გალობა ინსტრუმენტების თანხლებით. . . (?) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გალობა ინსტრუმენტების თანხლებით. . . (?) |
მნათე |
Nov 5 2006, 07:28 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მოკლედ მინდა გაგიმხილოთ, რომ ჩემი ცოდნა გალობისა და ზოგადად მუსიკის სფეროში, არ ცდება ნულოვან ნიშნულს. . . ამიტომ რიგი საკითხები გაურკვეველია.
სწორედ ამ რიგს მიეკუთვნება, "ინტრუმენტული გალობა". იქნებ გამარკვიოთ (სასურველია ვრცლად), რატომ კრძალავს დედა ეკლესია გალობას უსულო საკრავების თანხლებით? ჩემი გააზრებით უფალი მხოლოდ "სულიერი ხმით" უნდა განიდიდებოდეს, მაგრამ მხოლოდ ამ არგუმენტით ვერ დავაკმაყოფილე მაგ. ჩემი პროტესტანტი მეგობარი და ამ ფორუმის წევრი glaxa რომელმაც კონტრარგუმენტად დავით მეფსალმუნე და ქნარი მოიყვანა. ვიცი რომ აქ პროფესიონალები დომინირებენ, სწორედ მათგან მინდა მოვისმინო ვრცელი წიაღსვლა ამ კუთხით. იმედია არ წამომაძახებენ 15 წლის ბალღს რა გატლიკინებსო -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დათიკო |
Nov 13 2006, 07:08 PM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
კანუდოსელი
ციტატა ზემოთ მოყვანილი კრების გადაწყვეტილება ამბობს, რომ გალობისას არ უნდა იყოს "бесчинных воплей"-ეს ეხება ჩვეულებრივ მგალობლებსაც, რა შუაშია აქ ინსტრუმენტი? კონკრეტულად ამ კრებასთან ინსტრუმენტს არანაირი კავშირი არ აქვს. მანამდეც მივალთ, ნუ დარდობ თუ დააკვირდები, ჩემს მოყვანილ ტექსტებში არ არის მხოლო ინსტრუმენტულ მუსიკაზე საუბარი, არამედ ზოგადად მუსიკის ისტორიაზეა. როგორც ვატყობ არ არის საკმარისი ჩემს მიერ მოყვანილი მასალა იმისთვის რომ ზოგიერთი ადამიანი დარწმუნდეს იმაში, რომ ისნრუმენტალური მუსიკის გამოყენება არ შეიძლება ეკლესიის მსახურებისას. ამიტომ გავაგრძელებ მასალის მოძიებას. ეგება როგორმე მოვიგო ამ ხალხის გულები კანუდოსელი ციტატა ვერაა არგუმენტი რა გაეწყობა.. რაკი ასეთი არგუმენტები დამიწუნე, მაშინ ჩავრთოთ ელექტრო გიტარები ეკლესიეში სხვა არგუმენტებზე რას იტყვი,მაგალითად ამაზე: ციტატა В книге мч. Иустина (+166) "Певец" говорится, что "...петь Богу на бездушных инструментах... не допущено". |
კანუდოსელი |
Nov 13 2006, 07:18 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
რაკი ასეთი არგუმენტები დამიწუნე, მაშინ ჩავრთოთ ელექტრო გიტარები ეკლესიეში ნუ რა მიგდგომაა ახლა ეს, ის ფაქტი, რომ მე ის არგუმენტები არ მიმაჩნია არგუმენტებად (დავასაბუთე რატომაც) არ ნიშნავს, რომ როკ-კონცერტის გამართვის მომხრე ვარ-მგონი აქ ემოცია ჭარბობს შენს პოსტში და ეგეთ რამეებში, ემოცია ცუდი მეგობარია-თეოლოგია მეცნიერებაა. სხვა არგუმენტებზე რას იტყვი,მაგალითად ამაზე: იუსტინე ფილოსოფოსის არგუმენტი მართლა საინტერესოა, მაგრამ (არ ჩამთვალო ინტრიგანად ) მაგრამ მაინტერესებს, რა პირობებში თქვა მან ეს, ასევე სრული ტექსტი საინტერესო იქნებოდა საინტერესო. პ.ს. ჩემი პოზიცია ცალსახაა-მე არ მინდა ინსტრუმენტები ეკლესიაში, იმდენად მიყვარს გალობა, თანაც ქართული, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ კათოლიკენი გახდნენ მართლმადიდებელნი,განა ჩვენ მათ წინაღობები უნდა დავუგოთ?, იმის მაგივრად, რომ გავუადვილოთ გადმოსვლა? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი