ადამი და ევა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამი და ევა |
მხევალი ნინო |
Oct 15 2007, 01:13 PM
პოსტი
#1
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
არ ვიცი არის თუ არა ეს ღვთისმეტყველება, მაგრამ კაიროსის იმედით აქ ვხსნი თემას, მოდით ვისუბროთ თემაზე, რატომ დაიწყევლა ქალი მეტად ვიდრე მამაკაცი ცოდვით დაცემის შემდეგ, რატომ უნდა დაემორჩილოს ქალი მამაკაცს, ღვთისმშობლის შემდეგ, რატომ არ შედის ქალი საკურთხეველში? დღემდე მეტია თუ არა მამაკაცი ქალზე?
ფორუმისთვის ყბადაღებული თემა დედათა წესი, მე როგორც ვიცი წარმოადგენს ქალისთვის იმ პირველი შეცოდების გახსენებას. ქრისტეს შემდეგ კვლავ რატომღა ვიხსენებთ იმ პირველ შეცოდებას? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ზებედე |
Oct 15 2007, 01:33 PM
პოსტი
#2
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ღვთისმშობლის შემდეგ, რატომ არ შედის ქალი საკურთხეველში? მაინტერესებს, მარიამ მეგვიპტელი, როდესაც მიაღწია იმას, რომ ლოცვების დროს ჰაერში მაღლდებოდა, რომ მისულიყო ეკლესიაში და საკურთხეველში შესულიყო, მკრეხელობა და დოგმატის დარღვევა იქნებოდა? ციტატა ფორუმისთვის ყბადაღებული თემა დედათა წესი, მე როგორც ვიცი წარმოადგენს ქალისთვის იმ პირველი შეცოდების გახსენებას. ქრისტეს შემდეგ კვლავ რატომღა ვიხსენებთ იმ პირველ შეცოდებას? ჩემთვის გაუგებარია, რატომ არის "ის სისხლი" და მენსტრუაცია დამაბრკოლებელი სიწმინდესთან მისაახლებლად....ქალს, რომელსაც მენსტრუაციის დროს "ეკრძალება" სიწმინდესთან მიახლება იმის გამო რომ ის "უწმინდურია" (ჰოი საოცრებავ) იმ დროს....ჩემთვის გაუგებარია, კეთილი და სათნო ქალი, რომელსაც ეკრძალება ასეთ დროს სიწმინდესთან (ხატთან) მისვლა "უღირსების" თუ "უწმინდურობის" გამო, არა და უნდა რომ ემთხვიოს სიწმინდეს, სამაგიეროდ სიწმინდესთან (ხატებთან) მისვლა არ ეკრძალება ქალს, რომელსაც არ აქვს მენსტრუაცია, მარა არის განკითხვაში, იწყევლება, ან სხვა ცოდვებშია... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი