ათონის მთა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ათონის მთა |
:_მარიამი_: |
Jul 27 2006, 01:18 PM
პოსტი
#1
|
gvirila_mari ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 |
შეიძლება ფოტო არ არის ხარისხიანი, მაგრამ მაინც.. ათონის მთაა! |
ალექსანდრე |
Nov 14 2006, 05:09 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ათონის მთის შესახებ: ათონის წმინდა მთა (ბერძ. Hagion Oros ახ. ბერძ. Ajön Oros წმინდა მთა) მდებარეობს საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილიზე. იგი 50 კილომეტრით შეჭრილია ეგეოსის ზღვაში, სიგანე 10 კილომეტრს შეადგენს. ათონის მთა, რომელიც ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2033 მეტრის სიმაღლეზეა აშოლტილი.
ათონის მთის იურიდიულ ორგანოს წარმოადგენს პროტატი, რომელიც მდებარეობს ათონის ცენტრში კარიესში. პროტატს ხელმძღვანელობს პროტი. მას ირჩევს 5 უპირატესი მონასტერის 20 წარმომადგენელი. ეს მონასტრებია: დიდი ლავრა, ივერონი, ვატოპედი, . ათონის წმინდა მთაზე, ამჟამად 20 მონასტერი, 12 სკიტე და სხვა ცალკეული კელიები და საცხოვრებლები მოქმედებს. მოკლე ისტორია: გადმოცემის მიხედვით ათონის მთაზე საქართველოში გამომგზავრებულმა დედა ღმრთისმშობელმა დადგა თავისი წმინდა ფეხი. როგორც იცით საქართველო საქადაგებლად წილად ხვდა ზეციურ დედუფალს. საქართველოში საქადაგებლად ზღვით მომავალი ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი, ღმრთის განგებით ამოვარდნილმა ქარიშხალმა ათონის წმინდა მთაზე გარიყა. ნაპირზე გადმოსულმა მადლიერების ნიშნად წარმოსთქვა შემდეგი სიტყვიბი: "მადლი ჩემგან შობილისა ჰფარავდეს ამ მიწას დღემდე მეორედ მოსვლისა". ათონზე მონაზვნური ცხოვრება უძველესი დროიდან მოდის. ოფიციალურად პირველი მონასტერი (დიდი ლავრა) ათანასე ათონელმა დაარსა 963 წელს, ამიტომაც ამ ლავრას "ათანასეს ლავრა"-საც უწოდებენ. ათანასე ათონელი გახლდათ საქართველოს კანდელის - იოანე მთაწმინდელის მოძღვარი და მეგობარი. სწორედ იოანე და თორნიკე მთაწმინდელებმა დაარსეს ივერონის მონასტერი (980-983 წწ.) და დიდი წვლილი შეიტანეს, როგორც დიდი ლავრის აღმშენებლობაში, ასევე ზოგადად წმინდა მთის - ათონის მონასტრების აღშენება დაარსებაში. ბარდა სკლიაროსზე გამარჯვებით (979 წ.) თორნიკე ერისთავმა დიდძალი სიმდიდრე შეიტანა ათონის წმინდა მთაზე. სწორედ ამ სახსრებით აშენდა და გამშვენდა უამრავი საცხოვრებელი თუ მონასტერი, მათ შორის ივერონი, ვატოპედი და დიდი ლავრა. სკიტე: სკიტეები ათონის მთაზე პირველად XIX საუკუნეში გამოჩნდა. ისინი დაარსდა ათონის კონკრეტული მონასტრების კუთვნილ მიწებზე, მათთან დადებულ კონტრაქტების საფუძველზე. კონტრაქტები რატიპიცირებულ იქნა კონსტანტინოპოლის საპტრიარქოს მიერ. დღესდღეობით ათონის წმინდა მთაზე 12 სკიტე არსებობს, ყველა ისინი, კონტრაქტის საფუძველზე ეკუთვნიან ამა თუ იმ მონასტერს. სკიტე - იგივე მონასტერია, შეზღუდული უფლებებით. თუმცაღა სკიტესაც ყავს თავისი წინამძღვარი და მათი ცხოვრება უფრო ძნელია, ვინაიდან დამოკიდებულნი არიან თავიანთ შრომასა და მეურნეობაზე. სკიტეებში მონაზვნური ცხოვრება განსხვავებულია, ზოგიერთი სკიტე იდიორითმული ცხოვრების წესით ცხოვრებს, ზოგი კი ზოგადსაცხოვრებელი ცხოვრების წესით. http://www.tveni.ge/ -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი