![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
რატომ არა ხარ ეკლესიაში? არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი წილად მხვდა ბედნიერება ამ წიგნის ხელში ჩავარდნისა და ნამდვილად არ გამიძლებდა გული,რომ ამაზე თემა არ გამეხსნა და თქვენთვისაც არ გამეცნო.თხელი წიგნია,ამიტომ შევეცდები ხელით ავკრიფო და ნელ-ნელა სრულად მოგაწოდოთ. იქნებ ეს წიგნი ვიღაცას დაეხმაროს ნაბიჯის წინ გადადგმაში,საბოლოოდ გადააწყვეტინოს ტაძარში მისვლა. დღეს ბევრი მართლმადიდებელი ადამიანი არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით.ზოგს არ უნდა და ზოგსაც უნდა,მაგრამ რაღაც აკავებს,რომ მივიდეს ეკლესიაში.არიან ისეთებიც,რომლებიც ამბობენ: "მართალია,აუცილებელია ეკლესიაში მისვლა,მაგრამ ამას ხვალ ან ზეგაც მოვახერხებ.დღეს ამისთვის მზად არ ვარ." "ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის იმქვეყნად,უმეტესობა მოულოდნელად.მათ შორის ბევრია ახალგაზრდაც.თავიანთი სიკვდილის წინა დღეს მათ არც კი იცოდნენ,რომ ერთი დღის სიცოცხლეღა ჰქონდათ დარჩენილი.მიმოიხედეთ თქვენს გარშემო და დარწმუნდებით ამ სიტყვების სიმართლეში.კარგად დაფიქრდით, იქნებ ეს თქვენი ცხოვრების ბოლო დღეა,იქნებ ხვალ უკვე გვიან იყოს.ასე,რომ ხვალ კი არა დღესვე,ამ წუთშივე წადით მოძღვართან,რომ მოასწროთ თქვენი სულის გადარჩენა. ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან,რომ ვინც ეკლესიაში მოვა ყველა გადარჩება,მაგრამ წმინდა მამთა სულიერ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ,როგორც წარღვნის დროს ნოეს კიდობნის გარეთ ვერავინ გადარჩა,ისე დღეს ეკლესიის გარეთ ვერავინ გადარჩება.ეკლესიაში მოსულთ კი აქვთ შანსი და თუ გავირჯებით იმედი უნდა ვიქონიოთ ღვთის მოწყალებისა." იქნებ ამ წიგნის წაკითხვა დაეხმაროს ვიღაცას,მისი დანიშნულება ხომ სწორედ ადამიანების ეკლესიისკენ მობრუნებაა. ავტორი უბრალო და გასაგები ფორმით გვაცნობს უფლის მეოთხე მცნებას,გვესაუბრება ეკლესიასა და მის საიდუმლოებებზე იმ მიზეზებზე,რომლებიც ხელს უშლიან ქრისტიანებს იყვნენ ეკლესიის ერთგული შვილები."ეს წიგნი პატარა,მაგრამ ბევრის მომცველია.იგი ეძღვნება ეკლესიაში,წირვა-ლოცვაზე დასწრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.დასაწყისში მისი ავტორი დაბეჯითებით გვარწმუნებს ეკლესიაში სიარულის აუცილებლობაში და გვესაუბრება მის სარგებლობაზე.შემდეგ მოჰყავს თავის მართლების მაგალითები,რომლებიც ჩვეულებრივ თან ახლავს საკვირაო ღვთისმსახურების გაცდენას და დაწვრილებით განიხილავს ამ უარყოფითი მოვლენის ბუნებას.უბრალოდ და გასაგებად გვიხსნის,როგორ უნდა მოვემზადოთ ეკლესიაში წასასვლელად და ბოლოს ამთავრებს საღვთო ლიტურგიის მოქმედებათა მოკლე,მაგრამ ღრმა განმარტებით." პ.ს. სხვისი არ ვიცი და,რაღა ვთქვა,რომ არა ჩემთვის ეკლესია... ![]() ![]() ეკლესიისკენ ერთი ადამიანის მობრუნების დროსაც კი ანგელოზები ცაში სიხარულით გალობენ: "ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა,რომელმან შეინანოს" (ლუკა 15,7) -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ana-bana
ციტატა sofi89 ძალიან კარგი თემაა და დიდი მადლობა შენ ამისთვის.. თუ არ დაგეზარება იქნებ ნელ-ნელა მოგვაწოდო ის ინფორმაცია რაც მაგ წიგნშია..ძალიან დავინტერესდი უფალმა გაგაძლიეროს გაიხარე ![]() აუცილებლად,აი დასაწყისიც.. თავი პირველი 1.გიფიქრია თუ არა ამის შესახებ სერიოზულად? მე არ ვიცი შენი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ.შეიძლება,მუდამ დადიხარ ტაძარში,ანდა სულაც დიდი ხანია განდგომილი ხარ მისგან.შეიძლება საერთოდ არ დადიხარ წირვაზე ან იშვიათად გამოჩნდები,მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე:აღდგომას,შობა ს ან ნათლისღებას. ან შეიძლება შენ წინა გაქვს კვირები,თვეები და წლები ეკლესიაში სასიარულოდ და ერთი მსახურების გაცდენის შემდგომ იმედი გაქვს მომავალში დასწრებისა.ანდა საერთოდ,საკუთარი თავისათვის ღვთის მფარველობისა და მადლის წართმევით,ეკლესიისგან განდგომილი მიაღწევ იქამდე,რომ თვითონ ვეღარ მიხვალ და მიგიტანენ... ნუთუ ფიქრობ,რომ ღვთის დახმარების გარეშე,დამოუკიდებლად შეგიძლია პრობლემების გადაწყვეტა? კარგია იცოდე,რამდენ რამეს ართმევ საკუთარ თავს! მაგრამ არ იცი და ამაშია შენი უბედურება. ჩემო მეგობარო,გთხოვ მოიღე მცირეოდენი შრომა,წაიკითხე ეს წიგნი ბოლომდე ყურადღებით და დარწმუნდები,რომ ტაძარში სიარული სასარგებლო და აუცილებელია. 2.ეკლესიაში ყოფნა - აუცილებელია გაგიგონია ალბათ,როგორ ამტკიცებენ დაუფიქრებელი ან ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ადამიანები,ტაძრები - მღვდლების მოგონილია საკუთარი გამდიდრებისთვისო.ამაზე დიდი სისულელე არ არსებობს!მაშინ თონე ხაბაზების მოგონილი ყოფილა,ხოლო სასტუმროები მათი მეპატრონეების ნააზრევი,წყალი კი - მეთულუხჩეებისა.მაგრამ,ჩემო ძვირფასო,ჩვენთვის აუცილებელი რომ არ იყოს ჭამა,სმა,ანდა ძილი,არ ვისარგებლებდით თონეებით,ჭებით და სასტუმროებით.ჩვენთვის აუცილებელი რომ არ იყოს ეკლესიაში სიარული,ხალხი ტაძრებს არ ააშენებდა.ეკლესია კი,სულიერი მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებას ემსახურება. ეკლესიაში სიარულის აუცილებლობის გრძნობა ყველა დროის ხალხებს ჰქონდათ,ამიტომ ტაძრებს და საკურთხევლებს ყველა ქვეყანაში აშენებდნენ ყველაზე თვალწარმტაც ადგილებზე.ქალაქების ცენტრებში და მთებზე,მაღალ სანაპიროებზე და ბორცვებზე,მინდვრებში და კუნძულებზე - ყველგან,სადაც თავისი კვალი დატოვა ცივილიზაციამ,არქეოლოგის წერაქვი პოულობს დიდებულ საეკლესიო ნაგებობებს.ისინი საუკეთესონი არიან ყველა სხვა შენობებს შორის.პართენონი,სოლომონის ტაძარი,წმინდა სოფია და ბევრი სხვა საუკუნოდ დარჩებიან არქიტექტურის საოცრებად. ჩვენს დროშიც შენდება მრავალი ახალი ტაძარი.ყველგან მოჩანს მონასტრებისა და სამრეკლოების დიდ და პატარა გუმბათები,და ყოველივე ეს ჩვენი სახლიდან ორ ნაბიჯზეა.რატომ?იმიტომ,რომ ჩვენთვის ისინი აუცილებელია,როგორც წყალი და ჰაერი.უფრო მეტიც,როგორც ჩვენს გარშემო არსებული წყალი და ჰაერი არის აუცილებელი პირობა ჩვენი არსებობისა,ასევე სახლებთან მდებარე ტაძრები არის ძირითადი წყარო ადამიანის სასიცოცხლო ძალებისა. ამქვეყნად მოვლინებულნი,ჩვენ უკვე მადლობელნი უნდა ვიყოთ ჩვენი მშობლებისა.ღმერთი კი მათი პატივისცემისთვის ჯილდოსაც გვპირდება და თანაც აქ,ამ ცხოვრებაში: "პატივ-ეც მამასა შენსა სა დედასა შენსა,ვითარ- სახედ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან,რათა კეთილი იქმნეს შენდა და რათა გრძელ ჟამ იყო ქვეყანასა ზედა,რომელსა უფალი ღმერთი შენი მოგცემს შენ." მაშ ასე,წარსულისთვის მადლიერებით შენ იძენ მომავალს. მშობლებისთვის თქმული მადლობის სიტყვა წავა უფრო შორს,ყველა შენს წინაპართან,და ასე უკან მიბრუნებით,აზრობრივი ხედვით,შენ აუცილებლად შეხვდები შემოქმედს.მას როგორღა გადაუხდი მადლობას? შენმა წინაპრებმა წმინდა ნათლობით მიიღეს მართლმადიდებლის სახელი.ამითვე დააჯილდოვეს მათ შენი სახელი.ნუთუ ეს მხოლოდ ტრადიციაა?მაშინ რატომ ხდებიან მართლმადიდებლები არა მარტო ბერძნები,რუსები,სერბები,არამ დ ფრანგებიც ,ამერიკელებიც იაპონელებიც?ბევრი მართლმადიდებელია სხვა ხალხებს შორისაც.მარტო ეს ფაქტიც კმარა იმის დასამტკიცებლად,რომ მართლმადიდებლობა მხოლოდ ეროვნული ტრადიცია კი არ არის,არამედ რაღაც უფრო მეტია. ჩვენს სარწმუნოებას "მართლმადიდებლური" ჰქვია.ეს ნიშნავს ღვთის მართლად,სწორად დიდებას.მტრებიც კი მართლმადიდებლებს გვიწოდებენ,ამით ისინი ეთანხმებიან იმ აზრს,რომ ჩვენ ღმერთს მართლად,სწორად ვადიდებთ,სწორ სარწმუნოებაზე ვდგავართ.ამ სიმართლეს სიფრთხილით ვიცავთ უცხო გავლენისაგან,მასთან თუნდაც წვეთი ტყუილის შერევისაგან.სარწმუნოების მტკიცედ დაცვა წინაპრებმა დაგვიბარეს,მათ კი იცოდნენ,რას ნიშნავს ღვთისადმი მადლიერება,რადგანაც თვითონ იკვებებოდნენ ამ ნაყოფით და მისდამი მოფრთხილება ჩვენც გვიანდერძეს. -------------------- "Happiness only real when shared."
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი