ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
QORBUDA |
Jun 6 2007, 05:51 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
church-ელებო დაგლოცოთ დედამა
ღვთისმშობელ მარიამმაო, გადმოგაფაროთ თვის კალთა, თან გადაგსახოთ ჯვარიო, თქვენზე ილოცოს ზეციდან, მტერს გაუნათოს თვალიო, ბოროტსა გული მოულბოს, სიკეთის მონაგარიო, თან დაგილიცოთ ოჯახი სიწმინდის საწინდარიო, გადმოაფაროს თვის კალთა, თან გადასახოს ჯვარიო. არ არსებობს ადამიანი ვისაც თუნდ ერთი ლექსი არ ჰქონდეს დაწერილი, და თუ არსებობს ასეთი ადამიანი ის მხილოდ და მხოლოდ ზომბია რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული და მეგობრობა. ალექსანდრე დიუმა -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
teo.. |
Oct 16 2007, 06:15 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
მრავალ სვეტიცხოვლობას დაგასწროთ უფალმა, მისი ძალი და მადლი გფარავდეთ ჩემო კარგებო. მინდა ეს ბრძწყინვალე დღე ჩემი ლექსით მოგილოცოთ
სვეტიცხოველთან მოვდივარ... სვეტიცხოველთან მომაწია სიშავემ ღამის, შევჩერდი... გულზე შემომაწვა ტკივილი ლამის, დავჯექ და... მუხლი მოვიყარე ტაძრის წინ ღამით, ჩემდა უნებურად, ხელი შევახე - გიორგის მახვილს. წამს შეშფოთებულმა ხელის შეხებით წმინდანზე ალბათ, უკან დავიხიე, ტაძარს, კედელზე მივეყრდნე მაგრად. გაოცებული შევყურებდი მოხატულ ფრესკებს და ამ ქვეყნიურს, ვერ ვხედავდი ტაძარში ფერებს. და ცის ტატნობზე გაიელვა მნათობმა მკრთალად და უკუნეთში შავი ჭინკები გაფანტა სადღაც... და ღამის ცაზე გამობრჭყინდა მნათობი სვეტად, დაბლა დაეშვა, ტაძარს გუმბათზე დაედგა სვეტად... და რა ვიხილე, გამობრწყინდა ცით ანგელოზი, შეიძრა -ცა და დედამიწა, იგრგვინა ზეცამ. კიდით - კიდემდა გაიელვა მნათობმა ყველგან და სულიწმინდა გადმოეშვა ტაძარზე მტრედად. და თეთრი იყო იმ საღამოს მიდამო ტაძრის, ისმოდა ირგვლივ ბუკის ცემა, გალობა, ლოცვა... შვება ვიგრძენი, დამიამდა მტკივანი გული, უძლეველის წინ მოვიყარე ცოდვილმა მუხლი. ყოველი გაჰქრა... თენდებოდა ნელ-ნელა ღამე, სვეტიცხოვლიდან არ მინდოდა გამოსვლა გარეთ. გაოცებული შევყურებდი მოხატულფრესკებს და ამ ქვეყნიურს ვერ ვხედავდი - ტაძარში ფერებს. 01.31.1993 თეა კანდელაკი -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი