სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
| marine |
Oct 12 2007, 12:46 PM
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 63,021 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ბრატმანი ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს-ის I ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით იგი ებრძვის შვილს მირვანს, მარცხდება და ბრძოლაში იღუპება. მასვე მიეწერება გალავნისა და ქართლის ციხე-სიმაგრეთა გამაგრება. ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობოს მოსაზრება, რომ ბრატმანი არის დიონ კასიოსის "რომის ისტორიაში" ძვ. წ. 36 წ. ამბებთან დაკავშირებით მოხსენიებული ფარნავაზი (ფარნავაზ II) (პ. ინგოროყვა, ს. გორგაძე). ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი მირვან II ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს-ის I ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით ფარნაჯობის შვილი. მამის სიკვდილის შემდეგ იზრდებოდა სპარსეთში. მირვანმა დაამარცხა ქართლის მეფე ბრატმანი, მისი მეუღლე შეირთო ცოლად და დაჯდა ქართლის სამეფო ტახტზე. "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მიხედვით, მირვანი იწყებს მცხეთაში ქალაქის მშენებლობას. ქართულ ისტორიოგრაფიაში მირვანის მოღვაწეობა ძვ. წ. II ს-ით თარიღდება, თუმცა არსებობს ისეთი მოსაზრებაც (ს. გორგაძე), რომ იგი ძვ.წ. I ს-ში მეფობდა. ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი არსუკი ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს-ის I ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით მირვან II-ის ძე. იგი ებრძვის ბრატმანის შვილიშვილ ადეროკს და ბრძოლაში იღუპება. ქართულ ისტორიოგრაფიაში არსუკის მოღვაწეობა ძვ. წ. II ს-ით თარიღდება, თუმცა არსებობს მოსაზრება (ს. გორგაძე), რომ იგი ძვ. წ. I ს-ის ბოლოში მეფობდა ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი ადეროკი ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს-ის I ნახ-ში. მისი მეფობის წლების შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა: ვახუშტის მიაჩნია, რომ ადეროკი დაიბადა ძვ. წ. 30 წ. და მეფობდა ახ. წ. 1-57 წწ-ში. იგი ემყარებოდა თვით "მეფეთა ცხოვრების" ცნობას, რომ ადეროკი 30 წლისა გამეფდა და იმეფა 57 წელი. ხოლო რაც შეეხება მისი გამეფების თარიღს, სწორედ იმ წელს იშვა იესო ქრისტე. ახ. წ. I ს-ის I ნახ. მიაჩნია ადეროკის ზეობის ხანად ს. გორგაძესაც (1-30). გ. მელიქიშვილის ზარით, ადეროკი მოღვაწეობდა ძვ. წ. II ს-ის დასაწყისში. ანალოგიურად ათარიღებენ მის მეფობას ს. კაკაბაძე და გ. მამულია. ლეონტი მროველის მიხედვით ადეროკს ჰყავდა ორი შვილი: ბარტომი და ქართამი, რომელთაც გაუყო სამეფო და მისი გარდაცვალების შემდეგ გამეფდა ორივე უფლისწული. ქართლში ორმეფობის ხანა დაიწყო (იხ. ორმეფობა). ლიტ.: გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები, 1958, ტ. 4, ნაკვ. I; მისივე, ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზის შესახებ, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1978, N 3. პ. ინგოროყვა, ძველ-ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, საქ. სახ. მუზეუმის მოამბე, 1941, ტ. XI-BB; გ. მამულია, კლასობრივი საზოგადოება და სახელმწიფოს ჩამოყალიბება ძველ ქართლში. თბ. 1979; ს. გორგაძე, წერილები საქართველოს ისტორიიდან, ძველი საქართველო, I, ე. თაყაიშვილის რედაქტორობით, 1909, ნაწ. II ორმეფობა ლეონტი მროველის მიხედვით მეფე ადერკის სიკვდილის წინ ქართლის სამეფო თავის ორ შვილს გაუყო: ერთს შეხვდა ქალაქი მცხეთა და ქართლის მტკვრის ჩრდილოეთით, მეორეს კი - არმაზი და ქართლის მტკვრის სამხრეთით. სულ იბერიის ტახტზე ქართლის ცხოვრების მიხედვით 5 მეფეთა წყვილი მჯდარა, "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-ს მიხედვით კი - 6. ბოლო წყვილის - ფარსმან ქველისა და მირდატის (მოქცევაი-ს მიხედვით როკ და მირდატის) შემდეგ გამეფებულა ადამი და ერთმეფობა კვლავ აღმდგარა. ქარძამი ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II ს-ის 60-იან წწ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით ის არის ქართლში ორმეფობის (იხ. ორმეფობა) პირველი წყვილის წარმომადგენელი. მისი თანამეფე იყო ბარტამი/ბრატმანი. ლეონტი მროველი ამ წყვილის მეფობას ახ. წ. I-ით ათარიღებს. ასევე იქცევიან ს. გორგაძე (იგი მეფე ქარძამ/ქართამს მითრიდატე I-თან აიგივებს) და პ. ინგოროყვა. ამ უკანასკნელმა არმაზის საპიტიახშო ნეკროპოლში აღმოჩენილი ლანგრის წარწერის - "მე მეფემან ფლავიოს-დადემან გიწყალობე [ეს ლანგარი] ბერცუმ პიტიახშს" - ინიციალები " ბ პ ქ" ასე გაშიფრა: ბ [ერცუმ] პ [იტიახში] ქ [ართამის ძჱ]. ეს ბერცუმი, მისი აზრით, ქართამის თანამეფე ბარტამ/ბრატმანი უნდა იყოს, ფლავიოს დადე კი - საპატიო ზედწოდება ქართამ მეფისა, რომელიც მან მიიღო ფლავიოსთა სახლის რომელიღაც რომაელი იმპერატორისაგან. გ. მელიქიშვილი და გ. მამულია ქარძამ/ბრატმანის წყვილის მეფობას ძვ. წ. II ს-ის 60-იანი წლებით ათარიღებენ. ლიტ.: იხ. სტატიასთან ფარნავაზი. ფარსმანი ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. IIს-ის 50-იან წწ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით ის არის ქართლის ორმეფობის (იხ. ორმეფობა) მეორე წყვილის წარმომადგენელი. მისი თანამეფე იყო კაოსი. გ. მელიქიშვილის აზრით ამ წყვილის ზეობა ძვ. წ. II ს-ის 50-იან წლებში უნდა ყოფილიყო. პ. ინგოროყვას მიხედვით სერაფიტის სტელის წარწერაში დაცულია ცნობა, რომ ქართლის (იბერიის) მეფე ფარსმანის თანამედროვე არმაზელი პიტიახშის რომაული ზედწოდება იყო პუბლიკი აგრიპა. სწორედ ამ წყვილს მიიჩნევს ავტორი ფარსმან/კაოსის წყვილად. მისი აზრით, კაოსი ლათინური სახელწოდებულობის ქართული შემოკლებული ვარიანტია, რომლის სრული ფორმა უნდა იყოს Caius Publicius Agrippa. აქედან გამომიდინარე, პ. ინგოროყვას აზრით, ფარსმან/კაოსის წყვილს ახ. წ. I-II სს-ში უნდა ემეფა. ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი; პ. ინგოროყვა, ძველ-ქართული მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, საქ. სახ. მუზეუმის მოამბე, 1941, ტ. XI-BB. ფარსმან I სადღაა? რაკი ქრონოლოგიურად მივყვები ქართველ მეფეთა შესახებ მასალის დადებას, ამჯერად ზემოთ ჩამოთვლილ მეფეებს გაეცანი და ოდნავ მოგვიანებით დავდებ მასალასაც ფარსმან I-ის შესახებ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ნათია საქართველოს ყველა მეფე Sep 5 2007, 05:34 PM
k@the ფარნავაზი
ძვ.წ.356 - 264
... Sep 5 2007, 07:26 PM
ნათია [color=#FF9900][size=3][b]მეფე ფარ... Sep 5 2007, 07:35 PM
marine ნათია
ნათი, დიდი მა... Sep 14 2007, 12:20 PM
marine კოლხთა მეფეები
აე... Sep 17 2007, 02:12 PM
marine კოლხეთის (ეგრისის) ... Sep 24 2007, 02:19 PM
marine ლაზთა მეფეები
მალ... Sep 27 2007, 05:13 PM
marine ქართლის მმართველნ... Oct 1 2007, 11:40 AM
marine ფარნავაზიანი წარმ... Oct 4 2007, 02:49 PM
marine ფარნაჯობი
ქართლის... Oct 9 2007, 11:03 AM
m16
ფარსმან I სადღაა? Oct 11 2007, 11:54 PM
solomony
ამ მეფეებს მეც დავ... Oct 12 2007, 12:20 AM
m16 ქრონოლოგია და დემო... Oct 12 2007, 09:37 PM
Lenus
მეგობარო,
ამდენ მი... Oct 12 2007, 11:38 PM
marine არსოკი
ქართლის (იბ... Oct 15 2007, 10:28 AM
marine მითრიდატე II
ქართლი... Oct 23 2007, 01:43 PM
t.d ნათ წლებიც ხო არ მი... Oct 23 2007, 08:06 PM
ნათია
ნათ წლებიც ხო არ მი... Oct 23 2007, 08:15 PM
marine ფარსმან II (ქველი)
ქა... Oct 25 2007, 12:04 PM
marine ხსეფარნუგი
ქართლი... Oct 26 2007, 04:42 PM
sable
[color=#660000]ხსეფარნუგი
... Oct 26 2007, 10:37 PM
marine
რადამისტი
ინგოროყ... Oct 31 2007, 11:36 AM
sable
ჩემი თხოვნა იქნებ... Nov 2 2007, 09:39 PM
marine
ეგ არ არის ცინიზმი ... Nov 5 2007, 11:48 AM
sable
მე პირადად სახუმა... Nov 5 2007, 07:36 PM
marine
ინგოროყვა ჩემო კა... Nov 6 2007, 11:20 AM
sable
მე ვიცი რომ ინგორო... Nov 6 2007, 06:21 PM
უჩა
ისა ფარსმან ქველი ... Oct 27 2007, 01:30 AM
sable
ისა ფარსმან ქველი ... Oct 27 2007, 10:54 AM
marine ფარსმან III
ქართლის (... Oct 29 2007, 03:52 PM
marine ვაჩე
ქართლის (იბერ... Nov 2 2007, 03:47 PM
marine რევ II
ქართლის (იბერ... Nov 5 2007, 02:36 PM
k@the
მაგ მეფეების არსე... Nov 5 2007, 08:06 PM
marine ფარნავაზიანი ქრის... Nov 6 2007, 04:33 PM
marine მირდატ* ბაქარის ძე
... Nov 13 2007, 01:52 PM
sable
[color=#990000]მირდატ* ბაქა... Nov 14 2007, 06:58 PM
marine
საინტერესო დათარი... Nov 15 2007, 02:46 PM
marine ვარაზ-ბაქარი მირდა... Nov 19 2007, 02:05 PM
marine თრდატ რევის ძე
ქარ... Nov 26 2007, 03:08 PM
marine ფარსმან ვარაზ-ბაქა... Nov 29 2007, 04:19 PM
marine არჩილ* მირდატის ძე
... Nov 30 2007, 03:31 PM
ketusa marine
ალბათ ამის შემდ... Dec 1 2007, 12:00 AM
marine
marine
ალბათ ამის შემდ... Dec 3 2007, 11:14 AM
ketusa
ketusa, ძალიან გამიხარ... Dec 6 2007, 12:02 AM
marine
კაი ჩემო კარგო აუც... Dec 6 2007, 03:10 PM
ketusa marine
შეიძლება რო დავ... Dec 6 2007, 11:19 PM
marine
marine
შეიძლება რო დავ... Dec 7 2007, 12:25 PM
ketusa ვახტანგ გორგასლის ... Dec 7 2007, 09:06 PM
ketusa ბიზანტიით შეწუხებ... Dec 7 2007, 09:16 PM
marine დაჩი ვახტანგის ძე
... Dec 17 2007, 01:44 PM
marine * * *
"მოქცევაჲ ქართ... Jan 10 2008, 02:18 PM
marine ქართლის ერისმთავრ... Jan 21 2008, 03:12 PM
marine ჯუანშერი
ქართლის ... Jan 23 2008, 05:19 PM
q-e-T-i საქართველოს და მის... Jan 24 2008, 01:13 PM
marine
საქართველოს და მი... Jan 24 2008, 01:14 PM
marine სტეფანოზ I
ქართლის ... Jan 29 2008, 01:53 PM
Amuza ერეკლე II ჩემთვის ერ... Feb 1 2008, 12:25 AM
Lenus ........... Feb 1 2008, 08:51 AM
marine ადარნასე
ქართლის ... Feb 1 2008, 04:14 PM
marine სტეფანოზი II
ქართლი... Feb 19 2008, 03:52 PM
marine მირი და არჩილი*
არ... Feb 26 2008, 06:31 PM
marine ნერსე
ქართლის ერი... Feb 28 2008, 05:59 PM
marine სტეფანოზ III
ქართლი... Mar 4 2008, 04:38 PM
marine ჯუანშერი
ქართლის ... Mar 6 2008, 11:25 AM
marine ადარნასე
ქართლის ... Mar 13 2008, 02:52 PM
marine გუბაზ მეფის ვერაგუ... Mar 20 2008, 02:54 PM
sable ისე თემა აუცილებლა... Jul 27 2008, 12:52 AM
mapalu k@the
ძალიან დიდი ბოდ... Oct 10 2008, 09:07 PM
marisha 92 დემეტრე II თავდადებ... Nov 27 2008, 09:50 PM
korinteli თუ წაიკითხეთ სტატი... Nov 30 2008, 01:54 AM
Belief ვინმეს თუ სმენია ა... Feb 27 2009, 06:07 PM
ქევანა Belief
დავუშვათ და მემ... Feb 27 2009, 06:33 PM
Belief არა მაგას არ ვიტყვ... Feb 27 2009, 10:21 PM
dilaadriano ეზეკიელ წინასწარმ... Jul 26 2010, 08:48 PM
dilaadriano ტექსტს კარგად თუ წ... Jul 26 2010, 10:02 PM
ქევანა dilaadriano
ლუდის ქვეყანა ... Jul 27 2010, 01:17 AM
dilaadriano
dilaadriano
ლუდის ქვეყანა... Jul 27 2010, 08:26 AM
ქევანა dilaadriano
კაი, მაშინ მით... Jul 27 2010, 07:38 PM
dilaadriano
dilaadriano
კაი, მაშინ მით... Jul 29 2010, 01:55 PM
ქევანა dilaadriano
აჰა, ნუ მაშინ მ... Jul 29 2010, 11:30 PM
აკაკი არსოკი და არსუკი, ა... Nov 25 2011, 11:17 PM
marine "თემურლენგის მიე... Mar 4 2014, 11:19 AM
marine http://s017.radikal.ru/i419/1507/68/9ea3664564d5.j... Jul 13 2015, 12:32 PM
marine "იდგა 442 წელი. მცხე... Aug 18 2016, 09:01 PM
marine "მარტყოფის დასავ... Aug 27 2016, 09:37 AM
marine "1765 წელს თურქებმა ... Sep 13 2016, 12:08 PM
marine "დავათრეთ ხრმალი ... Sep 13 2016, 12:31 PM
marine "ათასგვარ ხერხს ხ... Sep 13 2016, 12:58 PM
marine "ხატოვნად უთქვამ... Sep 13 2016, 01:10 PM
marine "წმინდა მეფე სოლო... Sep 15 2016, 10:46 AM
marine "ვახტანგი [გორგას... Sep 26 2016, 11:51 AM
marine "ვახტანგის სიკვდ... Oct 10 2016, 02:59 PM
marine "ლაშარის ჯვარს მრ... Nov 1 2016, 11:25 AM
marine "აბაშიძეები იყვნ... Nov 3 2016, 11:28 AM
marine [წმინდა მეფე სოლომ... Nov 17 2016, 01:41 PM
marine "აქვე უნდა გავიხს... Nov 21 2016, 06:06 PM
marine "სვეტიცხოველში, ს... Feb 1 2017, 05:24 PM
marine "წმინდა პეტრე [ქა... Oct 11 2017, 10:59 AM
marine "საქართველოს ისტ... Oct 27 2017, 08:53 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 05:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი