ადამი და ევა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამი და ევა |
მხევალი ნინო |
Oct 15 2007, 01:13 PM
პოსტი
#1
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
არ ვიცი არის თუ არა ეს ღვთისმეტყველება, მაგრამ კაიროსის იმედით აქ ვხსნი თემას, მოდით ვისუბროთ თემაზე, რატომ დაიწყევლა ქალი მეტად ვიდრე მამაკაცი ცოდვით დაცემის შემდეგ, რატომ უნდა დაემორჩილოს ქალი მამაკაცს, ღვთისმშობლის შემდეგ, რატომ არ შედის ქალი საკურთხეველში? დღემდე მეტია თუ არა მამაკაცი ქალზე?
ფორუმისთვის ყბადაღებული თემა დედათა წესი, მე როგორც ვიცი წარმოადგენს ქალისთვის იმ პირველი შეცოდების გახსენებას. ქრისტეს შემდეგ კვლავ რატომღა ვიხსენებთ იმ პირველ შეცოდებას? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
სოფი |
Oct 15 2007, 07:12 PM
პოსტი
#2
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ციტატა რატომ დაიწყევლა ქალი მეტად ვიდრე მამაკაცი ცოდვით დაცემის შემდეგ, რატომ უნდა დაემორჩილოს ქალი მამაკაცს, ღვთისმშობლის შემდეგ, რატომ არ შედის ქალი საკურთხეველში? დღემდე მეტია თუ არა მამაკაცი ქალზე? ფორუმისთვის ყბადაღებული თემა დედათა წესი, მე როგორც ვიცი წარმოადგენს ქალისთვის იმ პირველი შეცოდების გახსენებას. ქრისტეს შემდეგ კვლავ რატომღა ვიხსენებთ იმ პირველ შეცოდებას? ციტატა იმ დღეს ძალიან კარგი დოკუმენტური ფილმი იყო თუ არ ვცდები აჭარაზე ზუსტად ამ თემსასთან დაკავშირებით ვუყურე, და ახლა შევეცდები რაღაც მოსაზრებები,რაზეც მღვდლებმა ისაუბრეს,დავწერო. ღმერთს ევა ადამისავით მიწისგან რომ შეექმნა,მაშინ კაცობრიობას ორი საწყისი ექნებოდა. უფალმა ადამს მიჰგვარა ევა და აქედან იკურთხა ოჯახი.ევა,ანუ ქალი, არის ადამის თანაშემწე,ნაწილი.ქალმა უნდა დათმოს ამპარტავნება და გაითავისოს თანაშემწის როლი.მიხედოს ოჯახს,აკეთოს სიკეთე,შვილები აღზარდოს(ყველაზე დიდი სიკეთე). მამაკაცის უპირატესობა არის სულიერი ხედვით,ხოლო ფიზიკური არევა არ უნდა მოხდეს... უფალი მოგვევლინა მამაკაცად,მოციქულები იყვნენ მამაკაცები... თანაშემწე(ქალი) უფროსთან მიმართებაში ყოველთვის ერთი ნაბიჯით დაბლა დგას... უფლის ნებით კაცი უპირატესია... მამაკაცი არის თავი და ქალი სხეული,ისე როგორც ღმერთი არის თავი ეკლესიისა და ეკლესია კი სხეული მისი... "კაცი თავი არს ქალისა..." (ზუსტად არ მახსოვს,შეიძლება პავლე მოციქულის სიტყვებია). მიუხედავად იმისა,რომ ევამ ასეთი რამ "დაგვმართა" ( ),ღვთისმშობელმა მისი ცოდვა გამოისყიდა მაცხოვრის შობით... საკურთხეველში ხდება უსისხლო მსხვერპლშეწირვა,ამიტომ ქალები საკურთხეველში არ დაიშვებიან. -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 08:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი