IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სულიერი დარიგებები მართლმორწმუნეთ
ნათია
პოსტი Sep 30 2007, 06:14 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



* * * *

მოყვასი ყოველთვის ალერსით, წყნარად და სიყვარულით უნდა შევაგონოთ და დავარწმუნოთ და, რაც მთავარია, შინაგანად უფალს უნდა ვთხოვოთ შეწევნა.


* * * *

მხოლოდ მას შეუძლია ურწმუნოს რწმენაზე დაელაპარაკოს, ვინც მტკიცედ დგას სარწმუნოებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ურწმუნო მასთან მოსაუბრის სულს დააზიანებს.



* * * *

ბავშვების საერო აღზრდის ნაყოფი, რომელიც ერთი მხრივ მხოლოდ საერო მწერლების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, ხოლო მეორე მხრივ წმინდა წეირილისა და ეკლესიისგან განდგომაზეა დაფუძნებული. ასეთია: ეკლესიისადმი უპატივცემლობა, უხალისობა ღვთისმსახურებისა და ლოცვის დროს, მშობლებისა და უფროსების დაუფასებლობა, სწრაფვა გარეგნულისადმი, ამქვეყნად არსებობის მიზნის დავიწყება და მისი დამახინჯება, ურწმუნოება, უმოზნოდ ცხოვრება, ლტოლვა სანახაობებისა და სხვა საერო გასართობებისკენ.



* * * *

ცდუნებისას ხშირად გაიხსენე სიკვდილი, გაკითხვის დღე და საუკუნო სატანჯველი.


* * * *

შვილების მიმართ დაუდევრობა უდიდესია ცოდვათა შორის და უკიდურესი ხარისხია ურჯულოებისა. ერთი დედა, დროებით გადაყვანილი იმქვეყნიურ ცხოვრებაში, საკუთარზე მეტად ვაჟიშვილის ცოდვების გამო დაისაჯა. ბავშვებს უნდა ვაპატიოთ ცელქობა და უყურადღებობა და არა ბოროტება და მზაკვრობა. იმ შვილების გამო, რომელთა ატირებისაც ეშინოდათ და ამიტომ ცუდ საქციელს მიუტევებდნენ ხოლმე, შემდგომში თვითონ მშობლები ღვრიან ცრემლებს. ბავშვის აღზრდისას არც მეტისმეტი ლმობიერება გვმართებს და არც მეტისმეტი სიმკაცრე, არამედ გონიერება. ის კი არ არის გონიერი, ვისაც დასჯა შეუძლია, არამედ ის, ვისაც ცუდი საქციელისგან დაცვა ძალუძს. ვაჟიშვილს დაუტოვე არა სიმდიდრე, ოქრო და ვერცხლი, არამედ ქრისტიანული სიბრძნე, არა მდიდრული სახლი, არამედ მოთმინების ნიჭი, არა წარჩინებული, არამედ კეთილი და მორწმუნე მეგობრები.



* * * *

ყველაზე მეტად სხვის ცდუნებას უნდა ვერიდოთ, რათა სხვა მაცდუნებლებთან ერთად სასუფევლიდან არ გამოგვაძეონ.



* * * *

როდესაც ღვთისმგმობელი აზრები მოგვდის, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამაში ჩვენ მიგვიძღვის ბრალი. მი უფრო - როცა მათ არ ვეთანხმებით. ეს ბოროტის მოქმედებას უნდა მივაწეროთ და ვეცადოთ, ყურადღება არ მივაქციოთ.



* * * *

დიდი სათნოებაა უპოვარობა, უმანკოება - მასზე მეტი, უდიდესი კი მორჩილებაა, ვინაიდან პირველი ნივთებზე ბატონობს, მეორე - სხეულზე, ხოლო მესამე - სულზე.


* * * *

როცა გაქებენ საკუთარი ცოდვები გაიხსენე.



* * * *

ვინც სიზარმაცის გამო უფალს არ უგალობს და არ ადიდებს, ის ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს.



* * * *

ჩვენ არ ვუმეგობრდებით, სახლში არ ვუშვებთ, ახლოსაც არ ვიკარებთ ისეთ ხალხს, ვინც ჩვენი საწინააღმდეგო ცხოვრებით ცხოვრობს. მით უფრო არ მიიღებს წმინდა და სამართლიანი უფალი ზეციურ სასუფეველში ურჩ და ბოროტი ნების ადამიანებს.


* * * *

როდესაც რაიმე საქმეს ხელს მოჰკიდებ, პირველად იმას კი ნუ იკითხავ, საამო და სასარგებლო იქნება თუ არა ეს შენთვის და საქები სხვათა თვალში, არამედ ის გამოიძიე, სათნო თუა ღვთისთვის და ხომ არ ეწინააღმდეგება მის მცნებებს.


* * * *

ბრძენმა თქვა: მე მეშინია ღვთისა და კიდევ - ისეთი ადამიანისა, რომელსაც უფლის არ ეშინია.



* * * *

სიყვარულის ორი სახე ორგვარ მოქალაქეობას შობს: ღვთის სიყვარული იერუსალიმის (ზეციური ქალაქის) მოქალაქეობას გვანიჭებს, ამა სოფლისა - ბაბილონისას (ცოდვილთა ქალაქისას). ამიტომ ყველამ საკუთარ თავს ჰკითხოს, რა უყვარს და გაიგებს, რომელი ქალაქის მკვიდრია.


* * * *

ყოველ ადამიანს სამი გული უნდა ჰქონდეს: წრფელი - უფლისთვის, მოწყალე - მოყვასისთვის და მკაცრი - საკუთარი თავისთვის.


* * * *

საკუთარი თავის სიყვარული მოყვასის სიყვარულს უნდა შევწიროთ მსხვერპლად, ხოლო ორივე ერთად - ღვთისას.


* * * *

"როგორ დავიცვათ თავი საცდურისგან?" - სკითხეს ამბა პიმენს. წმინდა მამამ მიუგო: "ქვაბში, რომელიც გამუდმებით ცეცხლზე დგას და დუღს, ბუზი არ ჩაფრინდება. ასევეა სულიც: თუ იგი მარადის ღვთის სიყვარულით იქნება ანთებული, ვერაფერი შებილწავს."


* * * *

უფლის გარეშე, რასაც არ უნდა მივეჯაჭვოთ, მაინც ყოველთვის რაღაც გვაკლია, მაინც ყოველთვის რაღაცას ეძებს გული და, ნეტარი ავგუსტინეს ბრწყინვალე სიტყვებით, "მანამდე ვერ ისვენებს, სანამ ღვთის სიყვარულს არ მიაღწებს."


* * * *

როგორც იუდა ვერ იხსნა მოციქულის სახელმა მარადიული სასჯელისაგან მის ბოროტ ზრახვათა და საქმეთა გამო, ვერ ჩვენ გვიხსნის სასჯელისაგან ის, რომ ქრისტიანები გვქვია, თუ იესო ქრისტეს მცნებების მიხედვით არ ვიცხოვრებთ.






--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მნათე
პოსტი Oct 15 2007, 12:03 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი

როგორ გავიგოთ, რომ ადამიანი არ ენდობა საკუთარ თავს
და ღვთის სრული იმედით მოქმედებს


თავდაჯერებული კაცი ხშირად ფიქრობს, თითქოს სრულიად არ აქვს საკუთარი თავის იმედი, ღმერთს სასოებს და თავისი რწმენით მხოლოდ მასში განისვენებს. სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. ამაში თავადვე დარწმუნდებიან, თუ ცოდვით დაცემისას განსჯიან და განიხილავენ საკუთარ თავს. როდესაც დაცემით დამწუხრებულნი კიცხავენ, ლანძღავენ საკუთარ თავს და, ამავე დროს, ფიქრობენ: მომავალში სხვაგვარად მოვიქცევი, დაცემის შედეგები გამოსწორდება და ყველაფერი ჩვეულებრივ გაგრძელდებაო, - უტყუარი ნიშანია იმისა, რომ დაცემამდეც საკუთარი თავის იმედად იყვნენ და არა ღვთისა. და რაც უფრო ბნელი და უნუგეშოა მათი წუხილი, მით უფრო აშკარაა, რომ ისინი მეტად ენდობოდნენ საკუთარ თავს და ნაკლებად - ღმერთს. ამიტომაც დაცემით გამოწვეული მათი ურვა არანაირი ნუგეშით არ შემსუბუქდება. ხოლო მას, ვინც საკუთუარ თავს კი არა, უფალსაა მინდობოლი, არ უკვირს დაცემა და არც გადაჭარბებული ჭმუნვითაა გულდამძიმებული. მან უწყის, რომ ცოდვით დაცემა საკუთარი უძლურების, უფრო მეტად კი, ღვთის სუსტი რწმენის ბრალია. ამიტომ დაცემის შემდეგ ცდილობს, საკუთარი თავის უნდობლობა და ღვთის სასოება გააძლიეროს და გააღრმავოს. შემდეგ კი, როდესაც დაცემის მიზეზს - გარყვნილ ვნებებს მოიძულებს, ღვთის შეურაცხყოფისათვის მშვიდად და მორჩილად ეწევა სინანულის ღვაწლს და უფლისადმი მტკიცე სასოებით აღჭურვილი, სიკვიდლამდე უდიდესი ვაჟკაცობითა და გამბედაობით დევნის საკუთარ მტრებს.

ვისურვებდი, ყოველივე ამის შესახებ დაფიქრდნენ ისინი, ვისაც ჰგონია, რომ სათნოებებითა და სულიერებითაა შემკული; ვინც ცოდვით დაცემისას იტანჯება, ვერ მშვიდდება და, ამგვარი სევდისგან ძალაგამოლეული (რაც მხოლოდ თავისმოყვარების გამო სჭირს) და თავისმოყვარებისგან აღძრული, სულიერ მოძღვართან მიეშურება, რომ ამ სიმძიმისგან განთავისუფლდეს. ეს კი დაცემისთანავე უნდა მოემოქმედებინა, რათა სასწრაფოდ ჩამოებანა ღვთის შეურაცხმყოფელი ცოდვის სიბინძურე და სინანულისა და აღსარების წმიდა საიდუმლოს მეშვეობით, საკუთარი თავის წინააღმდეგ ახალი ძალმოსილება შეეძინა.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th May 2024 - 07:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი