![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოკლედ ახლა წამოიჭრა ერთ ფორუმელთან გარკვეული კითხვა, არის თუ არა ღვთის მადლი არა მართლმადიდებელ თემებში, თი ისინი საერთოდ მოკლებულნი არიან ყოველგვარ მადლს.
მე როგორც წარმომიდგენია, ეს არ არის ასე მარტივად გადასაწყვეტი, რადგან როდესაც ვიღებთ სხვადასხვა თემის არამართლმადიდებლებს, გათვალისწინებით კონკრეტული თემისა, მიღების წესიც სხვადასხვაა, მაგალითად კათოლიკებს იგივე რუსეთის ეკლესია არ იღებს არც ნათლობით, არც მირონცხებით და თუ მღვდელლია ქიროტონიის გარეშე. ჩვენთანაც იგივე წესია, თავად ვარ ერთი ყოფილი კათოლიკეს ნათლია...მისი გადმოსვლლის რიტუალი იყო მხოლოდ ლოცვების კრებული, არანაირი ნათლობა და სხვა საიდუმლო. თუ მართალია ის, რომ იქ არანაირი ნათლობა არ არის, მაშინ როგორც კვიპრიანე კართაგენელი ამბობდა მათეული ნათლობა სიბინძურით განბანა არისო, მაშინ ბუნებრივია რომ გადმოსვლის დროს უნდა მოინათლნენ, რასაც თავად წმ. კვიპრიანე აკეთებდა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეკლესიამ ეს წესი არ მიიღო ზოგად საყოველთაო წესად...ზემოთ მოვიყვანე ერთი მცირე მაგალითი ამისა. ე.ი. გამოდის რომ, როდესაც არ ვნათლავტ და არანაირ წესს არ ვუტარებთ გადმოსვლისას ადამიანს-ვაღიარებთ იმ თემში შესაბამისი საიდუმლოს არსებობას. ჯერ ეს იყოს იმედია ანათემაზე გადაცემები და მსგავსი რამე არ დამემუქრება ![]() მნათე რას იჭყიტები...ანათემის ტექსტს თუ ადგენ ჩემზე, მე უკვე მაქვს, მოგაწვდი ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა არადა ფაქტია, რუსული ეკლესია არ ნათლავს. მაშინ როცა ნათლობა აუცილებელია. კანუდოსელის მთელი შრომა და ჩემი მტკიცებაც მიმართულია იქითკენ, რომ გასაგები გავხადოთ, რომ გამოთქმა " ნათლობა აუცილებელია" შეცდომაა, რადგან ეს აუცილებლობა არაა დადგენილი არცერთი საერთო კრების მიერ, ეგ კი არა ადგილობრივი კრებები ხშირად იცვლიდნენ გადაწყვეტილებას, ასე რომ აქ შეიძლება იმაზე იმსჯელო, რა პროცენტითაა "საკრამენტული მადლი" კათოლიკურ ეკლესიაში ( საერთოდ მიჭირს აქ სხვა აღმსარებლობაც დავწერო, რადგან 1 ) საიდუმლოებები არა აქვთ და 2)ხელდასხმის ჯაჭვი გაწყვტილია და აქედან არანაერ მსგავს "მადლზე" საუბარიც კი გამორიცხულია)? მე მაინც მომხრე ვარ, რომ მაინც აქ სამების სახელზე აღსრულებულ ნათლობის გარეგნულ სახეს შეიწყნარებს ეკლესია ( თუ შეიწყნარებს რათქმაუნდა) და არა მისი მადლის საკრამენტულ რაიმე პროცენტულობას (სასაცილოდაც კი ჟღერს "სულიწმიდის 21,4 % საკრამენტული და 54,6 % მომხმობი მადლის გათვალისწინებით..." ![]() თუმცა აქაც უნდა დავკონკრეტდეთ, მაინც რაა ეს "ხელდასხმის შეუწყვეტელი მადლი" და მოქმედებს თუ არა ის დღემდის კათოლიკურ ეკლესიაში? ზოგიერთი მის "გამყინვარებაზე" ( ანუ შეჩერებაზე) საუბრობს ( როგორც გაყინული ონკანიდან არ მოდის წყალი)... გადასახედია და დასაფიქრებელია, რადგან როცა რაიმე საკრამენტულ მადლზე ვიწყებთ საუბარს, მაშინ ზიარებაც უნდა ვაღიაროთ და სხვა დანარჩენიც და თუ ასეა, მაშინ რა გვაქვს გასაყოფი?.. მოკლედ, გავაგრძელოთ... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th June 2025 - 02:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი