაზი იყო მსახურება. თანაც მსახურებაში მონაწილეობას ღებულობდა ბევრი ბერი, თითქოსდა საერთო და ერთიანი მსახურება იყო. ამან მე პირადად გამაოცა.

ივერიის ღმრთისმშობლის ხატს ქართული პერანგი ემოსა და ძალიან ლამაზი იყო. რაც ძალიან მომეწონა ტაძარში, ეს იყო სიმშვიდე და მოწესრიგებულობა, სიყვარული და სიწყნარე. არავინ არავის შენიშვნას არ აძლევდა, ყველა კონცენტრირებული იყო მსახურებისათვის და ჩაღრმავებული იყო პირად ლოცვებში. ეს ჩვენთვის არის სამაგალითო.

მსახურების მერე გაიმართა ტრაპეზი. ხალხი ბევრი იყო, იმედნი, რომ ჩვენ ვერ შევძელით სატრაპეზოში შესვლა და გარეთ დარჩენილ ხალხს შევუერთდით სატრაპეზოდ. ტრაპეზი მოკრძალებული იყო: მაკარონი და რვაფეხა, მოზრდილი ნაჭერი ბერძნული ყველისა, პური, ხილი და ჭიქა წითელი ღვინო. თითქოსდა ცოტა იყო, მაგრამ ისეთი მადლიანი იყო რომ მაშინვე დაგვანაყრა.

იმ ღამეს დავრჩით ივერონში და დილით გავემზადეთ ჰილანდრის, სერბულ, მონასტერში წასასვლელად.

გზა ჰილანდრისაკენ

29 აგვისტო, ოთხშაბათი.
რუქაზე დაშორება ივერონსა და ჰილანდრის მონასტრებს შორის თითქოსდა არ ჩანდა დიდი, მაგრამ სინამდვილეში ...
ჯერ წავედით კარიესში, იქიდან არაფერი არ მიდიოდა ჰილანდარში ან ჩვენ ვერ ვნახეთ ვერაფერი. მაგრამ გვითხრეს რომ დღეში ერთხელ დადის სწრაფი გემი ივერონიდან ჰილანდრის მიმართულებით. მაშინვე დავბრუნდით ივერონში და დაველოდეთ იმ გემს. მაგრამ ეს გემი ერთ დღეს ერთი მიმართულებით მიდიოდა და მხოლოდ მეორე დღეს ბრუნდებოდა უკან. ეს კი ჩვენთვის ნიშნავდა რომ მოგვიწევდა ჰილანდარში გაჩერება. მე ადრე ინტერნეტიდან ვიცოდი, რომ ჰილანდარში სტუმრებს ვერ ღებულობდნენ სამი წლის წილ მომხდარი ხანძრის გამო, რომელმაც მონასტრის თითქმის ნახევარი გაანადგურა.

ჩვენც მივენდეთ უფალს და გავყევით ამ გემს ჰილანდრისაკენ. გემი პატარა და მართლაც ჩქარი იყო. თან დაგვემგზავრა ერთი ჩეხი მართლმადიდებელი ახალგაზრდა კაცი – პეტრე. ძალიან თბილი და საყვარელი პიროვნება. მაშინვე დავუვახლოვდით ერთმანეთს.

გემი კი ცალკე ისტორიაა; ერთ ოთახში ვიყავით ყველა მგზავრებიც და გემის ”კაპიტანიც” და მისი თანაშემწე, რომელიც აგრეთვე მოლარეც იყო. სუფთა ჩვენი სოფლისაკენ მიმავალი ავტობუსის ვარიანტი. კაპიტანს თან ქონდა "ჯპრ" ნავიგაციის სისტემა, რომელიც ერთ მომენტში გაეთიშა და მოძვრა. სახიფათო ან საგანგაშო არაფერი არ იყო. ჩვენ ხომ ნაპირს მივუკვებოდით და ძალიან ახლოს ვიყავით ნაპირთან. თანაც გარეთ არაჩვეულებრივი ზღვა იყო და ჩვენ ცურვას მონატრებული ვიყავით biggrin.gif მაგრამ ერთი უნდა გენახათ როგორ აყენებდა გემის კაპიტანი GPრ–ის სისტემას და თან საჭეს არ უშვებდა ხელს. უფრო სწორედ ღიპით საჭე ეჭირა და ხელებით ამ სისტემას თავის ადგილას აყენებდა. ჰოდა, როგორც მოგეხსენებათ, ღიპი ხელი არ არის, და ჩვენი გემი ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ გაუხვევდა, ჩვენ კი სიცილს ძლივს ვიკავებდით. მერე როგორც იქნა სისტემა თავის ადგილას ჩაჯდა და ჩვენც მივაღწიეთ ჰილანდარის მისადგომს.

მისადგომიდან მონასტრამდე 30-40 წუთი ფეხით სავალი გზა იყო. მაგრამ გზაში დავინახეთ პატარა ტრაქტორზე მიბმული ურემი, სადაც რამოდენიმე კაცი და ერთი ბერი იყო. ისინი ჰილანდარში მიდიოდნენ და თან ბოსტნეულობა მიქონდათ. ჩვენ რომ დაგვინახეს, მაშინვე გაგვიჩერეს და თან წაგვიყვანეს. ურემზე რომ ავედით, ბერმა მაშინვე დამითმო თავსი ადგილი და იქვე კუთხეში ჩაჯდა. ცხადია მეუხერხულა და ვთხოვე რომ მჯდარიყო და მე დამვჯდებოდი კუთხეში, მაგრამ ვერაფერს გავხდი – ათონელი ბერები საოცრად თავმდაბლები არიან. ერთმანეთს ნახევრად რუსულად და ნახევრად ხელხბით ვესაუბრებოდით. რომ ვუთხარით რომ ქართველები ვართ, ბერმა – მამა ეფრემმა – მაშინვე გვითხრა რომ მათთან მონასტერში ერთი ქართველი ბერია – მამა ილარიონი – და გვთხოვა გავჩერებულიყავით მისაღებ ოთახში სანამ ის იმ ბერს მონახავდა. ჩვენ მივედით მისაღებ ოთახში, სადაც სხვა ბერმა გვიმასპინძლა ცივი წყლით და ლუქუმით. მისაღებ ოთახში ვიკითხეთ წმინდა სვიმეონის ვაზის შესახებ (უკვე მრავალი საუკუნეა, არც ამ ვენახთან დაკავშირებულ სასწაულიდან უშვილო ოჯახები ხდებიან ნაყოფიერნი, მათ შორის ჩვენც განვიცადეთ ეს მადლი). მან თავაზიანად აგვიხსნა, თუ სადაც არის ვაზი და ჩემს თხოვნაზე რომ მოეცა რამოდენიმე ნაყოფი სხვა უშვილო ოჯახებისათვის, ჯერ მთხოვა დამეწერა მათი სახელები (მათთვის ბერები ილოცებენ) და მკითხა თუ რამდენი მინდოდა. მე რომ ვთხოვე სამი, შუბლი შეიჭმუხნა ცოტათი და ვერაო, მაგრამ მაინც ჩადო სამი ნაყოფი და თბილად გამიღიმა...

დავათვალიერეთ მონასტერი. სამი წლის წინათ მომხდარ ხანძარს მონასტრის თითქმის ნახევარი გაუნადგურებია. აქაც მიდიოდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ოღონდ ივერონთან შედარებით უფრო ნაკლები მაშტაბის. გავოცდით ფრესკებით და ფერებით. ძალიან ლამაზი მოხატულობა გააჩნიათ. ვნახეთ ხსენებული ვაზი წმინდა სვიმეონისა. საოცრებაა, ის ამოდის წმინდა სვიმეონის საფლავიდან და თითოეული მტევანი შეფუთული აქვთ.

ამასობაში მივხვდით რომ იმ დღეს ივერონში ვეღარ დავბრუნდებოდით და დავბრუნდით მისაღებ ოთახში, სადაც ვკითხეთ თუ დაგვტოვებდნენ მონასტერში იმ ღამეს. როგორც ადრე ვახსენე, ხანძრის და დიდი ზარალის გამო მონასტერი ვერ ახერხებდა სტუმრების მიღებას, როგორც ინტერნეტში ეწერა, თუმცა ეს სულაც ვერ ვიგრძენით. პირიქით ბევრი მომლოცველი იყო მოსული დასარჩენად და ყოველგვარი პრობლემის გარეშე მონასტერმა მიგვიღო და დაგვაბინავა. იქაც, ისევე როგორც ივერონის მონასტერში, საოცარი სიუფთავე იყო, სასტუმრო ოთახი კრიალებდა, საშხაპეები (რასაც არ მოველოდით მანდ) და ტუალეტები ძალიან სუფთად ქონდათ მოვლილი. მოგვათავსეს საერთო ოთახში, სადაც ჩვენს გარდა იყვნენ ბერძნები, რუსი და ჩეხი მართლმადიდებელი.

იმ დღეს მამა ილარიონი ვერ ვნახეთ, ეტყობა დაკავებული იყო სხვადასხვა მორჩილებების შესრულებით. საღამოს ჩატარდა მსახურება, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 1..5-2 საათი. მერე გვქონდა საერთო ტრაპეზი, რასაც მოჰყვა ისევ მსახურება, ოღონდ უფრო მოკლე. საღამოს 8-8.30 საათის მერე თავისუფლები ვიყავით. შევეცადეთ მოგვენახა მამა ილარიონი, მაგრამ ისევ უშედეგოდ. მერე ვკითხეთ იღუმენს (ძალიან გავდა ქართველს) – მამა ნათანაელს – თუ შეიძლებოდა ვზიარებულიყავით მეორე დღეს და მივიღეთ დადებითი პასუხი. ძილის წინ ვეასუბრეთ რუსს მართლმადიდებელს, რომელსაც აინტერესებდა წმინდა სვიმეონის ვაზი და რაღაცეები ავუხსენით. გარდა ამისა ვესაუბრეთ ბერძნებს და იმ ჩეხსაც, რომელსაც ძალიან დავუვახლოვდით. როგორც კაიროსი ამბობდა მაშინ – ჩვენი პეტრუშკა სად არისო?

ცისკრის მსახურება დაიწყო დილის 4.00 საათზე. ჩვენ ადრევე ავდექით და ტაძრისაკენ გავეშურეთ. საინტერესო იყო ტაძარში – სულ რამოდენიმე კანდელი და სანთელი ენთო და ძირითადში სიბნელე იყო. მანდაც ისევე როგორც ივერონის მთავარ ტაძარში, კედლებთან განთავსებული იყო სპეციალური სკამები. მსახურება სერბულად იყო და ლამაზი იყო ძალიან. ყველაზე მეტად მოვიხიბლე ”რომელი ქერუბიმთა”-ს გალობით, არაჩვეულებრივი იყო. ცისკარს მოება წირვა და თითქმის ყველანი ვეზიარეთ სიწმინდეებს. ტაზარში ბევრი ხატი და ფრესკაა, ხოლო მთავარი ხატი იყო ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ცნობილი ხატი ”სამხელა”. (ორიგინალი ! ) გავოგნდით, ვინაიდან არ გვახსოვდა ეს. ისევე როგორც ივერონის მთავარი ტაძარი, ჰილანდრის მთავარი ტაძარიც სამი ნაწილისაგან შედგება. მთავარ ნაწილში კი ერთერთი ყველაზე დიდი სიწმინდეა განთავსებული – წმინდა სვიმეონის საფლავი. წმინდა სვიმეონი და მისი შვილი წმინდა საბა არიან ჰილანდარის დამაარსებლები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტაძრის ერთ მხარეს დაბრძანებული იყო წმინდა ნინოს ხატი. ალბათ მამა ილარიონის იქნებოდა, ვიფიქრეთ ჩვენ.

წირვის დასრულებამდე ერთმა სერბმა მიგვანიშნა თუ რომელი იყო მამა ილარიონი – აი ისაო, ყველაზე დაბალი ბერიო (სერბები ხომ მაღლები არიან). მივედით და გავიცანით მამა ილარიონი. ძალიან გაეხარდა მასაც. მე გადავეცი მამა ილარიონს ნანას და ჩემი წერილი ჩვენს ბავშვებსა და წმინდა სვიმეონის ვაზის თაობაზე. წერილთან ერთად სურათებიც გადავეცი და ჩვენ კოპენჰაგელი სერბი მღვდელიც – მამა რადმილო – ვახსენე. მამა ილარიონმა ეს რომ გაიგო, მერე მკიხვდა რომ მე საქართველოდან არ ვიყავი ჩასული და უცბად წამოიძახა – ესე იგი ეს თქვენ ხართ დანიიდან? და უცბად ტაძრის მეორე ნაწილში გავიდა და იქიდან მოიტანა ფაქსი სერბული ეკლესიის სკანდინავიის ეპარქიიდან, სადაც ჩვენზე ეწერა (როცა ჩვენ დავიწყეთ მარხვა რათა მიგვეღო წმინდა სვიმეონის აზის ნაყოფი, უნდა გვეცნობა ჩვენი სახელები ჰილანდრის ბერებისათვის, რათა მათ ელოცათ ჩვენთვის). KAIღOშ და მე გავოგნდით, მამა ილარიონმა კი აგვიხსნა, რომ როცა ეს წერილი მონასტერმა მიიღო ბერებმა რომ ნახეს რომ ნანა და მე ქართველები ვართ, გადაწყვიტეს მამა ილარიონისათვის - ქართველი ბერისათვის – გადაეცათ ჩევნი სახელები. საოცრება არ არის? ქართველი ბერი სერბებთან ერთად ლოცულობდა თურმე ჩვენთვის. დიდება და მადლობა ღმერთს! ამის მერე იღუმენს გადავეცით ჩემი მეუღლის მიერ მოხატული წმინდა სვიმეონის ხატი, რომელიც მაშინვე წმინდა სვიმეონის საფლავზე მოათავსეს.



შესასვლელი ჰილანდარში. მარცხნივ მისაღები ოთახია სტუმრებისათვის


წირვის მერე იყო ტრაპეზი, ხოლო მის მერე დავემშვიდობეთ მამა ილარიონს. მან გადმოგვცა ხატები და აგრეთვე გვთხოვა დაგვენთო დიდი კელეპტარი, რომელიც ჩვენი პატრიარქისგან ქონდა მიღებული, ივერიის ღმრთისმშობლის ხატის წინ, რაც ცხადია შევასრულეთ. სამწუხაროდ სურათი ვერ გადავიღეთ ერთად, ბერები არიდებენ ამას თავს და თანაც შიგ ტაძარში სურათების გადაღება არ არის ნებადართული, მხოლოდ გარეთ შეიძლება. ტრაპეზის დროს შევეცადე დამეთვალა თუ რამდენი ბერი იყო მანდ და დაახლოებით 25 დავთვალე.

მამა ილარიონთან დამშვიდების მერე ერთმა სერბმა ბერმა სხვა სტუმრებთან ერთად დაგვათვალიერებინა ჰილანდარის მუზეუმი, სადაც მე-13 საუკუნის ხატებია დაბრძანებული. მათ შორის იყო ცნობილი სერბული ხატები უფლისა (პანტოკრატორი) და დედაღმრთისასი.
მამა ილარიონმა დამშვიდების წინ გვითხრა რომ მონასტრიდან ვიღაცა მანქანით წაგვიყვანდა ჰილანდარის ნავსადგურთან, სადაც ივერონისაკენ მიმავალ ნავში ჩავჯდებოდით. ასეც მოხდა ყველაფერი. მალევე აღმოვჩნდით ნავში და გავცურეთ ივერონისაკენ.

ისევ ივერონი

30 აგვისტო, ხუთშაბათი.
დილის 11-თვის ჩავედით ივერონში. მონასტრის ტერიტორიაზე ის ქართველი, სახელად დათო, მომლოცველი ვნახეთ, რომელიც ურანოპოლისში ათონზე შესასვლელი საბუთის ოფისში გავიცანით. მსახურება უკვე დამთავრებული იყო ტაძარში და იწყებოდა ტრაპეზი. ტრაპეზის მერე გავეშურეთ წმინდა წყაროსთან. ეს ის ადგილია, საიდანაც წყალმა ამოხეთქა როდესაც ქართველმა ბერმა წმინდა გაბრიელმა ივერიის ღმრთისმშობლის ხატი ამოაბრძანა ზღვიდან. საოცარი რამეა, წყარო მდებარეობს ზღვასთან ძალიან ახლოს, სულ რამოდენიმე ნაბიჯში, მაგრამ წყალი მტკნარია, მარილის გემო საერთოდ არა აქვს.


საღამოთი მსახურების წინ მამა იერემიას გადავეცით ნანას მოხატული ხატი წმინდა გიორგი მთაწმინდელისა. მამაოს ძალიან გაეხარდა და გვთხოვა იღუმენისათვის გადაგვეცა ხატი. მინდა ცოტა უკან დავიხიო და ხაზი გავუსვა, რომ ჰილანდარშიც და ივერონშიც უამრავი ხატია ტაძრებში, და სანამ ჩვენ გადავცემდით ხატს, მე ვფიქრობდი რომ მიიღებდნენ მხოლოდ როგორც საჩუქარს, მაგრამ ორივეგან ბერებმა გამოხატეს ძალიან დიდი სიხარული ორივეგან გვთხოვეს რომ იღუმენისათვის გადაგვეცა ხატები. ამას კი მართლა არ ველოდი. ერთი სიტყვით, გადავეცით ხატი იღუმენს, რომელმაც დიდი მალდობა გადაგვიხადა და საკურთხეველში შეაბრძანა. მერე მამა იერემიამ გვითხრა რომ რაღაცას მოგვცემდა. ცოტა ხანში, მამაომ ჩუმად გადმოგვცა კაიროსს და მე ორ-ორი პატარა ბოთლი ივერიის ღმრთისმშობლის ხატის კანდელიდან ზეთით. ეს ჩვენთვის მართლა დიდებული საჩუქარი იყო.



ჩვენთვის გამოყოფილი დღეები ათონის მთაზე იწურებოდა, მაგრამ ისეთი გრძნობა გვეუფლებოდა, რომ თითქოს აქ უკვე დიდი ხანი ვიყავით, დავუვახლოვდით ხალხს, მივეჩვიეთ იქაურობას...

31 აგვისტოს, დილაუთენია დავესწარით ცისკარს, ლიტურგიას და მერე გავემზადეთ ათონიდან წამოსასვლელად.



უკან

ივერონიდან კარიესში, კარიესიდან კი დაფნიში წავედით ავტობუსით. დაფნიში ვნახეთ უკვე გაცნობილი ხალხი. სანამ გემში ჩავჯდებოდით, გავიარეთ საბაჟო – სადაც ამოწმებდნენ თუ რაიმე ღირებული ნივთი მოგვქონდა ჩუმად ათონიდან.
როგორც კი მივაღწიეთ ურანოპოლისს, მაშინვე ვიგრძენით განსხვავება. გემთან ახლოს სანაპირო იყო, სადაც ნახევრად შიშველი ხალხი იყო. პრობელმა ეს არ არის, მაგრამ პორტიტდან ცოტა მოშორებით მაინც გაეკეთებინათ საცურაო ადგილი.

უკან იმ დღესვე წამოვედით ავტობუსით, სადაც კიდევ ორი ქართველი გავიცანით. ისინიც ათონიდან მოდიოდნენ. ჟერ ჩავედით თესალონიკში, სადაც ისევ გია დაგვხვდა და თავისი მეგობრები გაგვაცნო. კარგად ჩავუჯექითsmile.gif . მერე ყველამ გამომაცილა სადგურში, კაიროსი კი მათთან დარჩა რამოდენიმე დღით. იმ ღამით მატარებლით წამოვედი ათენში, სადაც შაბათს დილაუთენია ჩვენი ახლობელი და დანიაში მრევლის ყოფილი წევრი – დიონისე დამხვდა და თავისთან სახლში მიმიყვანა. იქ დიდხანს არ გავჩერდით და წავედით ეკლესიაში, სადაც ის და მისი ოჯახი დადის. ეკლესია მისი სახლის გვერდით იყო და საკმაოდ დიდი იყო, ორ-სართულიანი. მსახურება იყო დაბლა სართულზე. მანდ ცისაკრი ადრე დილიდან დაიწყო, რომელსაც წირვა მოჰყვა. დიონისემ გააცნო იქაურ მღვდელს – მამა პეტრეს - ჩემი თავი და თურმე ისიც უთხრა რომ მე რამოდენიმე საათში რეისი მქონდა .... მამაომ საკურთხეველში შემიყვანა და მთელი მსახურება იქ დამტოვა. თან მითხრა რომ შემეძლო ვმჯარიყავი მანდ. ძალიან გავოცდი თუ როგორ ჩაატარა მსახურება. თითოეულ ლოცვას გულდასმით, აუჩქარებლად და მოწიწებით ამბობდა. იმხელა მადლი და სიყვარული იგრძნობოდა, რომ თითქოს პირდაპირ ესაუბრებოდა ღმერთს (არადა სინამდვილეში მასე არ არის მსახურების დროს?). საკურთხევლიდან მამა პეტრე და საკურთხევლის გარეთ წიგნის მკითხველი ხმაშეწყობილად მსახურებდნენ. ისევ და ისევ მინდა აღვნიშნო – სიჩუმე ტაძარში, კონცენტრირება გონებისა და არანაირი მითითებები სხვების მხრიდან. წირვის დასრულებისას ვეზიარეთ სიწმინდეებს...

.....................................................

ასეთია მოკლედ ჩემი მეგობრის ლამაზი ჩანაწერი, მოგვიანებით დავაზუსტებთ დეტალებს, თუკი ვინმეს დააინტერესებს,ნელნელა კი ფოტოებს დავდებ smile.gif

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   ზაფხულის ჩანაწერებიდან...   Oct 1 2007, 11:04 PM
იოანა   KAIROS გაიხარე, სითბო დ...   Oct 1 2007, 11:10 PM
kato_Bato   "ჰოი ბედნიერებავ...   Oct 1 2007, 11:12 PM
ნათია   კეთილი იყოს შენი დ...   Oct 1 2007, 11:15 PM
გიორგი   Welcome Kairos :)   Oct 1 2007, 11:15 PM
abo   ხევსურულის რა მოგა...   Oct 1 2007, 11:25 PM
ketino   იიჰ... გვეღირსა... :D :) ...   Oct 1 2007, 11:26 PM
makuna7474   იიჰ... გვეღირსა... :D :) ...   Oct 1 2007, 11:28 PM
ალექსანდრე   KAIROS ძალიან მომწონს ...   Oct 1 2007, 11:27 PM
ნათია   KAIROS ძალიან მომწონს ...   Oct 1 2007, 11:30 PM
::სალომე::   KAIROS ძალიან მომწონს ...   Oct 2 2007, 01:25 PM
ალექსანდრე   ნათია ხევსურეთშია...   Oct 1 2007, 11:32 PM
ნათია   ნათია ხევსურეთში...   Oct 1 2007, 11:33 PM
მნათე   კაიროს, რა ბედნიერ...   Oct 1 2007, 11:34 PM
t.l.   :კი:   Oct 1 2007, 11:35 PM
_Matasi_   KAIROS რა კარგია, რომ და...   Oct 1 2007, 11:55 PM
კანონისტი   KAIROS ძალიან მიხარია ...   Oct 2 2007, 10:51 AM
marine   KAIROS კეთილი იყოს შენ...   Oct 2 2007, 11:27 AM
serafita   KAIROS დიდება შენს დაბ...   Oct 2 2007, 11:31 AM
მარიამი   კეთილი იყოს შენი დ...   Oct 2 2007, 11:37 AM
izi-bartki   გხვდები მშვიდობით ...   Oct 2 2007, 12:03 PM
მხევალი ნინო   KAIROS რამოდენიმე დღი...   Oct 2 2007, 12:35 PM
catherina_10   კაიროს კეთილი იყოს...   Oct 2 2007, 12:37 PM
თემო   მხევალი ნინო იგივ...   Oct 2 2007, 12:52 PM
კანონისტი   catherina_10 საქართველოში...   Oct 2 2007, 01:08 PM
გლახა   KAIROS წრფელად მიხარია...   Oct 2 2007, 03:41 PM
ნიანია   მშვიდობა შენს დაბრ...   Oct 2 2007, 04:00 PM
Qeti   KAIROS კეთილი იყოს თქვ...   Oct 2 2007, 04:19 PM
ლილიანა   აბა გელით კაიროს ფ...   Oct 2 2007, 04:25 PM
მხევალი ნინო   გლახა ზოგიერთები...   Oct 2 2007, 04:47 PM
KAIROS   მდაა... გადავავლე თ...   Oct 3 2007, 01:22 PM
გიორგი   სიტყვა არაა ისეთი, ...   Oct 3 2007, 01:30 PM
catherina_10   KAIROS გული მიკვდება, ა...   Oct 3 2007, 01:45 PM
kato_Bato   KAIROS :დიახ: :დიახ: :დი...   Oct 3 2007, 01:54 PM
ნიანია   გული დამიმძიმდა:( რ...   Oct 3 2007, 02:00 PM
გიორგი   გული დამიმძიმდა:( რ...   Oct 3 2007, 02:06 PM
k@the   იმიტომ, რომ [b]ქართვ...   Oct 3 2007, 11:36 PM
_Matasi_   KAIROS გაიხარე და გაგვ...   Oct 4 2007, 01:17 AM
nini_1   გიორგი და როდის ი...   Oct 4 2007, 04:44 AM
Qeti   მართლა ძალიან მტკი...   Oct 4 2007, 06:23 AM
გიორგი   1 წელია აქ ვარ და ჯე...   Oct 25 2007, 01:02 AM
გლახა   გული მეტკინა...... :cray: :...   Oct 4 2007, 06:31 PM
KAIROS   საბერნეთი... ჩემს ე...   Oct 10 2007, 01:09 PM
კანონისტი   KAIROS რავი, ეს რომ ჩვე...   Oct 10 2007, 01:20 PM
KAIROS   ახლა მომყავს ჩემი ...   Oct 10 2007, 01:31 PM
k@the   KAIROS ვიფიქრე გადავა...   Oct 10 2007, 02:12 PM
თამარი_ცქნაფო   KAIROS ანონიმურობა ისე...   Oct 10 2007, 11:08 PM
KAIROS   ვინც იცის და არა ი...   Oct 11 2007, 12:11 AM
თამარი_ცქნაფო   ვინც იცის და არა ის...   Oct 11 2007, 12:18 AM
izi-bartki   KAIROS ზალიან კარგია, თ...   Oct 11 2007, 09:56 PM
mogzaura   მშვენივრად გადმოგ...   Oct 11 2007, 10:05 PM
KAIROS   :) ხშირად ეშლებათ, ...   Oct 12 2007, 11:38 AM
_Matasi_   KAIROS ძაააალიან საინტ...   Oct 12 2007, 12:28 PM
KAIROS   თესალონიკი შედარე...   Oct 14 2007, 11:00 PM
solomony   ადრე მეც მოვხვდი ა...   Oct 14 2007, 11:45 PM
KAIROS   ღვთისმეტყველებაშ...   Oct 24 2007, 10:25 PM
abo   KAIROS აქამდე ძალიან მ...   Oct 24 2007, 11:41 PM
KAIROS   ბ.ნო აბო, აქ სხვა არ...   Oct 25 2007, 12:48 AM
abo   KAIROS იმედი მაქვს ძმო...   Oct 25 2007, 12:58 AM
staywhite   ქეთი და გიორგი, მივ...   Oct 25 2007, 02:58 AM
KAIROS   ლამის გადამავიწყა ...   Nov 10 2007, 12:24 AM
KAIROS   ესეც ჩვენი წმ. მამე...   Dec 3 2007, 08:22 PM
KAIROS   ივერონის სხვა ხედი...   Dec 6 2007, 03:00 AM
staywhite   კაიროს, ჰილანდარი ...   Dec 6 2007, 03:02 AM
KAIROS   დაბრუნებისას კარი...   Dec 6 2007, 03:09 AM
staywhite   ლოლ :მპუა: რომ მიცნ...   Dec 6 2007, 03:13 AM
KAIROS   ვაგრძელებ ათონის მ...   Dec 26 2007, 06:49 AM
მხევალი ნინო   KAIROS აკი ამ სურათEბი...   Dec 26 2007, 04:38 PM
KAIROS   მერამდენედ დავწე...   Dec 26 2007, 11:13 PM
KAIROS   RE: ზაფხულის ჩანაწერებიდან...   Jan 23 2008, 01:25 AM
თათარაშვილი   KAIROS საოცარი ფოტოებ...   Jan 23 2008, 01:27 AM
KAIROS   დავუბრუნდები ამ თე...   Jan 23 2008, 01:29 AM
თამარი_ცქნაფო   (ასტა მანიანა) ხვა...   Jan 23 2008, 01:30 AM
თათარაშვილი   ხვალამდეო? :rolleyes: :lol: :...   Jan 23 2008, 01:36 AM
თამარი_ცქნაფო   :კი: მაგას ''ადიო...   Jan 23 2008, 02:13 AM
likka   ზაფხული მინდააააა...   Jan 23 2008, 02:16 AM
KAIROS   ადიოს, ბოლოში ითქ...   Jan 23 2008, 05:11 AM
KAIROS   გავაგრძელოთ გაუდი...   Jan 26 2008, 06:05 AM
KAIROS   რაღაც ამ მეხუთე გვ...   Feb 13 2008, 04:42 AM
KAIROS   ისევ ბარსელონა მო...   Feb 25 2008, 06:49 AM
KAIROS   ბოდიშით, სურათები ...   Jun 8 2008, 03:45 AM
natia*   წლევანდელი ზაფხულ...   Sep 28 2008, 09:20 PM
KAIROS   ნამდვილად :( ერთად...   Oct 3 2008, 07:29 AM
თამარი_ცქნაფო   ზაფხულის სერია მაი...   Oct 3 2008, 09:37 PM
KAIROS   იქნება! იმდენი რო...   Oct 4 2008, 04:11 AM
თამარი_ცქნაფო   KAIROS ნუ საკუთარი სილ...   Oct 4 2008, 12:32 PM
staywhite   თამარი_ცქნაფო შენ ...   Oct 4 2008, 04:37 PM
თამარი_ცქნაფო   თამარი_ცქნაფო შენ ...   Oct 4 2008, 06:28 PM
ნაინა   KAIROS პრაღის, კარლოვი...   Oct 4 2008, 08:33 PM
KAIROS   :D ხო, ხო შემინდეთ და...   Oct 5 2008, 03:25 AM
KAIROS   სამეფო სასახლის შე...   Oct 5 2008, 03:43 AM
ნაინა   KAIROS მადლობა კაიროს, ...   Oct 5 2008, 08:30 PM
KAIROS   რას ამბობ, პრაღა მ...   Oct 6 2008, 02:52 AM
likka   KAIROS ჯიიიგარ! B) მმმ....   Oct 6 2008, 10:27 AM
თამარი_ცქნაფო   KAIROS საქართველოს ფოტ...   Oct 6 2008, 01:00 PM
KAIROS   საქართველოს სურათ...   Oct 6 2008, 05:29 PM
თამარი_ცქნაფო   საქართველოს სურათ...   Oct 6 2008, 05:53 PM
KAIROS   თაქ :) კი,ოღონდ კერძ...   Oct 6 2008, 06:08 PM
თამარი_ცქნაფო   თაქ :) კი,ოღონდ კერძ...   Oct 6 2008, 06:11 PM
KAIROS   ხოო.. მოდი ახლა დღე...   Oct 7 2008, 03:35 AM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st June 2024 - 03:18 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი