IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი
ნათია
პოსტი Sep 14 2007, 04:24 PM
პოსტი #21


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



#41
მიშიკო მჭედლიძე, 14 წლის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალი, მე-19 კორპ. ბინა#4 ტელ: 32 53 42

ჩემი დიდი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი, რომელიც ჩემს კლასში ყველას აქვს. ჩემი მშობლები ასაკოვნები და უმუშევრები არიან და ტელეფონის ყიდვის საშუალება არ აქვთ. ძალიან გთხოვთ, ამისრულეთ ეს ნატვრა. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.




ელენე ლეჟავა, 4 წლის. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის პირველი კვარტალი. მე-5 კორპ. ბინა#3 ტელ: 74 94 58

ჩემი ნატვრაა დიდი და ლამაზი ბარბის სახლი, რომლითაც ვითამაშებ ჩემს პატარა დაიკოსთან ერთად. Gგთხოვთ, ამისრულეთ ნატვრა.




ზია შუბლაძე, 44 წლის. წყალტუბო, გ.ტაბიძის 1ა/5 ტელ: L2 45 46

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფეხის საკერავი მანქანა. M მადლობელი ვიქნები, თუ ამ ნატვრას ამისრულებთ.



ნინო შაფაქიძე, 15 წლის. ოზურგეთის რაიონი სოფ. ვაკიჯვარი. ტელ: 898 62 90 47

ჩემი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი. ვარ ობოლი, მზრდიან ბიძა და ბიცოლა. მალე 16 წელი შემისრულდება. არასოდეს არ მიმიღია საჩუქარი. როგორც ყველა მოზარდს, მეც მინდა მქონდეს ტელეფონი, რომელიც დღემდე ჩემი აუსრულებელი ნატვრაა. თუ ვინმე ტელეფონს მაჩუქებს, ჩემი ცხოვრების მანძილზე მისი მადლობელი ვიქნები.




ილია ბუხრაძე, 12 წლის. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, 34ბ. ტელ: L77 15 74

ძალიან, ძალიან გთხოვთ მობილურ ტელეფონს ჩემი ძმისთვის, რომელსაც 8 აგვისტოს 14 წელი უსრულდება. ღმერთი გაგახარებთ ჩვენი გახარებისთვის. Gგულისფანცქალით ველოდებით ტელეფონის ზარს. Gმადლობთ რომ არსებობთ.




ნაუმი ლიპარტელიანი, 61 წლის. რუსთავი. Mმე-17 მ/რ. მე-8 კორპ. Bბინა #44 ტელ: 18 36 39

ვარ მეორე I ჯგუფის ინვალიდი. Mმყავს სამი შვილი. Eერთი ბავშობიდან ინვალიდია. 21- ე საუკუნეში ოჯახში არავითარი ტექნიკური საშუალება არ გვაქვს. აAრც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა... თუ დაგვეხმარებით, მადლობლები ვიქნებით.. ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი.





--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
ნათია
პოსტი Oct 12 2007, 02:50 PM
პოსტი #22


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



გიორგი ახალკაცი, 6 წლის, თბილისი, გლდანის “ა” მიკ.რაიონი. მე-3 კრ. ბინა 3, ტელ: 62 64 27.

ჩემი ნატვრაა მქონდეს ველოსიპედი. იმედია, თქვენი დახმარებით შემისრულდება.



ლომთაძე ნელი, 76 წლის, ქ,თბილისი, ც.დადიანის ქ. #77 ტელ: 69 92 78

ჩემი ნატვრაა მქონდეს გაზის გამათბობელი. არ მეგონა თუ ასეთი მწარე სიბერე მექნებოდა პედაგოგ ქალს და გაზის გამათბობელი მექნებოდა სანატრელი. მთელი ჩემი ცხოვრება ქველმოქმედებას ვეწეოდი დღეს კი თავად ვარ უმწეო მდგომარეობაში. გთხოვთ, დამეხმაროთ. ყველას გიხდით მადლობას.



კაშია ჯემალი, 60 წლის. სამტრედიის რაიონი, სოფ. ბაში.

ვარ 60 წლის, II ჯგუფის ინვალიდი, ხშირად მჭირდება სასწრაფო მე და ჩემს 85 წლის დედას. ჩემი ნატვრაა მობილური ტელეფონი, რომ სხვა არ შევაწუხო დასარეკად. გთხოვთ, აგვისრულოთ საოცნებო და საარსებო ნატვრა. უფალი იყოს თქვენი მფარველი.



მაკა დემურია, 20 წლის. სენაკი.

ვარ მამით ობოლი, დედა კი ავადმყოფობს. ვიცი რომ ჩემსავით ძალიან ბევრს უნდა ნატვრის ახდენა, იმედია ყველას აუსრულდება. მაგრამ მე მაინც მოგწერთ ჩემს ნატვრას: ძალიან გვინდა გვქონდეს ფერადი ტელევიზორი, ჩვენ კი იმის საშუალება არ გვაქვს რომ ჩვენი სახსრებით შევიძინოთ. იმედია მეც და ყველა კეთილ ადამიანს ნატვრა აუსრულდება. წინასწარ გიხდით მადლობას.



ნინო სამუშია, 17 წლის, ქ.თბილისი, სანზონა, მე-20 კორპ. ბინა 10.

წელს გავხდი სტუდენტი, ჩემი დიდი ხნის ოცნება ასრულდა, მაგრამ სამწუხაროდ ეკონომიურად ძალიან გვიჭირს. ძალიან მაშინებს მგზავრობის პრობლემა, მოგეხსენებათ ტრანსპორტი როგორ გაძვირდა. ჩემი ნატვრაა მქონდეს ერთწლიანი მეტროს ტალონი. შეიძლება ვინმე ღვთისნიერი ადამიანი დამეხმაროს და შევძლო მივიღო უმაღლესი განათლება. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას! ღმერთი იყოს ჩვენთან!



მანანა ტყემალაძე, 9 წლის. ქ.ბორჯომი, აღმაშენებლის ქ.#15 ტელ: 8 267 2 16 83; 8 93 34 07 67.

გამარჯობათ, მე მსმენია რომ თქვენ ბევრ ადამიანს უსრულებთ ნატვრას. იმედია მეც გამიღიმებს ბედი და ამიხდება ნატვრა: მე მინდა მქონდეს ლამაზი ფოტო აპარატი.



ლაშა ცუხიშვილი, 6 წლის. ღრმაღელის ქ.#18, ტელ: 60 87 98

ჩემი ნატვრაა ბებოს ჰქონდეს პატარა მაცივარი, ბებო სოფელშია და მაცივარი არა აქვს. მას შაქრიანი დიაბეტი აქვს და ჯერ პენსია არა აქვს.



ზაალ ცხონდია, 70 წლის. ზუგდიდი, გორკის ქ.#23 ტელ: 8 77 48 76 48

ძვირფასო რედაქცია, უკვე მერამდენედ გაწუხებთ. ჩემი თხოვნაა გვაჩუქოთ ერთი ცალი ინვალიდის ეტლი ინვალიდი ბავშვებისათვის, რითაც გაახარებთ ჩემს პატარა ინვალიდებს. რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას.



მიხეილ ნიკოლაიშვილი, 87 წლის. ოზურგეთი, სოფ. ცხემლისხიდი, ტელ: 899 73 40 07

ვარ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ფრონტიდან მიღებული ჭრილობებიდან გამომდინარე მიჯაჭვული ვარ საწოლს. ჩემი რძალი ბრწყინვალედ მივლის, მაგრამ ვერ აუდის ყოველდღიურ სარეცხს. ჩემი ნატვრაა, მქონდეს თქვენი დახმარებით სარეცხი მანქანა. ჩემი პენსია და ოჯახის მიზერული შემოსავალი მისი შეძენის საშუალებას არ იძლევა. წინასწარ გიხდით მადლობას.


ციტატა
ჩვენმა ფორუმელმა gvasalia-მ აასრულა!

მარინე ზანგალაძე, 30 წლის, თბილისი, ტელ: 77 66 94

ჩემი ძალიან დიდი ხნის ნატვრაა, სამაგიდო წიგნებად მქონდეს: ,,ახალი აღთქმა და ფსალმუნები” ,,წმინდა და ღმერთშემოსილ მამათა გამონათქვამების კრებული” და ,,უცხო სიტყვათა ლექსიკონი.” გმადლობთ!




ლალიკო აბრამიძე, 7 წლის. გორი, გორკის ქ.#54 ტელ; 7 09 39

მე მყავს 1 წლის და 5 თვის დაიკო, რომელიც კარგად ცეკვავს. მინდა მქონდეს ვიდეო კამერა, გადავიღო მისი ცეკვები. დიდები რომ გავხდებით, ვუყუროთ. წინასწარ გიხდით მადლობას.



ნანა არუნაშვილი, 7 წლის. თბილისი, გლდანი VII მ/რ 6ა-27

მამაჩემს მინდა ჰქონდეს მობილური ტელეფონი, დედას _ უთო. ძალიან გთხოვთ ამისრულოთ ჩემი ნატვრა.



ხათუნა შიუკაშვილი, 30 წლის, თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქ.#18

ჩემი ნატვრაა მქონდეს თუნდაც მცირე ფასიანი სარეცხის მანქანა ვინაიდან ვარ მეორე ჯგუის ინვალიდი, ყრუ-მუნჯი, მყავს ორი ვაჟი: ერთი მოლაპარაკე, მეორე მეორე ჯგუფის ინვალიდი ყრუ-მუნჯი და ქმარიც ასევე. არ მაქვს შესაძლებლობა, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი ნატვრა დიდი მადლობა წინასწარ.



ალექსანდრე ვაშაგაშვილი, 9 წლის, გორის რაიონი, 855 24 33 07

გამარჯობათ. ძალიან მიყვარს მულტფილმები, ჩემი სურვილია ფერად ტელევიზორში ვუყურო ამ გადაცემებს. აქამდე შავ-თეთრ ტელევიზორში ვუყურებდი, მაგრამ ეხლა ისიც გამიფუჭდა. იმედი მაქვს ჩემს ნატვრას დააკმაყოფილებთ და მალე ფერად ტელევიზორში ვუყურებ ჩემს საყვარელ მულტფილმებს.



გოგუცა ყიფიანი 82 წლის, თბილისი, გლდანი, VIII მ/რ 7 კორპუსი, I სადარბაზო, ბინა 26. 67 30 40 (მეზობლის ტელ.)

ვარ მარტოხელა, ოჯახური მდგომარეობა ძალზე ცუდი მაქვს. არ გამაჩნია არაფერი საშუალო დონეზე ცხოვრებისათვის, მათ შორის მონატრებული ვარ მაცივარს, ჯერ მიჭირს სურსათის ყიდვა, რასაც ვიყიდი, მიფუჭდება. კეთილი მსურველების ადამიანებს ვთხოვ გულისხმიერებას.



მანანა ზედგენიძე, 51 წლის, ქარელი, ნინოშვილის ქ#4

ვარ ონკოლოგიური ავადმყოფი. ვცხოვრობ მარტო. მაწუხებს ტკივილები ხელის არეში, არ შემიძლია დატვირთვა და განსაკუთრებით რეცხვა. ვარ სიდუხჭირის ზღვარზე მყოფი. იქნებ ვინმე ღვთისნიერმა გულთან მიიტანოს ჩემი მდგომარეობა ამიხდინოს ნატვრა რათა მქონდეს სარეცხი მანქანა. გფარავდეთ ღმერთი კეთილი საქმისათვის.



ნაზი ადამაშვილი, 66 წლის. თბილისი, აგრარული უნივერსიტეტის დას. კორპ. 2, ბინა 7

ჩემი ნატვრაა მწოლიარე ქმარ-შვილისათვის (ქმარი ასთმიანია, შვილი ციროზით დაავადებული) მქონდეს ზამთრისთვის შეშა, რომ სიცივით არ დამეხოცნენ. თუ ეს შეუძლებელია ვინატრებდი ტელევიზორს, გაერთობიან და დარდს დაივიწყებენ დროებით მაინც... ვნატრობ, კეთილი ადამიანების სახით იქნებ მშველელი გამომიჩნდეს. იმედი მაქვს თქვენი დახმარების.



მაყვალა ნადირაძე, 67 წლის. ქსნის ქ.#12 ბ. 42 ტელ: 61 28 90

გამარჯობათ, მსმენია რომ თქვენ ძალიან ბევრ გაჭირვებულ ადამიანს უსრულებთ ნატვრას. იქნებ მეც გამიღიმოს ბედმა და თქვენი წყალობით გამოქვეყნდეს ჩემი ოცნება_ ფერადი ტელევიზორი. გთხოვთ დამეხმაროთ ნატვრის ახდენაში. ღმერთი გფარავდეთ ყველგან და ყველაფერში.



გოგა მინდიაშვილი, 12 წლის, გრიბოედოვის ქ.#6 ტელ: 895 60 58 44

ვარ VIII კლასელი. მყავს ორი უფროსი და. ერთი სტუდენტია, მეორე XI კლასის მოსწავლე. მშობლებს სამსახური არ აქვთ. ბინის ქირას გაჭირვებით ვიხდით. ვხვდები, რომ წელსაც ვერ გვიყიდიან მე და ჩემს დას სასწავლო წიგნებს. ჩემი ნატვრაა შეგვიძინოთ სახელმძღვანელოები. ვიცი, რომ ღმერთი ყოველთვის ჩემთანაა და ღვთისნიერი, რჩეული ადამიანების მეშვეობით აუცილებლად დამეხმარება. წინასწარ გიხდით მადლობას.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   ნატვრები   Sep 14 2007, 04:24 PM
ნათია   #19 მაია ღაღაშვილი...   Sep 20 2007, 08:40 PM
ნათია   ეკატერინე თევდორა...   Sep 27 2007, 06:38 PM
ნათია   ნინა ბირკაია, 86 ...   Oct 4 2007, 05:47 PM
ნათია   გიორგი ახალკაცი, 6 წ...   Oct 12 2007, 02:50 PM
ნათია   ავთო გაგუა 11 წლის, ქ....   Oct 18 2007, 03:35 PM
ნათია   გიორგი ბუგიანაშვი...   Oct 27 2007, 04:00 PM
ნათია   ვახტანგ მკერვალიშ...   Nov 1 2007, 07:45 PM
ნათია   ელენე ხარაძე, 53 წლი...   Nov 9 2007, 12:01 AM
ნათია   ლაშა შენგელია, 16 წლ...   Nov 16 2007, 10:27 PM
ნათია   ლედი მენაბდე, 8 წლის...   Nov 23 2007, 12:29 AM
ნათია   თინანო და თეკლა ძა...   Dec 4 2007, 11:16 PM
ნათია   ლელა კავლელიშვილი,...   Dec 5 2007, 11:41 PM
ნათია   ირმა გელაშვილი, 35 წ...   Dec 12 2007, 10:12 PM
ნათია   დავით ღუზარაული, 8 წ...   Dec 21 2007, 12:26 PM
ნათია   გვანცა მარტიაშვილ...   Dec 27 2007, 09:10 PM
ნათია   დარეჯან მურადაშვ...   Jan 3 2008, 03:38 PM
ნათია   ლაშა და გიორგი ტალ...   Jan 16 2008, 01:53 PM
ნათია   #18 ჟუჟუნა ხუხუა, 70 წლ...   Jan 30 2008, 04:52 PM
ნათია   მაია, 42 წლის. თბილის...   Feb 19 2008, 10:19 PM
ნათია   #21 ელენე იმედაძე 41 წ...   Feb 26 2008, 04:58 PM
ნათია   #22 ნუცა მიქიაშვილი,...   Mar 4 2008, 01:22 PM
ნათია   #23 ბაჩანა ცალუღელა...   Mar 12 2008, 01:09 PM
ნათია   #24 სალომე ზვიადაძე,...   Mar 18 2008, 10:36 PM
ნათია   #25 შალვა კამლაძე, 19 წ...   Mar 25 2008, 07:14 PM
ნათია   #26 ლევან მაისურაძე,...   Apr 1 2008, 08:50 PM
ნათია   #27 ადამია ალექსანდ...   Apr 9 2008, 11:46 AM
ნათია   #28 მზია კვარაცხელი...   Apr 15 2008, 09:36 PM
ნათია   #29 ნიკოლოზ გიორგაძე...   Apr 22 2008, 10:23 PM
ნათია   # 30 დათო რევაზიშვილ...   Apr 29 2008, 04:00 PM
ნათია   #31 ნატო ტალიაშვილი, ...   May 7 2008, 11:05 AM
ნათია   #32 დათო მაზიაშვილი...   May 13 2008, 05:48 PM
ნათია   #33 თამარ ბექაური, 18 წ...   May 20 2008, 03:13 PM
ნათია   #34 თამარ წერეთელი, 9 ...   May 27 2008, 11:16 PM
ნათია   #35 მარინა გოგობერი...   Jun 10 2008, 11:37 PM
ნათია   #36 გიორგი კეთილაძე, ...   Jun 18 2008, 09:57 PM
ნათია   #37 ქეთი მუხაძე, 11 წლი...   Jun 27 2008, 11:37 PM
ნათია   #38 ნანი ლომიძე, 71 წლ...   Jul 5 2008, 06:33 PM
ნათია   #39 გვანცა ბროლაშვი...   Jul 8 2008, 04:50 PM
ნათია   #40 თიკა ფონჯავიძე, 10...   Jul 15 2008, 02:38 PM
ნათია   PM მომივიდა ამ თემიდ...   Mar 18 2010, 10:20 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 06:01 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი