ადამი და ევა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამი და ევა |
მხევალი ნინო |
Oct 15 2007, 01:13 PM
პოსტი
#1
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
არ ვიცი არის თუ არა ეს ღვთისმეტყველება, მაგრამ კაიროსის იმედით აქ ვხსნი თემას, მოდით ვისუბროთ თემაზე, რატომ დაიწყევლა ქალი მეტად ვიდრე მამაკაცი ცოდვით დაცემის შემდეგ, რატომ უნდა დაემორჩილოს ქალი მამაკაცს, ღვთისმშობლის შემდეგ, რატომ არ შედის ქალი საკურთხეველში? დღემდე მეტია თუ არა მამაკაცი ქალზე?
ფორუმისთვის ყბადაღებული თემა დედათა წესი, მე როგორც ვიცი წარმოადგენს ქალისთვის იმ პირველი შეცოდების გახსენებას. ქრისტეს შემდეგ კვლავ რატომღა ვიხსენებთ იმ პირველ შეცოდებას? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
k@the |
Oct 15 2007, 04:56 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
რატომ შექმნა ღმერთმა უპირველესად კაცი? (მიწისაგან)
რატომ შექმნა ღმერთმა ქალი ადამის ნეკნისაგან და არა იგივე მიწისაგან? მაშინ ხო არავინ იტყოდა კაცი მეტია ვიდრე ქალიო? მე შორს ვარ იმ აზრისაგან, თითქოს ინტელექტუალური შესაძლებლობებით ქალი კაცს ჩამორჩებოდეს. უბრალოდ კაცს განვითარების მეტი საშუალება აქვს. ისედაც გამოკვლეულია, რომ სწავლის პერიოდში, სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში ქალები უფრო მეტ წარმატებებს აღწევენ ვიდრე კაცები. უბრალოდ პროფესიული წინსვლისათვის ძნელია იყო ქალი, ათმაგად მეტი ძალისხმევა ჭირდება ქალს პროფესიულ წინსვლაში ,ვიდრე კაცს და ამ დროს ხშირად ქალი არჩევანს ოჯახის სასარგებლოდ აკეთებს. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
გიორგი |
Oct 15 2007, 05:04 PM
პოსტი
#3
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
უბრალოდ პროფესიული წინსვლისათვის ძნელია იყო ქალი, ათმაგად მეტი ძალისხმევა ჭირდება ქალს პროფესიულ წინსვლაში, ვიდრე კაცს და ამ დროს ხშირად ქალი არჩევანს ოჯახის სასარგებლოდ აკეთებს. მართალია ოღონდ ამის მიზეზი არის ქალის ფიზიოლოგია და არა ინტელექტუალური შესაძლებლობები. არსი მარტივია: გაცილებით იოლია იყო პროფესიონალიც და მამაც, ვიდრე იყო პროფესიონალიც და დედაც... თუმცა შეუძლებელი არც უკანასკნელია, გააჩნია პროფესიას და გააჩნია სიტუაციას.... P.S. ქრისტეანული ცნობიერებაც (და არა რომელიმე კონკრეტული საეკლესიო კანონი) ამიტომ უბიძგებს ქალს ოჯახისკენ, რომ ის ისედაც იქითკენაა ბიო-ფიზიოლოგიურად მიდრეკილი. თავის მხრივ ქრისტეანობაც იდეალური ცხოვრების წესია და ის ითვალისწინებს ყველაფერს ამას, თუმცა კიდევ თავის მხრივ არ ეუბნება ქალს, რომ "იჯექი სახლში!" ან "არ ისწავლო!" ან "არ იმუშაო!".... ცხადია მსგავსიც არაფერი არსებობს, მაგრამ ყველა ადამიანს ოჯახის შექმნა უნდა, ქალს დედობა უწევს, ბავშვები უნდა გააჩინოს, რაც მეტი შვილი ეყოლება მით უფრო კარგია - საოცარი ბედნიერებაა ადამიანს სიცოცხლე აჩუქო, ეს ყველაფერი კი პროფესიონალიზმზე უარყოფითად აისახება ბოლოს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი