![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
რატომ არა ხარ ეკლესიაში? არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი წილად მხვდა ბედნიერება ამ წიგნის ხელში ჩავარდნისა და ნამდვილად არ გამიძლებდა გული,რომ ამაზე თემა არ გამეხსნა და თქვენთვისაც არ გამეცნო.თხელი წიგნია,ამიტომ შევეცდები ხელით ავკრიფო და ნელ-ნელა სრულად მოგაწოდოთ. იქნებ ეს წიგნი ვიღაცას დაეხმაროს ნაბიჯის წინ გადადგმაში,საბოლოოდ გადააწყვეტინოს ტაძარში მისვლა. დღეს ბევრი მართლმადიდებელი ადამიანი არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით.ზოგს არ უნდა და ზოგსაც უნდა,მაგრამ რაღაც აკავებს,რომ მივიდეს ეკლესიაში.არიან ისეთებიც,რომლებიც ამბობენ: "მართალია,აუცილებელია ეკლესიაში მისვლა,მაგრამ ამას ხვალ ან ზეგაც მოვახერხებ.დღეს ამისთვის მზად არ ვარ." "ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის იმქვეყნად,უმეტესობა მოულოდნელად.მათ შორის ბევრია ახალგაზრდაც.თავიანთი სიკვდილის წინა დღეს მათ არც კი იცოდნენ,რომ ერთი დღის სიცოცხლეღა ჰქონდათ დარჩენილი.მიმოიხედეთ თქვენს გარშემო და დარწმუნდებით ამ სიტყვების სიმართლეში.კარგად დაფიქრდით, იქნებ ეს თქვენი ცხოვრების ბოლო დღეა,იქნებ ხვალ უკვე გვიან იყოს.ასე,რომ ხვალ კი არა დღესვე,ამ წუთშივე წადით მოძღვართან,რომ მოასწროთ თქვენი სულის გადარჩენა. ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან,რომ ვინც ეკლესიაში მოვა ყველა გადარჩება,მაგრამ წმინდა მამთა სულიერ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ,როგორც წარღვნის დროს ნოეს კიდობნის გარეთ ვერავინ გადარჩა,ისე დღეს ეკლესიის გარეთ ვერავინ გადარჩება.ეკლესიაში მოსულთ კი აქვთ შანსი და თუ გავირჯებით იმედი უნდა ვიქონიოთ ღვთის მოწყალებისა." იქნებ ამ წიგნის წაკითხვა დაეხმაროს ვიღაცას,მისი დანიშნულება ხომ სწორედ ადამიანების ეკლესიისკენ მობრუნებაა. ავტორი უბრალო და გასაგები ფორმით გვაცნობს უფლის მეოთხე მცნებას,გვესაუბრება ეკლესიასა და მის საიდუმლოებებზე იმ მიზეზებზე,რომლებიც ხელს უშლიან ქრისტიანებს იყვნენ ეკლესიის ერთგული შვილები."ეს წიგნი პატარა,მაგრამ ბევრის მომცველია.იგი ეძღვნება ეკლესიაში,წირვა-ლოცვაზე დასწრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.დასაწყისში მისი ავტორი დაბეჯითებით გვარწმუნებს ეკლესიაში სიარულის აუცილებლობაში და გვესაუბრება მის სარგებლობაზე.შემდეგ მოჰყავს თავის მართლების მაგალითები,რომლებიც ჩვეულებრივ თან ახლავს საკვირაო ღვთისმსახურების გაცდენას და დაწვრილებით განიხილავს ამ უარყოფითი მოვლენის ბუნებას.უბრალოდ და გასაგებად გვიხსნის,როგორ უნდა მოვემზადოთ ეკლესიაში წასასვლელად და ბოლოს ამთავრებს საღვთო ლიტურგიის მოქმედებათა მოკლე,მაგრამ ღრმა განმარტებით." პ.ს. სხვისი არ ვიცი და,რაღა ვთქვა,რომ არა ჩემთვის ეკლესია... ![]() ![]() ეკლესიისკენ ერთი ადამიანის მობრუნების დროსაც კი ანგელოზები ცაში სიხარულით გალობენ: "ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა,რომელმან შეინანოს" (ლუკა 15,7) -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
marine
აბსოლუტურად გეთანხმები მარინე. ციტატა რაღაც მიზეზების გამო მიწიერ ყოფაში ისეა ჩაფლული, რომ ტაძარს აღარ ეკარება.. ამაზე ჩემი სკოლის ერთი ქართულის მასწავლებელი გამახსენდა.ტაძრის გაკარება-არგაკარებაზე რა მოგახსენო,მორწმუნე ქალია,მაგრამ არ მისდევს ეკლესიურ ცხოვრებას,და ყველაზე ძალიან იმაზე დამწყდა გული,როცა თქვა,რომ მე საერო საქმეს ვასრულებ და სასულიეროს ვერა,ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს,ხოლო მე საერო საქმეში ვდგევარო.უბრალოდ სამწუხაროა,როცა ადამიანი ვერ ხვდება ეკლესიური გზით სიარულის მნიშვნელობას.მას ხომ შეუძლია შაბათ-კვირა უფალს დაუთმოს და დანარჩენ დღეებში მიხედოს თავის საერო საქმეებს ![]() -------------------- "Happiness only real when shared."
|
marine |
![]()
პოსტი
#3
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,649 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
marine აბსოლუტურად გეთანხმები მარინე. ამაზე ჩემი სკოლის ერთი ქართულის მასწავლებელი გამახსენდა.ტაძრის გაკარება-არგაკარებაზე რა მოგახსენო,მორწმუნე ქალია,მაგრამ არ მისდევს ეკლესიურ ცხოვრებას,და ყველაზე ძალიან იმაზე დამწყდა გული,როცა თქვა,რომ მე საერო საქმეს ვასრულებ და სასულიეროს ვერა,ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს,ხოლო მე საერო საქმეში ვდგევარო.უბრალოდ სამწუხაროა,როცა ადამიანი ვერ ხვდება ეკლესიური გზით სიარულის მნიშვნელობას.მას ხომ შეუძლია შაბათ-კვირა უფალს დაუთმოს და დანარჩენ დღეებში მიხედოს თავის საერო საქმეებს ![]() მესმის შენი გულისტკივლი, სოფი.. ჩემს გარშემო ის ძვირფასი ადამიანები, ვინც მინდოდა რომ ეკლესიურები ყოფილიყვნენ, სხვადასხვა დროს უმრავლესობამ ეკლესიური ცხოვრება დაიწყო და არიან ისინი, რომლებიც ჯერ კიდევ არ დადიან ეკლესიაში და ვლოცულობ მათზე, რომ ისინიც ამ წმინდა გზას დაადგნენ.. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რომ უფალმა უკეთ იცის ვინ როდის მიიახლოვოს, მთავარია ჩვენ ლოცვებში გვახსოვდეს და გვინდოდეს ჩვენთვის საყვარელი ადამიანების სულიერი ზესვლა.. ჩემმა უახლოესმა ადამიანმა 6-7 წლის წინ ეკლესიაში სიარული დაიწყო, აღსარება თქვა, ეზიარა.. მერე თანდათან ჩამოშორდა და აღარ დადის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ არ ლოცულობს და საერთოდ არ შედის ტაძარში.. რათქმაუნდა გული მტკივა და ძალიან მინდა რომ კვლავ მრევლი გახდეს.. არაჩვეულებრივი ადამიანია, უდიდესი სიკეთითა და ქველმოქმედებით გამორჩეული, ამიტომ მჯერა რომ ეს უფლსიგანაა დაშვებული და რომ ერთ დღეს უფალი ისევ მოეფერება, ისევ გულში ჩაიკრავს.. ![]() -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი