მასწავლებლის როლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მასწავლებლის როლი |
ninca |
Nov 12 2006, 10:51 PM
პოსტი
#1
|
ninca ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 |
მოდი. ვისაუბროთ, როგორი უნდა იყოს მართმადიდებელი მასწავლებელი, მით უფრო ახლა, როცა განათლების სისთემაში ასეთი რეფორმებია.
მე თავად ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი მაღალ კლასებში. |
თამარი_ცქნაფო |
Nov 13 2006, 09:39 PM
პოსტი
#2
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
რეცეპტები და ზოგადი საუბრები, თუნდაც გადასარევი და ასჯერ ნაცადი მეთოდები, არ ჭრის. მთავარია: იდივიდუალიზმი, სიყვარული - მოსწავლისა და საგნის ერთდროულად. სულ უნდა გახსოვდეს, რომ ადამიანთან გაქვს საქმე. ადამიანები კი ერთნაირები არ არიან, ''ათასი ფერი და ფერადია'' და ყველასთან ერთნაირად არ უნდა იქცეოდე. გულის გარეთ არ უნდა საუბრობდე, რასაც ამბობ, იქვე უნდა განიცადო, შეიძლება მეასედ ყვები, მაგრამ ასმეერთედ უნდა დაბადო და გაანალიზო, მაშინ იბადება ახალი აზრებიც და მაშინ იგებენ ბავშვები ყველაზე კარგად. არ უნდა ელაპარაკო მეტორული ტონით, თითქოს შენ მათზე მეტი იცი, უბრალოდ აზრი უნდა გაუზიარო და არა - თავს მოახვიო. მისი ნებისმიერი აზრი მისაღები თუ არა , მოსმენადი მაინც უნდა გახადო შენთვის. არც ზედმეტად უნდა იღრიალო, არც ზედმეტად უნდა იცინო, იყო ბუნებრივი და რაც მთავარია, როცა ესაუბრები, ვიღაც სხვაზე და სხვისი მაგალითებით საუბარს, აჯობებს საკუთარი უამბო ....
რა ვიცი, ეს ზოგადად, რაც პრაქტიკიდან გამახსენდა, ისე კი, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ახალი მეთოდებით სწავლა აითვისა, სერთიფიკატებიც დავაგროვე, მაგრამ ყოველი დღე და ადამიანი ხომ ერთნაირი არაა, ჰოდა, კონკრეტიკა კონკრეტულ სიტუაციებში ვლინდება, ნუ, რა თქმა უნდა, ერთი დიდი, ზოგადი იდეიდან გამომდინარე... რაც მთავარია: თუ საგანი ცალსახად ასწავლე, ანუ მარტო ქართული, საღვთისმეტყველო პარალელების, ისტორიისა და ცოცხალ მაგალითთა გარეშე, ამას უბრალოდ არავინ მოისმენს კი არა, არავინ დაიჯერებს და არავინ გაიზიარებს.... და კიდევ, სულ უნდა გახსოვდეს, რომ საგნის გარდა, ადამიანობასაც ასწავლი! -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი