საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Oct 15 2007, 10:28 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
არსოკი
ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. II-I სს-ის მიჯნაზე. ლეონტი მროველის მიხედვით არსოკ/აზორკი არის ქართლში ორმეფობის (იხ. ორმეფობა) მესამე წყვილის წარმომადგენელი. მისი თანამეფე იყო არმაზელი. პ. ინგოროყვას მიაჩნია, რომ აზორკი/არსოკი უნდა იყოს არმაზის ბილინგვაში მოხსენიებული ქართლის მეფე ხსეფარნუგი და მის სახელს ასე კითხულობდა: [ფ]არ[ნ]უკ. რაც შეეხება არმაზელს, პ. ინგოროყვას აზრით, მარტო ეს სახელი კმარა იმის დასამტკიცებლად, რომ თანამეფები არმაზის პიტიახშები იყვნენ. სწორედ ამ სახელიდან იყო ნაწარმოები, მისი აზრით, [ფ]არ[ნ]უკის თანამეფის სახელი არმაზელი. ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი; გ. მამულია, გადმოცემები სუმბატ ბივრიტიანის შესახებ, როგორც ლეონტი მროველის წყარო, კრ: ძველი ისტორიის საკითხები (კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული, 3). თბ. 1970. ამაზასპი ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. I ს-ის I ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით ამაზასპი არის ქართლში ორმეფობის (იხ. ორმეფობა) მეოთხე წყვილის წარმომადგენელი. მისი თანამეფე იყო დეროკი. ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი ფარსმანი ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. I ს-ის 70-იან წწ-ში. ორმეფობის მეექვსე წყვილის წარმომადგენელი (იხ. ორმეფობა). მისი თანამეფე "მოქცევაი ქართლისაი"-ს მიხედვით (ლეონტი მროველთან ეს წყვილი საერთოდ არ არსებობს) იყო როკ. ლიტ.: იხ. სტატია საურმაგი. არტაგი ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. I ს-ის 60-იან წწ-ში. მასზე ცნობებს გვაწვდიან ბერძენი ისტორიკოსები რომაელი მხედართმთავარ პომპეუსის ქართლში ლაშქრობასთან დაკავშირებით (ძვ. წ. 65). არტაგი მარცხდება პომპეუსთან ბრძოლაში და თავს რომაელი ხალხის "მეგობრად და მოკავშირედ" აღიარებს. პ. ინგოროყვას გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომ ქართველი მემატიანეების არიკ/არტაგი არის ბერძნული წყაროების არტოკ/არტაგი. გ. მელიქიშვილი თვლის, რომ ქართლში არსებობდა ორი არტაგი: ერთი - "მეფეთა ცხოვრებაში" და "მოქცევაი ქართლისაი-ში" დამოწმებული და მეორე - ბერძენ ავტორებთან. ლიტ: იხ. სტატიასთან საურმაგი; ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წ. I, თხზ. ტ. I, თბ. 1979. ფარნავაზ II ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. I ს-ის 30-იან წწ-ში. ძვ. წ. 36 წ. მარკუს ანტონიუსმა რომაელთა ლაშქარი პუბლიუს კანიდიუს კრასუსის მეთაურობით იბერიაში გაგზავნა. კრასუსმა, დიონ კასიოსის ცნობით, დაამარცხა ქართლის მეფე ფარნავაზი, მოკავშირედ გაიხადა იგი და მასთან ერთად შეიჭრა ალბანეთში. აქ მათ ერთად დაამარცხეს მეფე ზობერი. არსებობს რამდენიმე მოსაზრება ფარნავაზის პიროვნების შესახებ. ს. გორგაძე და პ. ინგოროყვა ფიქრობენ, რომ დიონ კასიოსის ფარნავაზ მეფე ლეონტი მროველის თხზულებაში შესულია ბრატმან/ბრაცმანის სახელით (იხ. ბრატმან). პ. ინგოროყვა წერს, რომ სახელი ბრაცმანის სრული ვარიანტი უნდა იყოს ბარაცმან-ავაზ, იგივე ფარსმან-ავაზ. მისი აზრით, ქართულ ონომასტიკონში დამოწმებულია, რომ ერთსა და იმავე პირს მიემართებოდა სახელად როგორც ფარსმან-ავაზ, (ბრაცმან-ავაზ), ისე ფარნავაზ. გ. მელიქიშვილის აზრით კი ბრაცმანი და ფარნავაზი სხვადასხვა მეფეები იყვნენ. ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი; პ. ინგოროყვა, ძველ-ქართული მატიანე "მოქცევაი ქართლისაი" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, საქ. სახ. მუზეუმის მოამბე, 1941, ტ. XI -BB. მითრიდატე I ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. I ს-ის 30-იან წწ-ში. მის შესახებ ცნობებს გვაწვდის რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიოსი ახ. წ. 35 წ. სომხეთის სამეფო ტახტისათვის ატეხილ ბრძოლასთან დაკავშირებით. სომხეთის მეფის არტაშესის (18-34 წწ.) გარდაცვალების შემდეგ რომაელები და პართიელები სომხეთში საკუთარი კანდიდატის გამეფებას ცდილობდნენ. მითრიდატე I რომის იმპერატორის ტიბერიუსის ნებართვითა და ხელშეწყობით შეიჭრა სომხეთში, დაიკავა იგი და თავისი ვაჟი მითრიდატე გაამეფა. მითრიდატე I-ის შესახებ ისტორიოგრაფიაში არსებობს რამდენიმე მოსაზრება: 1). დიონ კასიოსის მითრიდატე არის ლეონტი მროველის ადერკი (გ. მელიქიშვილი). 2). პ. ინგოროყვა წარმართი მეფეების სიაში მას საერთოდ არ იხსენიებს. 3). მითრიდატე არის ლეონტი მროველის მეფე ქართამი (ს. გორგაძე). 4). ადერკი, ქართამი და მითრიდატე სამი სხვადასხვა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომელთაგან პირველი მეფობდა ძვ. წ. II ს-ის I ნახ-ში, მეორე - ძვ. წ. II ს-ის 60-იან წლებში, მესამე კი - ახ. წ. I ს-ის 30-იან წწ. (გ. მელიქიშვილი). ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი ფარსმან I ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. I ს-ის 40-50-იან წწ-ში. მის შესახებ ცნობებს გვაწვდიან რომაელი ისტორიკოსები დიონ კასიოსი და ტაციტუსი. ფარსმანმა, ჯერ კიდევ უფლისწულმა, შეასრულა რომის იმპერატორ ტიბერიუსისა და თავისი მამის, ქართლის მეფე მითრიდატე I-ის დავალება და სომხეთის ტახტზე გაამეფა საკუთარი ძმა მითრიდატე. გაიუს კალიგულას მმართველობის დროს რომაელებმა მითრიდატეს სომხეთის სამეფო ტახტი ჩამოართვეს, იმპ. კლავდიუსმა კი 47 წ. ისევ დაუბრუნა. ცოტა ხნის შემდეგ უკვე ქართლის მეფე ფარსმან I-ს კონფლიქტი მოუვიდა თავის ძმასთან და სომხეთში საკუთარი შვილი რადამისტი გაგზავნა. რადამისტმა ინტრიგების საშუალებით მოახერხა ბიძის ტახტიდან ჩამოგდება და მოკვლა. სომხეთში კი თვითონ გამეფდა. მაგრამ მისი წარმატება დროებითი აღმოჩნდა. რადამისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სომხეთი. საბოლოოდ, ანტირომაული მოღვაწეობის საბაბით, ფარსმანმა მოაკვლევინა რადამისტი, რომელიც მას იბერიის სამეფო ტახტს ეცილებოდა. ფარსმან I არც ლეონტი მროველთან და არც "მოქცევაი ქართლისაი"-ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის. ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი ქრონოლოგია და დემოკრატია მერე ჯერ I და მერე II როცა საქართველოს ისტორიის განყოფილებაში შემოდიხარ, ეცადე, თავხედობა გვერდზე გადადო. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი