გიორგი XIII-ის ცხოვრება, პლატონ იოსელიანის წიგნის მიხედვით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გიორგი XIII-ის ცხოვრება, პლატონ იოსელიანის წიგნის მიხედვით |
Lenus |
Aug 18 2007, 01:07 PM
პოსტი
#1
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
..............
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
Lenus |
Oct 9 2007, 11:58 AM
პოსტი
#2
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
..............
-------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
sable |
Oct 11 2007, 11:58 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
კი თვითონ არ წერს, მაგრამ ხომ ასე გამოდის? ეს აჯანყება მერე შედგა, მაგრამ ასეთივე აჯანყებები ქართლ-კახეთშიც რამდენიმე იყო და თანაც ყველა მეფის ტახტის აღდგენის მთხოვნით. უუნარობა სხვა საკითხია, აქ ჩვენ პირველ რიგში გიორგის მიერ მეფობაზე ნებით უარის თქმაზე გვაქვს საუბარი. მე ვამტიკიცებ, რომ ეს არ მომხდარა და მტკიცებულებად მომყავს ფაქტი, რომ დავითი, მისი მემკვიდრე, გამეფებას ელოდებოდა ყოველ წუთს (რამდენიმე თვით ის განმგებლადაც კი დაინიშნა) . აქტებიდან ისიც ცნობილია რომ სოლომონ ლიონიძემ იმხელა პასუხისმგებლობა აიღო თარგმნისას, რომ ლაზარევის "უმეფობის ცნობა" გადათარგმნა როგორც "იმპერატორი გილოცავთ დავითის დამტკიცებასო". ამ ფონზე იმის მტკიცება, რომ გიორგიმ თავისი ხელით გაიუქმა მონარქია და დისნასტიური ხაზი, არასწორად მიმაჩნია. რაც შეეხება ლეგიტიმიზაციას. აქაც ვერ დაგეთანხმებით. გიორგიევსკის ტრაქტატი წმინდა იურიდიული თვალსაზრისით ისეთი დოკუმენტი იყო, რომლის გაუქმებას ორივე მხარის თანხმობა სჭირდებოდა. ამისგან განსხვავებით, გიორგის თხოვნითი რესკრიპტი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა გამოწვეულიყო ერთი მხრის მოთხოვნითაც კი. ქართულმა სამეფო ოჯახმა ეს გააკეთა გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ვინაიდან უპირველესი მიზეზი რუსების მიერ დასახელებული მმართველობის ხელში აღებისა იყო გაურკვევლობა თუ ვინ ავიდოდა ტახტზე - დავით გიორგის-ძე თუ იულონ ერეკლეს-ძე. გაიმარჯვა საბოლოოდ დარეჯანმა და იულონმა, და მოითხოვეს ერთიანი ძალებით, სახელმწიფო ურთიერთობების გეორგიევსკის ტრაქტატის პირობებამდე დაყვანა. სხვა საქმეა რომ მათ ყური არ ათხოვეს და ყველა ბაგრატიონი ძალით გაასახლეს. მაშ, რა დავაბრალოთ გიორგის? წერილი, რომელიც ერთი მომდევნო განცხადებით უქმდებოდა? იქნებ ის, რომ ლაზარევმა მხარგაჩეხილი დედოფალი გამოათრევინა სასახლიდან? ან ის რომ ორბელიანის ღალატით აჯანყება ჩაიშალა და ყველა დაიჭირეს, ან ფალავანდიშვილის მიერ შეთქმულების გაცემა? ბრძოლა იყო, და დავმარცხდით, ნბუ შევიწმინდავთ ხელს მარტო ერთ კაცზე, არ დაუმსახურებია ასეთი რამ ჩემი აზრით. გიორგიმ მის მიმართვაში მეფობის გაუქმება არ მოუთხოვია, ამას არც არავინ აბრალებს! მაგრამ გიორგიმ უარი თქვა იმ უფლებებზე რომელიც მეფეს ტრადიციულად ჰქონდა თვით ირანის მმართველობის დროს, ეს იყო ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში მისი უზენაესობა სამაგიეროდ მან მისი შვილის დამტკიცება მოითხოვა ტახტის მემკვიდრედ მოკლედ გიორგიმ მისი მოქმედებით ხელი შეუწყო რუსეთის საქართველოში შემოსვლას და მის აქ დამკვიდრებას. რაც შეეხება გეორგიევსკის ტრაქტატს ის არ ყოფილა ორი მხარის თანასწორუფლებიანი ხელშეკრულება, არამედ მხოლოდ მფარველობითი ხელშეკრულება რომლის მიხედვით საქართველოს მისი საგგარეო პოლიტიკა რუსეთთან უნდა შეეთანხმებინა, ანუ საქართველო რუსეთის გავლენის სფერო (ან ვასალი) გახდა. sable ტრაქტატის ინიციატორი ერეკლე II იყო, რომელიც ალბათ ხვდებოდა, რომ რუსების ბოლომდე ნდობა არ შეიძლებოდა, რადგან სხვა თუ არაფერი ასპინძის ბრძოლის გამოცდილება მაინც ხომ ჰქონდა, საქმეც იმაშია რომ ასპინძის ბრძოლამ ამათ ჭკუა ვერ ასწავლა, წინააღმდეგ ხემთხვევაში კრწანისის ბრძოლა ისე არ დამთავრდებოდა, როგორც დამთავრდა, ერეკლე ხო ბოლო მომენტამდე რუსებს ელოდა და მათი იმედი ჰქონდა მათ კიდევ რა გააკეთეს ყველამ ძალიან კარგად იცის - რუსებმა პეტერბურგში გაგზავნილ ირანის ელჩს აგრძნობინეს რომ რუსეთი საქართველოს არ დაეხმარებოდა და ერეკლე და საქართველო წასაგებად გასწირეს! -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 07:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი