ადამი და ევა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამი და ევა |
მხევალი ნინო |
Oct 15 2007, 01:13 PM
პოსტი
#1
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
არ ვიცი არის თუ არა ეს ღვთისმეტყველება, მაგრამ კაიროსის იმედით აქ ვხსნი თემას, მოდით ვისუბროთ თემაზე, რატომ დაიწყევლა ქალი მეტად ვიდრე მამაკაცი ცოდვით დაცემის შემდეგ, რატომ უნდა დაემორჩილოს ქალი მამაკაცს, ღვთისმშობლის შემდეგ, რატომ არ შედის ქალი საკურთხეველში? დღემდე მეტია თუ არა მამაკაცი ქალზე?
ფორუმისთვის ყბადაღებული თემა დედათა წესი, მე როგორც ვიცი წარმოადგენს ქალისთვის იმ პირველი შეცოდების გახსენებას. ქრისტეს შემდეგ კვლავ რატომღა ვიხსენებთ იმ პირველ შეცოდებას? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
guest |
Oct 15 2007, 11:01 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
1. ბიბლიაში წერია, რომ ქალი გაჩნდა კაცისათვის და არა პირიქით; 2. ადამიანად მოვლენილმა ღმერთმა მიიღო კაცის და არა ქალის ბუნება; 3. კაცი და ქალი არ განსხვავდებიან მხოლოდ სქესით, ბუნებაა სხვა და სხვა; 4. მე კაცი ვარ და 60 კილოს აწევა შემძლია, ყველა ქალისაგან განსხვავებით; 5. დამორჩილება არ ნიშნავს დამონებას, ეს საკუთარი ნებიდან უნდა მოდიოდეს, სხვაგარ მორჩილებას ფასი არ აქვს კაცისათვის, და სწორედ ეს მომენტი იმსახურებს უსაზღვრო პატივისცემას... 6. ღვთისმშობელი ყველა ადამიანზე და ანგელოსზე ზემდგომია, 7. მე ბევრი ოჯახი მინახავს სადაც ქალის სიტყვა კაცისას წინ უსწრებს და ყველა მათგანი უბედურია... ძირითადად ვიზიარებ ნეოს აზრს, მხოლოდ მე -4 პუნქტი არაა კრიტერიუმი, რადგანაც არსებობენ ქალები (ანუ ვინმე მაინც) , ვინც 60 კილოს კაცის ერთად აწევს ჩემი აზრია, ქალი უნდა ემორჩილებოდეს კაცს, თუ კაცი რათქმაუნდა კაცია ნეო, მე-7 პუნქტი საშინელებაა და მეც ხშირად მინახავს, საშინელებაა არსებობს ოჯახები,სადაც კაცი არ არის, ანუ მამა, ქმარი, უღლის გამწევი, ამ დროს კი ცხადია ქალს უწევს ყველაფრის კეთება და ჩემი აზრით, ერთგვარი გმირობაც კია ეს ქალის მხრივ, რადგანაც არ არის მარტივი. საბოლოოდ კი, რაც არ უნდა "მაგარი" იყოს ქალი, უკაცობა ოჯახს მაინც ეტყობა. თუმცა მე ამას არ ვაიგივებ იმაში, რომ მონტიორი აკლია სახლს. რაც დავწერე ჩემი აზრია და სიამოვნებით მოვუსმენ ამ თემის განხილვას ღვთისმეტყველების კუთხით. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი