ადამი და ევა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამი და ევა |
მხევალი ნინო |
Oct 15 2007, 01:13 PM
პოსტი
#1
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
არ ვიცი არის თუ არა ეს ღვთისმეტყველება, მაგრამ კაიროსის იმედით აქ ვხსნი თემას, მოდით ვისუბროთ თემაზე, რატომ დაიწყევლა ქალი მეტად ვიდრე მამაკაცი ცოდვით დაცემის შემდეგ, რატომ უნდა დაემორჩილოს ქალი მამაკაცს, ღვთისმშობლის შემდეგ, რატომ არ შედის ქალი საკურთხეველში? დღემდე მეტია თუ არა მამაკაცი ქალზე?
ფორუმისთვის ყბადაღებული თემა დედათა წესი, მე როგორც ვიცი წარმოადგენს ქალისთვის იმ პირველი შეცოდების გახსენებას. ქრისტეს შემდეგ კვლავ რატომღა ვიხსენებთ იმ პირველ შეცოდებას? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
გიორგი |
Oct 15 2007, 04:33 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
საინტერესო ელფერი მიეცა თემას... ისე მორჩილებაში რას გულისხმობთ? ზოგადად არა, აი, კონკრეტულად მაინტერესებს რაში უნდა გამოიხატოს ქალის მორჩილება კაცისადმი? სადაც სიყვარულია იქ ურთიერთგაგებაცაა, ეს თავისთავად ხება... მე ზუსტი შემთხვევა მაინტერესებს მოიყვანოთ მაგალითად, სადაც ქალი უნდა დაემორჩილოს კაცს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ქალია.... აქ ჭკუა, პრფესიონალიზმი და განათლებულობა არ იგულისხმება.
ისე თავის მხრივ ქალი და კაცი ვერასოდეს ვერ ჩადგება იდენტურად თანაბარ მდგომარეობაში და ამის ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს. აქ საუბარია არა უპირატესობა/არაუპირატესობაზე, გონიერება/უგუნურებაზე და ინტელექტუალურობა/არაინტელექტუალურობაზე, არამედ სუფთა ბიოლოგიაზე. ქალი ისეთი შექმნა ღმერთმა, რომ მას პროფესიულ ასპარეზზე გარკვეული სიძნელეები ექმნება, რთულია ორსულობა, თანაც არა ერთხელ (ადამიანურ სიყვარულს და სურვილს, რომ ბევრ ადამიანს აჩუქო სიცოცხლე, სულაც რომ თავი დავანებოთ ელემენტარული გამრავლების კანონი მოითხოვს ერთით მეტი შთამომავალი დარჩეს მშობლებს), ამას მოყვება თოთო ბავშვის გაზრდის სირთულეები, რძით კვება და ა.შ. ეს ყველაფერი ბიოლოგიურად ქალს ეხება, ბავშვს დედის სიახლოვე ძალიან ჭირდება რამდენიმე წლის განმავლობაში, დედაც თითქმის ინსტინქტების დონეზე ასრულებს ამ ყველაფერს, ბავშვი რომ წამოზრდება შემდეგ იბადება მეორე და ა.შ. ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის ქალს... ცხადია იმის მტკიცება, რომ ქალს რაღაც არ შეუძლია გონებრივად ეს სისულელეა, მაგრამ მას ბუნებრივად უწევს კაცისგან განსხვავებული წინააღმრდეგობების გადალახვა, რაც პრობლემებს უქმნის პროფესიულ ცხოვრებაში, თუმცა არა გადაულახავს, მაგრამ ის ცხოვრების გარკვეული პერიოდი იძულებულია არ მუშაობდეს. ამიტომ XXI საუკუნეშიც კი ქალი უფრო "მორგებულია" ბავშვის გაზრდისთვის და საშინაო საქმეების კეთებისთვის ვიდრე კაცი. თუმცა ცხადია დღესდღეობით საოჯახო ტექნიკამ ძალიან შეამსუბუქა ქალის საქმე, დროც ბევრი გამოუჩინა, მაგრამ კაცის ექვივალენტური საშუალებები მაინც არა აქვს... თუმცა ეს რამდენადმე განსხვავებულია ჩაგვრა-მონობის არსისგან... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 07:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი