პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
kato_Bato |
Nov 13 2006, 04:55 PM
პოსტი
#2
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ლუკას
შენ მშვიდად დგახარ ცხოვრების მიღმა, როგორც ფოთოლი_ქარიშხლის უკან, და ჯერ არ იცი, რომ მამაშენი მთელი სიცოცხლე გიცდიდა, ლუკა. სიცოცხლე _ უფლის მოწვდილი პეშვი _ მე, ქვიშასავით გზადაგზა მაპნევს, მაგრამ ვერ იქნა, დღემდე, ვერაფრით, ვერ ამაფხრიწეს ჯადოსნურ ზღაპრებს. შენ უნდა დაგრჩეს ყველა ზღაპარი _ ოცნების ყველა ციმციმა ღრიჭო, რომ როცა წავალ, ამ ზღაპრებიდან გეფერებოდე, პატარა ბიჭო. ჩათბუნებული დედის კალთაში შენ იქსოვები სიზმრის ძაფებით; მოხვალ და ყოფის შხამიან სასმისს ჩემი ტუჩებით დაეწაფები. თუკი ამ სასმისს ვერვინ აგაცდენს, არ მოგეწვდება ყოფა ედემად, ჩემს გულს გაივლის ყველა ლურსმანი, შენ რომ ხელებში ჩაგეჭედება. ჯერ კი მშვიდი ხარ, ცხოვრების ორთქლით არ მოთუთქულხარ, თვალებფახურავ, და ნიავმა რომ არ შეგაწუხოს, ფისოებიან საბანს გახურავ. (გიორგი ლობჟანიძე) -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:23 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი