ქართველ მეფეთა და დედოფალთა შემოქმედება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველ მეფეთა და დედოფალთა შემოქმედება |
marine |
Jun 28 2007, 02:00 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ფორუმელებო, აქ განვათავსოთ ჩვენი მეფეებისა და დედოფლების შემოქმედება..
მეფე თეიმურაზ I (1589 - 1663) გრემის სასახლეზე 1 ღმერთი არს თავის ყოველთა, იგ ვაქოთ, განვადიდოთო, სამნი ნათელნი ერთად ვთქვათ მამა, ძე, სული წმინდოთო, მისის ცნობითა განვნათლდეთ, გონება განვიწმინდოთო, განვაგდოთ უსჯულოება, ნუ ვემსგავსებით დიდოთო. 2 აქ არის აშოტ, გუმბაზი ბაღჩას დგას შუა-გულოსა, შიგ ათასფერნი ყვავილნი, ვარდი გაშლილი გულოსა, ცნობილთა კაცთა საჯომლად ადრითგან გამეგულოსა, ჩემიმც ცოდვა აქვს, ავს კაცსა კარი არ დაუგულოსა. 3 აქ არის ბაზმის სოჰბათი, სუფრისა შემკობილობა, დრო ახალ ნერგთა ყვავილთა, ტურფა ვარდისა შლილობა, ბულბულთა ბგერა, ყივილი, ხმა-მჭევრად შეწყობილობა, მუტრიბთა რასტი მუღამი, სასმენელთათვის ტკბილობა 4 თვითან შვენის და აშვენებს წალკოტსა, ბაღჩა-ბაღასა, თუ ლხინი გინდათ, თქვენც ნახავთ სხვას უკეთესსა რაღასა? გიაჯ, ჩემს უკან ვინც დარჩეთ: პატრონსა, ყმასა, აღასა, ვინც უპატიოდ მიეპყრას, ცოლიც მისი ჰგავს ბაღასა. 5 სახლი შევმზადე სალხინოდ მე მეფემ თეიმურასო, შევამკევ კედელ-ყურენი, ვეჭვ, თავსაც კარგად ბურავსო, დავხატე ფერად-ფერადად, ჰგავს, რამე იყოს მურასო, ტალახიანის ფერხითა ნურავინ გამიმურავსო. 6 რომ თქვენი სხივნი არ მისწვთა, არ მორჩა შუკა-დაბანი, შენ შემოგჭვრეტენ მყურენი, სად სარკმელია და ბანი, რაზომც ჯერ ვერ თქვენ გიახლოს, თვალნი, მინა და დაბანი, ვფიცავ, რომ ყველა გახდების თქმა ტკბილად, ანუ და ბანი. 7 შენებრ ვინ ვპოვოთ მნახავთა, პირველვე ვიცით, რაც არის, რომ ზღუდეც მოვლოთ ქვეყნისა, ანუ მიდამო რაც არის, წაღმავე მოვა თქვენს წინა, ვინცა უკუღმა რაც არის, ვარსკვლავთა დასნი გემონენ, ერთმანეთს მსწრობნი რა ცა რის. 8 მსგავსად საკადრად ხელ-ყოფნა, ნეტარ, ვით ძალ-აქვს ენას მით! სხვანი ყოფილნი ხტომით თქვეს, მაგრა თქვენს შუქსა ენასმით, შორს მყოფნი ამად ნატრობენ, მოგახლდენ, - იყვნეთ ენასმით, თქვენს სიყვარულსა ზავებდენ, იგ ტკიბლად რასმე ე ნასმით. 9 მწერალიც დაშვრა ცოტადრე, გარჯა ხვდა, რა ეს აწერა, ცოდნა და ხელოვნება ხამს, თვარ უქმად ყოფნა აწე რა? მოდით, იკითხეთ, ტრფიალონო, შემოკრებილ აქა წერა, გულო, ვერ მოსხლტი ქებითა, წიგნის პატრონზედ ა წერა! თამარის სახე დავით გარეჯას მეფენი მოვლენ სურვილით, შენსა სახესა ჰმონებენ, შეურაცხჰყოფენ მნათობთა, ნათლად არ მოიგონებენ, სხივ-მოსიერად გიმზერენ, უვკდავ-მყოფელად გგონებენ, იშვებენ, მათთა პატიჟთა მათ ლხინთა შეუწონებენ. შენ სამებაო, ერთ-არსებაო, სამ-გვაროვნებით ერთო, განუწვალებელო, ერთ ბუნებო, უშობელო და ძეო შობილო, სულო მამისაგან გამომავალო, მოსავსა შენსა მეფესა, პატრონს თეიმურაზს, მეოხ მეყავ. ოდეს მოხვიდე განკითხვად, ქრისტე, და გამოჩნდეს მადლი, დიდება შენი და დასჯდე ცხოველთა და მკვდართა მსაჯულად, და განარჩევდე ცხოვართა თიკანთაგან, ნუ წარმავლენ მარცხენით კერძო, შეცოდებულსა ამას მონასა შენსა, არამედ მომეც შენოდა ბრალეუსა. დედაო უსხეულოსა ნათლისაო და მშობელო სიტყვისა ღვთისაო, საყდარო, ეტლო, ღრუბელო ნათლისაო, მე დაბნელებუსა ამას ცოდვათაგან, მითხოვე ძისა შენისაგან შენდობა ბრალთაგან. რომელნი მიემთხვივნეთ ჩემსა ამას მცირესა ნაღვაწსა აღსარებასა წმიდნისა სამებისასა, გაფუცებთ ცხოველსა მას ღმერთსა ყოველთასა, შენდობას ჰყოფდეთ ჩემ ცოდვილსა ამის მეფისა თეიმურაზისათვის, რათა ქრისტემან თქვენცა მოგცეს მისისა სასუფეველის მკვიდრობა და კურთხევისა ხმისა მისისა სმენა. ამინ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
catherina_10 |
Oct 16 2007, 10:42 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
marine
რის მადლობა, თუ რამეს მივაგენი აუცილებლად დავდებ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 04:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი