საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Oct 12 2007, 12:46 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ბრატმანი ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს-ის I ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით იგი ებრძვის შვილს მირვანს, მარცხდება და ბრძოლაში იღუპება. მასვე მიეწერება გალავნისა და ქართლის ციხე-სიმაგრეთა გამაგრება. ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობოს მოსაზრება, რომ ბრატმანი არის დიონ კასიოსის "რომის ისტორიაში" ძვ. წ. 36 წ. ამბებთან დაკავშირებით მოხსენიებული ფარნავაზი (ფარნავაზ II) (პ. ინგოროყვა, ს. გორგაძე). ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი მირვან II ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს-ის I ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით ფარნაჯობის შვილი. მამის სიკვდილის შემდეგ იზრდებოდა სპარსეთში. მირვანმა დაამარცხა ქართლის მეფე ბრატმანი, მისი მეუღლე შეირთო ცოლად და დაჯდა ქართლის სამეფო ტახტზე. "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მიხედვით, მირვანი იწყებს მცხეთაში ქალაქის მშენებლობას. ქართულ ისტორიოგრაფიაში მირვანის მოღვაწეობა ძვ. წ. II ს-ით თარიღდება, თუმცა არსებობს ისეთი მოსაზრებაც (ს. გორგაძე), რომ იგი ძვ.წ. I ს-ში მეფობდა. ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი არსუკი ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს-ის I ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით მირვან II-ის ძე. იგი ებრძვის ბრატმანის შვილიშვილ ადეროკს და ბრძოლაში იღუპება. ქართულ ისტორიოგრაფიაში არსუკის მოღვაწეობა ძვ. წ. II ს-ით თარიღდება, თუმცა არსებობს მოსაზრება (ს. გორგაძე), რომ იგი ძვ. წ. I ს-ის ბოლოში მეფობდა ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი ადეროკი ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს-ის I ნახ-ში. მისი მეფობის წლების შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა: ვახუშტის მიაჩნია, რომ ადეროკი დაიბადა ძვ. წ. 30 წ. და მეფობდა ახ. წ. 1-57 წწ-ში. იგი ემყარებოდა თვით "მეფეთა ცხოვრების" ცნობას, რომ ადეროკი 30 წლისა გამეფდა და იმეფა 57 წელი. ხოლო რაც შეეხება მისი გამეფების თარიღს, სწორედ იმ წელს იშვა იესო ქრისტე. ახ. წ. I ს-ის I ნახ. მიაჩნია ადეროკის ზეობის ხანად ს. გორგაძესაც (1-30). გ. მელიქიშვილის ზარით, ადეროკი მოღვაწეობდა ძვ. წ. II ს-ის დასაწყისში. ანალოგიურად ათარიღებენ მის მეფობას ს. კაკაბაძე და გ. მამულია. ლეონტი მროველის მიხედვით ადეროკს ჰყავდა ორი შვილი: ბარტომი და ქართამი, რომელთაც გაუყო სამეფო და მისი გარდაცვალების შემდეგ გამეფდა ორივე უფლისწული. ქართლში ორმეფობის ხანა დაიწყო (იხ. ორმეფობა). ლიტ.: გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები, 1958, ტ. 4, ნაკვ. I; მისივე, ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზის შესახებ, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1978, N 3. პ. ინგოროყვა, ძველ-ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, საქ. სახ. მუზეუმის მოამბე, 1941, ტ. XI-BB; გ. მამულია, კლასობრივი საზოგადოება და სახელმწიფოს ჩამოყალიბება ძველ ქართლში. თბ. 1979; ს. გორგაძე, წერილები საქართველოს ისტორიიდან, ძველი საქართველო, I, ე. თაყაიშვილის რედაქტორობით, 1909, ნაწ. II ორმეფობა ლეონტი მროველის მიხედვით მეფე ადერკის სიკვდილის წინ ქართლის სამეფო თავის ორ შვილს გაუყო: ერთს შეხვდა ქალაქი მცხეთა და ქართლის მტკვრის ჩრდილოეთით, მეორეს კი - არმაზი და ქართლის მტკვრის სამხრეთით. სულ იბერიის ტახტზე ქართლის ცხოვრების მიხედვით 5 მეფეთა წყვილი მჯდარა, "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მიხედვით კი - 6. ბოლო წყვილის - ფარსმან ქველისა და მირდატის (მოქცევაი-ს მიხედვით როკ და მირდატის) შემდეგ გამეფებულა ადამი და ერთმეფობა კვლავ აღმდგარა. ქარძამი ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს-ის 60-იან წწ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით ის არის ქართლში ორმეფობის (იხ. ორმეფობა) პირველი წყვილის წარმომადგენელი. მისი თანამეფე იყო ბარტამი/ბრატმანი. ლეონტი მროველი ამ წყვილის მეფობას ახ. წ. I-ით ათარიღებს. ასევე იქცევიან ს. გორგაძე (იგი მეფე ქარძამ/ქართამს მითრიდატე I-თან აიგივებს) და პ. ინგოროყვა. ამ უკანასკნელმა არმაზის საპიტიახშო ნეკროპოლში აღმოჩენილი ლანგრის წარწერის - "მე მეფემან ფლავიოს-დადემან გიწყალობე [ეს ლანგარი] ბერცუმ პიტიახშს" - ინიციალები " ბ პ ქ" ასე გაშიფრა: ბ [ერცუმ] პ [იტიახში] ქ [ართამის ძჱ]. ეს ბერცუმი, მისი აზრით, ქართამის თანამეფე ბარტამ/ბრატმანი უნდა იყოს, ფლავიოს დადე კი - საპატიო ზედწოდება ქართამ მეფისა, რომელიც მან მიიღო ფლავიოსთა სახლის რომელიღაც რომაელი იმპერატორისაგან. გ. მელიქიშვილი და გ. მამულია ქარძამ/ბრატმანის წყვილის მეფობას ძვ. წ. II ს-ის 60-იანი წლებით ათარიღებენ. ლიტ.: იხ. სტატიასთან ფარნავაზი. ფარსმანი ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. IIს-ის 50-იან წწ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით ის არის ქართლის ორმეფობის (იხ. ორმეფობა) მეორე წყვილის წარმომადგენელი. მისი თანამეფე იყო კაოსი. გ. მელიქიშვილის აზრით ამ წყვილის ზეობა ძვ. წ. II ს-ის 50-იან წლებში უნდა ყოფილიყო. პ. ინგოროყვას მიხედვით სერაფიტის სტელის წარწერაში დაცულია ცნობა, რომ ქართლის (იბერიის) მეფე ფარსმანის თანამედროვე არმაზელი პიტიახშის რომაული ზედწოდება იყო პუბლიკი აგრიპა. სწორედ ამ წყვილს მიიჩნევს ავტორი ფარსმან/კაოსის წყვილად. მისი აზრით, კაოსი ლათინური სახელწოდებულობის ქართული შემოკლებული ვარიანტია, რომლის სრული ფორმა უნდა იყოს Caius Publicius Agrippa. აქედან გამომიდინარე, პ. ინგოროყვას აზრით, ფარსმან/კაოსის წყვილს ახ. წ. I-II სს-ში უნდა ემეფა. ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი; პ. ინგოროყვა, ძველ-ქართული მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, საქ. სახ. მუზეუმის მოამბე, 1941, ტ. XI-BB. ფარსმან I სადღაა? რაკი ქრონოლოგიურად მივყვები ქართველ მეფეთა შესახებ მასალის დადებას, ამჯერად ზემოთ ჩამოთვლილ მეფეებს გაეცანი და ოდნავ მოგვიანებით დავდებ მასალასაც ფარსმან I-ის შესახებ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 06:56 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი