ზაფხულის ჩანაწერებიდან... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ზაფხულის ჩანაწერებიდან... |
KAIROS |
Oct 1 2007, 11:04 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ხევსურებში არის ასეთი თქმა, მოსულ სტუმარს მასპინძელი შეაგებებს: "მოხვედ მშვიდობით", პასუხი კი ასეთია :" დამხვდით მშვიდობით" დღესდღეობით დიდ მშვიდობას მართალია აქ და საერთოდ საქართველოში, ვერ ვხედავ, მაგრამ რას იზამ აქ ფორუმია და რაღაც წილად ბუნებრივიცაა ( ზომებში რათქმაუნდა), იქ კი (ქართულ პოლიტიკაში) ფორუმი კი არა "ბარდაკს" რომ უწოდებენ რუსები ისაა!
მოკლედ, დავბრუნდი, როგორც შეგპირდით ზუსტად 1 ოქტომბერს, ევროპის სამივე სამხრეთის ნახევარკუნძლების, კერძოდ თურქეთის, საბერძნეთის და ესპანეთის 1 თვიანი მონახულება-მოლოცვის შემდეგ,ისევ დავუბრუნდი დროებით სამყოფელს... საქართველო დამაკლდა მაშინვე, როგორც კი ბათუმიდან ავფრინდი, ასევე ის ადამიანები, ვინც იქ დავტოვე, მათ შორის თქვენც, ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, მიხარია, რომ გიცნობთ, როგორც ერთი ბრძენი ამბობდა: " ადამიანი ამქვეყნად მხოლოდ ორ რამეს უნდა ეძებდეს, ღმერთსა და ისევ ადამიანსო", ასე რომ ესეც ერთმანეთის პოვნა და აღმოჩენა იყო... ცალკე თოფიქი იმიტომ გავხსენი, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე , ორ ათასმდე ან უფრო მეტი ციფრული სურათი და მილიონი ემოცია დამიგროვდა, რაღათქმაუნდა განსაკუთრებით ათონის მთის ოთხდღიანი მოლოცვის შემდეგ, თუმც ვერც აია სოფიას დავივიწყებ სტამბულში, ვერც წმ. დიმიტრის ტაძარს თესალონიკში და ვერც ქართულ წირვა-ლოცვებს ესპანეთში... ასე რომ ამ ყველაფერზე, ნელნელა და სისტემატურად დავწერ, დრო გვაქვს, მაშ ასე: დამხვდით მშვიდობით და იხარეთ! სიყვარულით: კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
k@the |
Oct 10 2007, 02:12 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
KAIROS
ციტატა ტაზარში ბევრი ხატი და ფრესკაა, ხოლო მთავარი ხატი იყო ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ცნობილი ხატი ”სამხელა”. (ორიგინალი ! ) გავოგნდით, ვინაიდან არ გვახსოვდა ეს. ისევე როგორც ივერონის მთავარი ტაძარი, ჰილანდრის მთავარი ტაძარიც სამი ნაწილისაგან შედგება. ვიფიქრე გადავათვალიერებთქო და ვერ შევეშვი სანამ არ ჩავიკითხე ბოლომდე. ლამაზად წერს თქვენი მეგობარი. მადლობა! გერმანიაში სერბულ ტაძარში ვიყავით წირვაზე, მე და ჩემი ქართველი მეგობარი, ვეზიარეთ კიდეც. წირვის შემდეგ მამაომ ქადაგებაში მოგვიხსენია დიდი სითბოთი ქართველები. ერთ-ერთმა მრევლმა, რომ გაიგო საქართველოდან ვიყავით მოვიდა და ეს ღვთისმშობლის 'სამხელა' ხატი მოგვცა ორივეს, ერთი კვირაა რაც ჩამოვედი ჰილანდრიდან და იქიდან მაქვსო. სულ ფრენით მოვდიოდი სახლში, ისე გამიხარდა -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი