ცხოვრებისეული საკითხები, კანონიკურ ჭრილში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცხოვრებისეული საკითხები, კანონიკურ ჭრილში |
კანონისტი |
Oct 20 2006, 05:17 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ხშირად არის შემთხვევები, რომ წამოიჭრება ესა თუ ის საკითხი, რომელიც ერთი შეხედვით საყოფაცხოვრებოა, თუმცა მას თავისი წესი აქვს განსაზღვრული საეკლესიო კანონებით
აქ ასეთები განვიხილოთ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Nov 13 2006, 02:41 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
საინტერესო მოსაზრებაა. თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ერთი საგულისხმო მომენტიცაა გასახსენებელი. მართლმადიდებლური ტრადიციით, როდესაც ხდება მართლმადიდებლისათვის მნიშვნელოვანი მოვლენა, იქმნება რაღაც, საეკლესიო თანამდებობაზე დადგინდება ვინმე, აღნიშნულს ყოველთვის ესაჭიროება კურთხევა. საეკლესიო სამართალში ხშირად არსებითი მნიშვნელობაც კი აქვს იმას, თუ როდის მოხდება კურთხევა, რამდენადაც მას სამართლებრივი ფუნქციაც აქვს - ადასტურებს მასზე საღვთო მადლის მოქმედების დაწყებას. ასე მაგალითად, თუ საერო პირის მიერ თანამდებობის დასაკავებლად ზემდგომი პირი მხოლოდ ბრძანებას გამოსცემს, საეკლესიო თანამდებობის დასაკავებლად, იერარქი არამხოლოდ ბრძანებას გამოსცემს, არამედ აკურთხებს კიდევაც, ანუ ადასტურებს და ამით აღასრულებს ბრძანებას. პირი ეპისკოპოსად მას შემდეგ კი არ ითვლება, როცა სინოდი გამოსცემს შესაბამის განჩინებას, არამედ კურთხევის შემდეგ. თქვენი მოსაზრების წაკითხვის შემდეგ ბუნებრივია ისმის კითხვა: საიდან, რა მომენტიდან ხდება ფიცარი (ან ტილო) ხატი? როცა ხატმწერი ბოლო ფუნჯს დაუსვამს? ანუ ეს მომენტი ბუნდოვანია. შესაბამისად, ჩემთვის, როგორც კანონისტისათვის, ეს არსებითია, რამდენადაც ფიცრის დამტვრევის შემთხვევაში მე უნდა დავადგინო, ეს იყო შეცოდება ღვთის წინააღმდეგ (თუ ეს ფიცარი უკვე ხატია, ანუ სიწმინდეა) თუ სახმართა წინააღმდეგ, ანუ მხოლოდ მოყვასის საკუთრების დაზიანება ამ ლოგიკით, ტაძარს კურთხევა არ უნდა სჭირდებოდეს. მას შემდეგ რაც ის ტაძრის ფორმას მიიღებს (ალბათ) ის ჩაითვლება ტაძრად (?). ამასთან, გაურკვეველია, როგორ დაადგენდნენ რუმინელები ხატის კურთხევით მის მართლმადიდებლობასთან შესაბამისობას. ხატის კურთხევასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მახსენდება. ჩემს მეგობარს ჰყავს პატარა მწვანე თუთიყუში, რომელიც გრძნობს... სიწმიდეს (!!). იგი არ ეკარება ნაკურთხ ხატს, განსხვავებით უკურთხებლისაგან რამდენადაც სრული ინფორმაცია არ მაქვს ამ საკითხზე, არაფრის მტკიცება არ შემიძლია. ისე კი, პირადად ჩემი აზრით, ხატს კურთხევა უნდა სჭირდებოდეს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
Nov 13 2006, 11:54 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
თქვენი მოსაზრების წაკითხვის შემდეგ ბუნებრივია ისმის კითხვა: საიდან, რა მომენტიდან ხდება ფიცარი (ან ტილო) ხატი? როცა ხატმწერი ბოლო ფუნჯს დაუსვამს? ანუ ეს მომენტი ბუნდოვანია. შესაბამისად, ჩემთვის, როგორც კანონისტისათვის, ეს არსებითია, რამდენადაც ფიცრის დამტვრევის შემთხვევაში მე უნდა დავადგინო, ეს იყო შეცოდება ღვთის წინააღმდეგ (თუ ეს ფიცარი უკვე ხატია, ანუ სიწმინდეა) თუ სახმართა წინააღმდეგ, ანუ მხოლოდ მოყვასის საკუთრების დაზიანება ოდნავ იგრძნობა სქოლასტიზმი იურიდიზმთან შერწყმული. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი