IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მეცნიერული მიღწევები და ქრისტიანობა, წინსვლა და ბაბილონი
მნათე
პოსტი Nov 23 2006, 08:19 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ცდუნებას ვერ გავუძელი laugh.gif

მუდამ წინ მიმავალი ცივილიზაცია, საკუთარ წარსულს შლის და მარხავს, ამიტომ "დასაბამ ქმნა ღმერთმა ცა და მიწა" ერთთ მხოლოდ გარკვეული ეტაპი გონიათ ცივილიზაციისა. "ნუთუ შეიძლება დღევანდელი პროგრესის პირობებში ,რელიგიასთან თანაარსებობა?" იკითხავს ერთი, "მე კი თქვენი მეცნიერება ნაბოდვარი მგონია" მიუგებს მეორე.

ნუთუ ასეა? ნუთუ მართლაც არსებობს ის უფსკრული, რომელიც ამ ორ ცნებას მიჯნავს?

მღვდელმთვარი ლუკა (ვოინო-იასენცკი)ცნობილი ექიმი და "ჩიქოვანი ქირურგიის ნარკვევების" ავტორი ამ "უფსკრულს" ასე ახასიათებს:

"საიდან იღებს სათავეს, საიდან მომდინარეობს ... განსწავლულ ადამიანებს შორის გავრცელებული, მოარული შეხედულება, რომ მეცნიერება რელიგიას ეწინააღმდეგება?

ამის მიზეზს წარმოადგენს ზედაპირული ცოდნა როგორც მეცნიერების, ისე რელიგიის სფეროში და ამითვე დასტურდება ის აზრი, რომ „ცოდნას მივყავართ ღმერთთან, სანახევრო ცოდნა კი გვაშორებს ღმრთისაგან“. ნახევარცოდნა ჩვენი დროების ავადმყოფობაა. სწორედ ის ქმნის ღმრთისუარმყოფლობისათვის ნოყიერ ნიადაგს. პირველ რიგში, უაღრესად ზედაპირულად ვიცით ფილოსოფია, განსაკუთრებით ფილოსოფიის ის სფერო, რომელიც სპეციალურად ამ საკითხს, ე.ი. შემეცნების თეორიას, ანუ გნოსეოლოგიას უკავშირდება."


მაშ თუ მის მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობას ვერწმუნებით, ეს უფსკრული სინამდვილეში ცნებათა სანახევრო ცოდნას ეფუძნება.

რას ფიქრობთ? არის კი ასე?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
გიორგი
პოსტი Oct 10 2007, 06:11 PM
პოსტი #2


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მეხელი
ციტატა
გიორგი, თუ სწორად გავიგე, ზუსტი მეცნიერების კვლევის საგანი შენთვის ობიექტურია (განსხვავებით ფსქოლოგიისაგან, რომელიც "სუბიექტურია"), მაშინ როგორ უთავსდება იმ აზრს, რომ ღმერთის გარდა "დანარჩენი შეიძლება ძალიან სუბიექტურად განიხილო"?

ცოტა რთული საკითხია. უკვე ფილოსოფიისკენ მივდივართ. ზუსტი მეცნიერების კვლევის საგანი ობიექტურია თუმცა ჩვენ შეიძლება აღვიქვათ ის სუბიექტურად, ფსიქოლოგია კი მთლიანად სუბიექტურია.
ციტატა
ფარდობითობის თეორიის თანახმად ერთ ათვლის სისტემაში არსებული "ზუსტი მნიშვნელობები", მაგალითად, სხეულის მასა, სიჩქარე, ტალღის სიგრძე, "ჭეშმარიტია" ერთი ან რამდენიმე დამკვირვებლის ჯგუფისათვის, მაშინ როცა სხვა სისტემაში გამოთვლები სრულიად სხვა მნიშვნელობებს გვიჩვენებს და სულაც არ იქნება ის "ობიექტური". კვანტური მექანიკის თეორიაც საუბრობს მიკრონაწილაკებში მიმდინარე პროცესებზე აუცილებლად ახდენს გავლენას დამკვირვებელი ხელსაწყო და ამდენად ის ვერ შეძლებს ობიექტური და ზუსტი გაზომვების განხორციელებას.

ცოტა სხვა დატვირთვა აქვს ფსიქოლოგიურ სუბიექტივიზმს და სხვა დატვირთვა აქვს შენს მიერ მოყვანილ სუბიექტივიზმს. თუ ჩვენი ათვლის სისტემის მიმართ, რაღაც მოძრაობს სინათლის სხივთან მიახლოებული სიჩქარით და ამიტომ მისი მასა აღიქმება უფრო დიდი და ფერი კი განსხვავებული, სინათლის ფაზური სიხშირის გამო, ეს შეიძლება სუბიექტივიზმადაც ჩაითვალოს, მაგრამ ეს მაინც სხვა რაიმეა, თვითონ ეს მოვლენებია ობიექტური და იმიტომ - ჩვენ ზუსტად შეგვიძლია განვსაზღვროთ სინათლე რა ფერის იქნება ჩვენთვის თუ ჩვენი ათვლის სისტემა იმოძრავებს ვთქვათ 100 000 კმ/წმ-ში სიჩქარით სინათლის წყაროს მიმართ... ათვლის სისტემების და მიხედვით მასის და სიჩქარის დაკავშირებაც შეიძლება, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ესა თუ ის სხეული თუ ჩვენს მიმართ ამდენი და ამდენი სიჩქარით იმოძრავებს, მაშინ მისი მასა ესა და ეს იქნებაო, იმასაც ზუსტად განვსაზღვრავთ ამა თუ იმ ინერციულ ან არა-ინერციულ ათვლის სისტემაში მყოფი დამკვირვებლისთვის ჩვენს მიერ ასე და ასე დანახული საგანი იმისთვის როგორ გამოჩნდება. თვითონ პროცესებია ობიექტური. ფსიქოლოგია კი სხვა რაიმეა... ფსიქოლოგია ვერაფერს ვერ ამტკიცებს და ვთქვათ ასტროფიზიკა ძალიან ბევრ რაიმეს.
ციტატა
რაც შეეხება არევას, მე პირიქით მგონია, ეს შენ ურევ ერთმანეთში, როდესაც ღმერთსაც და მეცნიერული კვლევის საგანსაც ერთ "ობიექტურ" სიბრტყეში ათავსებ. მეორეს მხრივ, არ ვიცი რა ლოგიკით, მაგრამ მაინც გამიჯნავ მათ და დოგმატურ სწავლებას მხოლოდ ადამიანური ურთიერთობების სფეროთი ავიწროვებ. ეს მე მაგონებს კანტისეულ გამიჯვნას "წმინდა გონებისა" და "პრაქტიკული გონების" სფეროებს შორის; იგი პირველ მათგანს განუკუთვნებდა მეცნიერულ კვლევას, ხოლო მეორეს ზნეობას და მისგან გამომდინარე რელიგიას. ასეთი გამიჯვნა რომ ყოვლად მიუღებელია მართლმადიდებლებისთვის, ვფიქრობ, ეს აშკარაა.

არა, ეს ასე არაა. დოგმატური სწავლება სცილდება ადამიანურ ურთიერთობებს, მაგრამ არ ეხება ზუსტ მეცნიერებებს. ადამიანური ურთიერთობები უბრალოდ იმიტომ ვახსენე, რომ რა აზრი აქვს ისეთ სარწმუნოებას თუ იმან ადამიანი არ შეცვალაო რომ თქვი... მაგალითისთვის მოვიყვანე.
ციტატა
საუბარი არ არის იმაზე, რომ ყოველი მეცნიერული გაზომვა და გამოთვლა პირდაპირ უკავშირდებოდეს რომელიმე დოგმატს, არამედ უნდა გაირკვეს თუ რა მიმართებაშია დოგმატთან ამ გამოთვლების შედეგად ჩამოყალიბებული ზოგადი ხედვა თეორიის სახით; მაგალითად, რა მიმართებაშია წმ. სამების შესახებ მოძღვრებასთან იგივე ფარდობითობის თეორია. იმის თქმა, რომ ფიზიკური და ბიოლოგიური მოვლენები არ არის დამოკიდებული ადამიანის ცნობიერებაზე, საღვთისმტყველო თვალსაზრისით დიდი შეცდომაა. წმინდა წერილის მიხედვით განა ღმერთმა ადამი არ დაადგინა სამოთხეში მთელი შესაქმის მეუფედ, ხოლო მისი გაცნობიერებული, თავისუფალი ნებით არჩეული ცოდვითდაცემის შედეგია არაა ის, რომ ჩვენი ბიოლოგიური სხეულის კანონზმიერება რადიკალურად შეიცვალა და ის მოკვდავი და ხრწნადი გახდა, და მთელი ფიზიკური სამყარო, კოსმოსი არცთუ ისე მეგობრულია ადამიანის მიმართ?

რთული საკითხია. დოგმატის და მეცნიერების დაკავშირება კი პრაქტიკულად შეუძლებელი. წმინდა სამების დოგმატს ფარდობითობის თეორიასთან კავშირი არა აქვს. უბრალოდ ადამიანი ცდილობს მის სუბიექტურ ხედვას რაღაცეები მოარგოს ან შეადაროს. რაც შეეხება ევას და ადამის სხეულის ხრწნადობას ან უხრწნადობას... და დაცემას, რასაც ეს მოჰყვა აქ უკიდურესად ფრთხილი მიდგომაა საჭირო. მე პირადად არ ვიცი ეს როგორ უკავშირდება მეცნიერებას. თითოეული შეცდომა კი არასწორი გზით წაგვიყვანს.


ბოლოს ერთს კი გეტყვი, რომ ობიექტური რელიგია და ობიექტური მეცნიერება, სადღაც სავარაუდოდ კვეთს ერთმანეთს, მაგრამ ეს იმდენად შორს არის კაცობრიობის ინტელექტუალური შესძლებლობებიდან, რომ მისი გაცნობიერება და ობიექტური კავშირის აღმოჩენა შეუძლებელია.
ციტატა
გიორგი, გარწმუნებ, წმინდა მამებს ნამდვილად შეუძლიათ თქვან განსაკუთრებული რამ მეგასამყაროზე გარდა იმისა, რომ ის ღმერთის მიერ არის შექმნილი. შეგიძლია ნახო, მაგალითად, წმ. გრიგოლ ნოსელის "ექვსი დღის განმარტება", ასევე წმ. მაქსიმე აღმსარებელის შრომები.

გასაგებია, მაგრამ აქ ცოტა სხვა მომენტია... რამდენად ჭეშმარიტია წმინდა მამების მოსაზრებები სამყაროზე ობიექტური მეცნიერების თვალთახედვით? და რამდენად შეიძლება მათი აზრები მივაკუთვნოთ დოგმატიკას, რომლის უარყოფა არ შეიძლება. აი, ამაშია საქმე... რაღა შორს მიდიხარ, ბასილი დიდის ჰომილიები აიღე, რომელშიც მრავალი მცდარი აზრი წერია დედამიწის სამყაროში მდებარეობის, მისი უძრავობის თუ ნივთიერების შედგენილობის კუთხით, მაგრამ მერე რა მოხდა... ეს სულ სხვა რაიმეა... ეს არის იმ დიდი წმინდანის აზრი არსებული ეპოქის წარმოდგენებიდან გამომდინარე, რომელსაც ქრისტეანულ დოგმებთან კავშირი არა აქვს, უბრალოდ საბუნებისმეტყველო ნარკვევივითაა მაშინდელი ცოდნის ფარგლებში.
ციტატა
იმაში გეთანხმები, რომ ზუსტ მეცნიერებებს (და არამარტო მათ) არ უნდა დაუპირისპირდეს რელიგია.

ეს არის მთავარი. მეცნიერებამ უნდა გაიგოს, რომ რელიგიასთან დაპირისპირება უტოპიური ამბიციის შედეგია, ხოლო თავის მხრივ რელიგიას არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რომ ქრისტეანობის საშუალებით "გაშიფრავს" და "გაინგარიშებს" ზუსტ მეცნიერულ მოვლენებს, მაგალითად - ასტეროიდის მოძრაობის ტრაექტორიას.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
mnate   მეცნიერული მიღწევები და ქრისტიანობა   Nov 23 2006, 08:19 PM
დათიკო   mnate სხვათა შორის უწ...   Nov 23 2006, 11:58 PM
კანუდოსელი   სხვათა შორის უწმი...   Apr 14 2008, 11:49 AM
mnate   ხო დაახლოებით დეი...   Nov 24 2006, 12:09 AM
დათიკო   მნათე მატერიის ის...   Dec 4 2006, 01:07 AM
მნათე   ოჰო, მაგალითად მის...   Dec 4 2006, 01:09 AM
დათიკო   მნათე :D შენ არ თქვი...   Dec 4 2006, 01:13 AM
მნათე   ნწ :D არ ავბურდულვა...   Dec 4 2006, 01:30 AM
დათიკო   მნათე ახლა ყველაფ...   Dec 4 2006, 01:41 AM
მარინე   რა მაგის პასუხია დ...   Dec 4 2006, 01:45 AM
მნათე   ინტრიგანი ხარ შენ ...   Dec 4 2006, 01:47 AM
მნათე   გოეთე: „ვისაც მომა...   Dec 7 2006, 11:02 PM
d.p   საინტერესო საკითხ...   Jan 23 2007, 06:41 AM
მარინე   "რა საჭიროა ცოდნა...   Jan 23 2007, 01:25 PM
მნათე   მე მაინც უხერხულობ...   Jan 23 2007, 01:29 PM
KAIROS   როგორ მიყვარს, ას...   Jan 23 2007, 02:22 PM
კანუდოსელი   როგორ მიყვარს, ასე ...   Jan 25 2007, 04:05 AM
მნათე   მომკალით და არ მომ...   Jan 23 2007, 02:25 PM
KAIROS   დაგწვავენ შენ, ბრ...   Jan 23 2007, 02:26 PM
მნათე   ხო კიდევ, სამყარო ...   Jan 23 2007, 02:31 PM
marine   ერთხელ ერთ მეცნიერ...   Jan 25 2007, 11:54 AM
d.p   უი უი უი - 15 მილიონ...   Jan 25 2007, 10:48 PM
ქავთარაძე   marine მაგარია :)   Jan 25 2007, 10:59 PM
d.p   პირადად ჩემთვის ც...   Jan 25 2007, 11:12 PM
მარინე   d.p გეთანხმები :)   Jan 25 2007, 11:13 PM
marine   ქავთარაძე :) :)   Jan 26 2007, 12:31 PM
მნათე   ასეთი შეინაარსის თ...   Jan 26 2007, 12:59 PM
KAIROS   ნამდვილად, ოღონდ ჩ...   Jan 26 2007, 01:14 PM
მეხელი   ვეძებთ პროვოკატო...   Sep 22 2007, 12:30 PM
მნათე   ორი დღე დამაცადეთ ...   Jan 26 2007, 01:18 PM
მხევალი ნინო   რომელ სხვა ფორუმ...   Jan 26 2007, 02:32 PM
KAIROS   საინტერესოა და ახლ...   Jan 26 2007, 02:36 PM
მნათე   ასეა :( ევთანაზიის ...   Jan 26 2007, 03:02 PM
კანუდოსელი   ასეა :( ევთანაზიის ...   Jan 26 2007, 03:05 PM
მნათე   ერთად დაგვწვავენ :...   Jan 26 2007, 03:07 PM
d.p   კარგი თემაა მაგრამ...   Mar 30 2007, 10:48 AM
მართა   სამყაროს შექმნის შ...   Sep 19 2007, 06:04 PM
rock   კანუდოსელი შენ ხო...   Sep 19 2007, 06:24 PM
გიორგი   ჰოდა სთქვი მაშინ გ...   Sep 19 2007, 08:08 PM
მართა   rock ეხლა შენ დამდევ?წ...   Sep 19 2007, 06:30 PM
rock   rock რათა კაცო? სტომა...   Sep 19 2007, 06:32 PM
abo   rock შენ დიდი აფეთქე...   Sep 19 2007, 07:55 PM
rock   გიორგი ცოტა ვრცლა...   Sep 19 2007, 08:39 PM
sofi89   :კი: "უნდა გვახსო...   Sep 20 2007, 09:12 PM
გიორგი   rock ამათზე ძალიან ბ...   Sep 21 2007, 01:53 PM
rock   გიორგი კი. ოღონდ მ...   Sep 21 2007, 04:25 PM
neo   რელიგია = რწმენა = გ...   Sep 21 2007, 08:58 PM
iraklidze   :g: ეს რაღაც ვერ გა...   Sep 22 2007, 09:14 AM
staywhite   მეხელი, ალბათობაც ...   Sep 22 2007, 04:08 PM
გიორგი   მეხელი რას გულისხ...   Sep 24 2007, 03:55 PM
გიორგი   კი, ბატონო. თუმცა ს...   Sep 24 2007, 04:31 PM
მეხელი   . . . ეს ძალიან ზოგად...   Sep 27 2007, 04:36 PM
Misha_kartveli   მეცნიერება და რწმე...   Oct 2 2007, 11:24 AM
გიორგი   მეხელი ობიექტური ...   Oct 2 2007, 12:52 PM
მეხელი   მეხელი ობიექტური ...   Oct 7 2007, 04:09 PM
კანონისტი   გიორგი არავითარი ...   Oct 2 2007, 01:06 PM
კანუდოსელი   გიორგი არავითარი ...   Oct 2 2007, 01:29 PM
კანონისტი   კანუდოსელი დღეს ა...   Oct 2 2007, 02:09 PM
მნათე   ბიბლია, ბიოლოგიის ...   Oct 2 2007, 02:57 PM
კანუდოსელი   ბიბლია, ბიოლოგიის ...   Oct 2 2007, 03:32 PM
d.p   მოკლედ აგერ ბატონი...   Oct 5 2007, 07:23 AM
მნათე   აუფ, კურაევის პლაგ...   Oct 5 2007, 12:51 PM
sofi89   რაც უფრო მეტ აღმოჩ...   Oct 10 2007, 04:29 PM
Genesis   რაც უფრო მეტ აღმოჩ...   Nov 15 2007, 07:33 PM
გიორგი   მეხელი ცოტა რთული ...   Oct 10 2007, 06:11 PM
geoatak   ვთვლი რომ მეცნიერე...   Nov 10 2007, 12:41 AM
კანუდოსელი   ვთვლი რომ მეცნიერ...   Nov 15 2007, 06:36 PM
Geogeorgia   ვთვლი რომ მეცნიერ...   Mar 5 2008, 11:11 PM
KAIROS   აბა ცხრაჯერ დავუწ...   Nov 15 2007, 06:46 PM
დათიკო   საუბარია არა სისხლ...   Feb 10 2008, 05:02 PM
კანონისტი   [center][size=2]რუსეთის მართ...   Feb 10 2008, 06:13 PM
ეკატერინე   საბერძნეთში Регистр...   Feb 10 2008, 06:42 PM
ნათია   ამ შემთხვევაში თუ ...   Feb 22 2008, 05:23 PM
staywhite   საინტერესოა ამ თე...   Feb 22 2008, 07:04 PM
დათიკო   ნათია საქმე იმაში...   Feb 22 2008, 08:19 PM
staywhite   მე აქ გადაცემას ვუ...   Feb 22 2008, 08:49 PM
დათიკო   staywhite მეც ამას ვჩივი ...   Feb 22 2008, 09:43 PM
CONSCIENTIOUSNESS   [b]ნათია საქმე იმაშ...   Mar 4 2008, 02:51 AM
KAIROS   ამ თემას ვხსნი შოთ...   Apr 12 2008, 09:48 PM
დათიკო   KAIROS კარგი თემა გაგი...   Apr 12 2008, 10:04 PM
KAIROS   გამარჯობა დავით, ე....   Apr 12 2008, 10:07 PM
დათიკო   KAIROS კი ბატონო :) შენ ...   Apr 12 2008, 10:29 PM
KAIROS   კი ეგ თემა მეც ვიპო...   Apr 13 2008, 02:44 AM
დათიკო   KAIROS მივხედავ და გამ...   Apr 13 2008, 05:43 PM
KAIROS   სხვა თემაში მოხერ...   Apr 14 2008, 01:58 AM
ქეთუ   KAIROS :D ბოლოს და ბოლოს ...   Apr 14 2008, 02:13 AM
nana_007   KAIROS, არ არის მაგის გ...   Apr 14 2008, 03:33 AM
KAIROS   მოკლედ, მაპატიეთ, ა...   Apr 14 2008, 09:08 AM
constantine   http://www.nwcreation.net/ http://freehovind.com/...   Apr 19 2008, 10:15 PM
KAIROS   დამიბრუნეთ ავტორო...   Apr 19 2008, 10:55 PM
ათეისტი   http://graphics8.nytimes.com/images/2007/0...ern.x...   Apr 22 2008, 08:00 PM
afxazi   ათეისტი მეგობარო ...   Apr 22 2008, 08:04 PM
ათეისტი   ათეისტი მეგობარო ...   Apr 22 2008, 08:12 PM
.nino   მე ვუსმინე იმ გია ...   Apr 22 2008, 08:17 PM
ათეისტი   მე ვუსმინე იმ გია დ...   Apr 22 2008, 08:23 PM
afxazi   ათეისტი აი ხედავ მ...   Apr 22 2008, 08:22 PM
ათეისტი   ათეისტი აი ხედავ მ...   Apr 22 2008, 08:26 PM
nana_007   ნინო :მპუა: აფხაზი...   Apr 22 2008, 08:24 PM
afxazi   ათეისტი :D   Apr 22 2008, 08:27 PM
nana_007   არანაირად, ეგ ჩვენ...   Apr 22 2008, 08:31 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th August 2025 - 09:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი